#25735692 · 30 May 2011, 17:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ, ყველამ წაიკითხეთ მის მიერ გახსნილი თემა - სიმართლე, რომელიც საქართველომ უნდა იცოდეს. თითქმის ყველა იუზერი აღაშფოთა იქ ჩამოთვლილმა ფაქტებმა. ბევრმა არ დაიჯერა. ფაქტია, ის იუზერი აღარ გამოჩენილა. არ ვიცით ცოცხალია, მკვდარია, დაკავებულია და ა.შ. ისიც ფაქტია, რომ პოლიციელებმა მიტინგის დაშლისას უფლებამოსილებას გადაამეტეს, გვყავს მსხვერპლიც, ბევრ მომიტინგეს პოლიციის განყოფილებებში უბრახუნეს. სამწუხაროდ, ბევრი სიმართლე და ტყუილი ერთმანეთშია არეული და შესაბამისად, ყველა მხარეს საშუალება აქვს სათავისოდ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც ხშირად პროპაგანდისთვისაა გამოგონებული. იუზერ კარდინალის ასეთი გაუჩინარება მაფიქრებს, რომ მის მიერ დაწერილი ტექსტი სწორედ პროპაგანდისთვის იყო განკუთვნილი. თუ ვცდები, არ მრცხვენია ბოდიშის მოხდის, მაგრამ... დაშინება-შეშინება უნდა გამოვრიცხოთ. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ნაცემები იყვნენ, დაკავებულებიც, მაგრამ მაინც თქვეს სიმართლე (იმედია). როდესაც მსგავს ტექსტს ამზადებ, გათვალისწინებულიც უნდა გქონდეს, რომ შეიძლება გარკვეულ რისკზე მიდიხარ. სწორედ ამიტომ ვთხოვ ყველა იუზერს, ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ იუზერ კარდინალის შესახებ, გამოეხმაუროს ამ თემას. იქნებ მართლა უჭირს და დახმარება სჭირდება. იქნებ მოგვატყუა. სიმართლე უნდა ვიცოდეთ.
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|