თავიდანვე ბოდიშს ვიხდი მოდერაციის წინაშე თუ ეს თემა არ ჯდება "ბიზნესი და ეკონომიკის" განყოფილებაში და იმედია თავის ადგილს მიუჩენთ.
ეხლა რაც შეეხება თვითონ თემას - ათენის ერთ-ერთ მაღაზიაში წავაწყდი "ბორჯომს", [B
](ფასი 1ევრო და 20 ცენტი)[/B] ძალიან გამიხარდა როცა ქართული ნაწარმი დავინახე მაღაზიის დახლზე, გადავწყვიტე შემეძინა, როდესაც ბოთლი ავიღე ხელში, თვალის ერთი გადავლებით ეგრევე მივხვდი რომ "ბორჯომი" იყო ფალსიფიცირებული. თუმცა თუ არ დაუკვირდებოდა მყიდველი, განსაკუთრებით ევროპელი, მისი გარჩევა ნამდვილისაგან ძალიან გაუჭირდბოდა, ჩემი ეჭვები კიდევ იმანაც გაამყარა როცა მოვითხოვე სერთიფიკატი და გამყიდველმა ცოტა უხეშად მომმართა, რომ ის ვალდებული არ იყო ყველა კლიენტისთვის ეჩვენებინა სერთიფიკატი. "ბორჯომი" არ მიყიდია

ისე გამოვედი მაღაზიიდან.
ასე რომ, იმედია დაინტერესდება "ბორჯომის" მწარმოებელი კომპანია ამ კონკრეტული ფალსიფიკაციით, ჩემის მხრივ კი ყველანაირად დავეხმარები.