მაპატიეთ, თუ ახალი თემის გახსნით გაწუხებთ

მაგრამ ასეთი თემა ვერსად ვნახე

2-3 დღით მინდა ქალაქიდან გასვლა, განსატვირთავად, რატომღაც აბასთუმანი ავირჩიე და დავიტანჯე სასტუმროების ძებნაში, იქნებ მირჩიოთ, სად შეიძლება ჩავიდე, ან საკონტაქტო ინფორმაცია გქონდეს ვინმეს და მომწეროთ..
სასტუმრო "კაპა" რეკონსტრუქციას განიცდის და ჯერჯერობით არ ვმუშაობთო.
სასტუმრო "აბასთუმანი" (თინა ნათელაშვილს რომ ახსენებენ) როგორც გავიგე პირობები არაა მაინცადამაინც მომხიბლავი..
ობსერვატორიის სასტუმროს საკონტაქტო ნომრები კი ვერაფრით გავიგე, რომ ელემენტარულად გადავრეკო და გავარკვიო აქვთ თუ არა ნომრები, ტყუილად ხომ არ ჩავალ აბასთუმანში

მინდა რამე სასტუმრო, ნორმალური პირობებით, ცხელი წყლით, ოთახთან ინტეგრირებული სააბაზანოთი და ტუალეტით (საერთო რომ არ იყოს) და გათბობით.. კვება არაა აუცილებელი..
anything, but wrong..