#26071594 · 20 Jun 2011, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ შეიძლება ამის ინგლისურ ენაზე თარგმნაში დამეხმარეთ .... google translate და ეგეთები არ მინდა, მეც ვიცი .. : )))))
საბანკო საქმიანობა ექვემდებარება რისკების დიდ რიცხვს. ამიტომ, საბანკო რისკების ცოდნა, განსაზღვრა და კონტროლი წარმოადგენს გარე და შიდა დაინტერესებული მხარეების დიდი ინტერესის ობიექტს, რითაც გამოიხატება წარმოდგენილი თემის აქტუალობა. დღევანდელი საბანკო მომსახურების ბაზარი საკმაოდ ხშირად ექცევა კრიზისის ზეგავლენის ქვეშ, რაც ასევე თვალსაჩინოს ხდის განსახილველი საკითხის აქტუალობას.
აღნიშნული ნაშრომის მიზანია საბანკო რისკების და საქართველოში მათი მართვის თავისებურებების გამოვლენა. შევეხე მართვის თანამედროვე მიდგომებს და გამოვავლინე საბანკო რისკების რეგულირების მექანიზმები, სებ–ის მიერ მათი რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოს საბანკო სექტორში.
ნაშრომის მიზნის მისაღწევად განხორციელდა ამოცანების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს: საბანკო რისკების თეორიული საფუძვლების განხილვა; საბანკო რისკების კლასიფიკაცია; საბანკო რისკების მართვის პროცესის და მეთოდების შესწავლა; საბანკო სისტემის რისკების რეგულირების თანამედროვე მექანიზმები;
თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ნაშრომის კვლევის საგანია საბანკო რისკების მართვის პროცესი საქართველოში, ხოლო ობიექტია საქართველოს საბანკო სექტორი. ბოლო თავში განხილულია საბანკო რისკების მართვის ორგანიზაციის საკითხები და მოცემულია რეკომენდაციები. ნაშრომს დანართის სახით თან ახლავს დღეს საქართველოს საბანკო სექტორის რისკების საერთო მდგომარეობის აღწერა.
--------------------
"Доьлхур дац, Духур дац, Диц дир a дац !!!" «Не станем расстраиваться, не заплачем, но и не забудем!» Джохар Дудаев
|