#28395320 · 20 Nov 2011, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ეს პატარა თემა მინდა რომ ნახოთ და თქვნი აზრი დააფიქსიროთ, თუ შეგიძლიათ და ერკვევით რამდენად იოლია ახალი სახეობის ჩაის იმპორტი და დისტრიბუცია განხორციელდეს საქართველოში, რამდენად ადვილია საბაჟო პროცედურების გავლა, და ლეგალურად შემოტანა, და ხომ არ არის საბრთხე იმის რომ ახალი პროდუქტი არ შემოუშვან იმ შემთხვევაში თუ უკვე ბაზარზე არსებულ იმპორტირებულ სხვა ცნობილ ჩაის ლობირებენ მაღალ ეშელონების პოლიტიკოსები,..
ასევე რამდენად რეალურად გეჩვენებათ რომ ახალმა ჩაის პროდუქციამ დაიმკვიდროს ადგილობრივი ბაზარი, რა შეიძლება იქნეს გაკეთებული, ჩაის სახელს არ ვიტყვი იმიტომ რომ რაიმე სახის ინტერესი რომ არ გაჩნდეს და არ ვიზარალო რამეში,
პ.ს მოკლეთ ვაპირებ ახალი ჩაის შემოტანას და ადვილია შემოტანა თუ დამახრჩობენ, მგონია რომ გაამართლებს და მირჩიეთ ვცადო თუ არა,..ეს ჩაი იქნება ერთჯერადი პაკეტებითაც და დასაყენებელიც, რავიცი კარგი ჩაია და თუ რაიმე ბიუროკრატულმა და სამთავრობო ზეწოლამ არ ჩამძირა, იმედი მაქვს რომ ლუკმას შეჭამს ჩემი ოჯახი,..გთხოვთ გამომეხმაურეთ და მირჩიეთ,..დიდი მადლობა და უფალი გფარავდეთ....
|