წინააღმდეგობის გაწევით ვერ მიიღწევა შედეგი ადამიანთან, რომელსაც გააჩნია კონკრეტული უფლებები, შეწინააღმდეგება უფლებების მქონეს უფრო მედგრად აყენებს საკუთარ აზრზე, აქ მთავარია ტაკტიკა და მიდგომა, საკმარისია დილით გაგეხსნათ მხოლოდ ერთი თემა, კონკრეტულ იუზერებს მიგემართათ კონკრეტული მოდერებისთვის თხოვნით (და არა მოთხოვნით) რომ აღიარებთ დაშვებულ შეცდომას, წესის დარღვევას, თუ საჭიროა ბოდიშსაც მოიხდით და იქნებ საღამომდე ეფიქრათ თემის გახსნაზე და შეპირდებოდით რომ მაქსიმალურად ნულამდე დაიყვანდით თემის დახურვის საბაბის მოცემას და მომავალში "ანალოგიურების" გამეორების შემთხვევაში ხმასაც არ ამოიღებდით დახურულ თემაზე. ყველაზე მთავარი აქ რაც მოხდებოდა ისაა რომ მოდერები იგრძნობდნენ საკუთარი პიროვნების "მნიშვნელოვნობას" და ესაა მთავარი, საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნება, არ არსებობს ადამიანი რომელსაც ეს შეგრძნება არ სიამოვნებდეს, ექიმი, პოლიციელი, მეხანძრე, კანონიერი ქურდი თუ ბიზნესმენი, ყველანი თავიანთი სოციალური სტატუსით განსხვავდებიან და ყველას აქვს საშუალება საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნების...
20იან წლებში როდესაც ამერიკელი განგსტერი ჯონ დილინჯერი ბანკიდან მოპარული ტომრით სავსე ფულით ერთერთ ბინაში შეიარაღებული შევარდა: პირველი რაც დაიძახა ეს იყო: "არაფერს დაგიშავებთ მაგრამ მე ჯონ დილინჯერი ვარ", იმ პერიოდის კონკრეტულ გარემოში, სოციუმში, ყველამ იცოდა რომ ჯონ დილინჯერი იყო მკვლელი, ყაჩაღი და გალავარეზი.
ის ამით იყო განსხვავებული, ამით გრძნობდა საკუთარ მნიშვნელოვნობას, ასეა აქ მოდერიც, "ბანი ვორნი და თემის დახურვით" არის განსხვავებული, ამით გრძნობს საკუთარ მნიშვნელოვნობას "აქ".
ადამიანი საკუთარი მნიშვნელოვნობის დაკარგვის უფლებას არავის მისცემს, კონკრეტულ გარემოში ქვემდგომი, ზავის დადების წამოჭრის ინიციატივით კვლავ აგრძნობინებს ზემდგომს მის მნიშვნელოვნობას, ზავის წამომწყებსაც შესაბამისად მეტი შანსი აქვს სასურველი შედეგის მისაღწევად, ასეთი პრინციპი ადამიანებს ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში უფრო მომგებიანად წაადგებათ, ვიდრე უაზროდ ყვრილი და მოთქმა.
ეს აზრები და რჩევები მე უფასოდ მაჩუქეს, მეც უფასოდ ქჩუქნით, ნაჩუქარი კი ყველაფერი დასაფასებელია სიკვდილის გარდა. ))
პ.ს. თქვა ეს ჯეიმსამ, გაიღიმა და დასაძინებლად წავიდა )