საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმია ?
მე არც ოპოზიცია ვარ, არც პოზიცია, უბრალოდ საინტერესოა - რა ხთება საქართველოში ?
ბევრი დისკუსია იყო იმაზე - თითქოს მიშა ატარებს პრო-რუსულ პოლიტიკას და რუსებს წყალს უსხავს წისქვილზე, ჩემი აზრით ეს ეგრე არ არის, რუსებს არ აწყობს მიშას პრეზიდენტობა საქართველოში.
მივხვდებით იქიდან - რომ რუსეთი ეხმარება ჩვენს ოპოზიციას საქართველოში არასტაბილურობის შექმნაში, ასევე ჩვენი ოპოზიცია სულ დადის მოსკოვში.
მინდა გითხრათ, როცა მოხდა 26 მაისის მოვლენები - რუსეთმა გააკრიტიკა დარბევა საქართველოში.
და თუ დააკვირდებით - აშშ-მ და ევროპა-მ საერთოდ არ გააკეთა განცხადება ან თუ გააკეთა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, სააკაშვილს შეხვდა ბაიდენი და ბაიდენმა არც ახსენა 50 დაკარგული და 4 მოკლული და დარბევა (რაში ადარდებს), ახსენა მარტო - თავის დასაწვავი ავღანეთი და მოდლობა მოგვიხადა ავღანეთისთვის.
აქედან ეტყობა - რომ აშშ-ს პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ, ანუ ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს, არც რუსების ინტერესებს, არც საქართველოს, ჩვენ ვართ პრო-ამერიკული ორიენტაციის ქვეყანა.
აშშ-ს უნდა ჩვენთან ბაზები და ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში.
2 წლის უკან ბაიდენს თბილისში უამრავი შეხვდა - დროშებით და რავიცი, მაგრამ რა შეიცვალა ?
არაფერი. პირიქით ბაიდენი ეუბნება მიშას შეუშვი რუსეთი - ვტო-შიო. ასევე ჩვენს მოქალაქეებს არ უშვებენ ამერიკაში და რუსეთი და ამერიკა ვიზებს ამარტივებს და გააუქმებს მომავალში (ბაიდენმა მაგაზე კარგი იდეა-ო).
ნახეთ ასევე მშიშარა ევროპის პოზიცია - არავის არ გაუკრიტიკებია - არც დარბევა არც ოპოზიცია, რამე მაინც გაეკრიტიკებინა (ბოლოს და ბოლოს 50 ადამიანი დაიკარგა, ბევრი აწამეს, 4 გარდაიცვალა და უამრავი სავადმყოფოში მოხვდა)
ევროპა ჩუმად არის - რაში ვადარდებთ ერთი.
გახსოვთ 2008 წლის 1 სექტემბერი ? როცა ვიდექით გარეთ და ველოდეთ ევროპის მკაცრ გადაწყვეტილებებს რუსეთის მიმართ ?
და რა თქვა ევროპამ ? საქართველოს ვიზას გავუმარტივებო, და 2011 წლის 1 მარტიდან ვიზა გამარტივდა - ვითომ გამარტივდა, ეგეთ გამარტივებას რა უთხარი.
და ევროპა და რუსეთი 5 წლიან ვიზებზე გადადიან და მალე მაგასაც გააუქმებენ.
გამოიტანეთ დასკვნა თქვენ. საინტერესოა თქვენი აზრიც.
---------------------------------------------------
ტოტალიტარიზმი - ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც გამოიყენება ისეთი თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, რომლებშიც სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი საქმეების თითქმის ყველა ასპექტს.
ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ. არენდი, ზ. ბჟეზინსკი, კ. პოპერი, მ. ჰაიდეგერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.).
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%9B%E1%83%98