რენი ჰარლინი - ენდი გარსიას უყვარს ჰალსტუხი მდოგვთან ერთად"აგვისტოს 5 დღის" შემქმნელები დიდი ინტერესით მოელიან, თუ როგორ მიიღებს ფილმს ქართველი მაყურებელი, - ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
მისი თქმით, თავიდან არ იცოდა, რა სახის ისტორია უნდა მოეყოლათ, თუმცა პოლიტიკოსებთან, დევნილებთან და ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ ისტორიის კონტურები დაინახა. რეჟისორის განცხადებით, ამჟამად ომი მიმდინარეობს ლიბიაში, ეგვიპტეში, რადგან იქაურ ხალხსაც თავისუფლება სურს.
"ხალხს უნდა, თავის ხმა სხვებს გააგონოს და მიხარია, რომ მე მერგო პატივი გადამეღო ფილმი, რომლითაც ქართველ ხალხს სურს ხმა მსოფლიოს გააგონოს. გადავიღე ფილმი პატარ ქვეყანაზე, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს", - განაცხადა ჰარლინმა.
ფილმის რეჟისორის თქმით, მოხარულია საქართველოში დაბრუნებით, რადგან ეს ქვეყანა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. რენი ჰარლინმა ხაზი გაუსვა ქართული სამზარეულოს ღირსებებსაც და განსაკუთრებულ კერძებს შორის ხინკალი და სოკო დაასახელა. მისი თქმით, თბილისში ჩამოფრენის შემდეგ ქართულ რესტორანში ჭაჭის არაყიც დააგემოვნა.
საქართველოს შესახებ თბილი სიტყვებით ისაუბრა ენდი გარსიამაც. საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელი აცხადებს, რომ ის, რაც ფილმშია ასახული, უნივერსალური ისტორიაა და ბევრ ქვეყანას გადახდენია. "ეს არის ომის საწინააღმდეგო ფილმი. უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვყნის სუვერენიტეტი და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს - მშვიდობა. ამ ფილმში მე გამოვხატე ჩემი, როგორც მსოფლიო მოქალაქის პოზიცია. ჩემი პოზიცია კი ის არის, რომ ყველა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება", -აღნიშნა გარსიამ.
მას შემდეგ, რაც მსახიობს მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს კითხვა - თუ რამდენად კარგად მოირგო მან საქართველოს პრეზიდენტის როლი, ენდი გარსიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს ემოციები ბუნებრივად ჩნდება. რენი ჰარლინმა კი საქართველოს პრეზიდენტთან მის მსგავსებაზე იხუმრა, რომ ენდი გარსიას უყვარს ჰალსტუხი მდოგვთან ერთად.
http://www.interpressnews.ge/ge/kultura/17...han-erthad.html







This post has been edited by barcafan on 5 Jun 2011, 17:06