იმდენი აკრიტიკეს და ლანძღეს, დასცინეს, ცხენის კუდზე გამოაბეს და მიწასთან გაასწორეს ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ რომ სურვილი მიჩნდება მისი დამცველი გავხდე, ბიჭი რომ ვიყო, გოგოც რო ვიყო თუნდაც არაქალიშვილი მაინც „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ მხარდამჭერი გავხდებოდი. ეს ისე ზოგადად ხაზს ვუსვამ უაზრო პროპაგანდის ნეგატირურ ეფექტებს. ზოგადად კი არ მაწუხებს სხვისი არჩევანი იყოს ქალიშვილი თუ არა, მე მაინეტერესებს მართლა ასეთი მაშტაბური და პრობლემატური მოვლენაა ეს თუ არა? და რაც მთავარია არის თუ არა ამაში დამნაშავე ჩვენი ტრადიციები, კულტურა, საზოგადოება და ეკლესია? ანუ ის ფაქტორები რასაც ძირითადად ბრალდება „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ არსებობა.
არადა მაიოცებს ის რომ ხალხს აკრძალული, ქორწინებამდე ან ქორწინების შემდეგ სექსი აქვთ იქაც კი სადაც ამისთვის თავს აჭრიან, ახრჩობენ, სწორ ნაწლავში წებოს ასხამენ და მიწაში მარხავენ და მერე ქვებით ქოლავენ. აქ კი რა მაქსიმუმ იტყვიან ბოზიაო. ღალატი და ქორწინებამდე სექსი იყო ყოველთვის ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყანაში, ვერც სახელმწიფო, ვერ რელიგია ვერც საზოგადოება ამას ვერ აჩერებდა და ვერც შეაჩერებს.
მაგრამ მაშინ აქ რა ხდება? რა ეროვნული ფრიგიდულობა შეჰყრია ქართველ ერს? რად არის ეგზომ პოპულარული ქალიშვილობა და რად არ იძლევიან გულუხვად ქალიშვილობაში ბრალდებულნი?
კითხვა რომელიც საორად აქტუალურია დღეს...
ადამიანებს არ უყვართ თავიანთი სისუსტეების აღიარება, არ შეუძლიათ იმის მიღება რომ მათი პრობლემები მხოლოდ მათი ბრალია, ან დიდწილად მაინც, ყოველთვის ვინმეს უნდა გადააბრალონ და დაადანაშაულონ, განსაკუთრებით კი ისეთ ღარიბ და პრობლემებით სავსე ქვეანაში როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ღმერთის მადლით კი განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება - უმუშევარი ხარ - მთავრობის ბრალია, არ გაძლევენ - ქალიშვილობის ინსტიტუტის ბრალია, ვერ ერთობი - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ბრალია, და ბოლოს ყოველთვის არსებობს პრეზიდენტი და მითუმეტეს რუსეთი რომელსაც დააბრალებ ნებისმიერ შენს უუნარობას და მარცხს.
მოკლედ მე ნელნელა მივდივარ იმ აზრისაკენ რომ თუკი არ გაძლევენ, იქნებ ამაში რაიმე, თუნდაც მცირედი მიზეზი შენშია? იქნებ ვერ ხარ საკმარისად მომხიბლავი? ან იქნებ თვეში ერთხელ ბანაობა საკმარისი არაა? ან იქნებ უნდა რო მოუსმინო და გაუგო? ან პირიქით არ უნდა რომ მოუსმინო და გაუგო? ან იქნებ არ აინტერესებს ფეხბურთზე საუბარი ანდა არ უნდა ამ წვიმაში მშენებარე სახლში წამოგყვეს ვარსკვლავების საყურებლად.
ან იქნებ არ უნდა... ნუ ვფიქრობ იდეა გასაგებია.
პ.ს თქვენი კრიტიკა, კომენტარები, აზრები, შეფასებები, დაცინვა, გამართლება ხო იცით რო მაგრად მკიდიაა...
ანუუუ იმსჯელეთ
This post has been edited by grumbler_girl on 31 May 2011, 22:34