შემოდგომაზე გამოსული ან გამოსასვლელი საინტერესო კინოები
მალე ეკრანებზე გამოდის გენიალური Stephen Frears-ის The Queen. ვინძორების ალბათ უკანასკნელ დედოფალზე. მის უდიდებულესობა ელიზავეტ 2-ს თამაშობს რუსი წარმოშობის ჩვენში საკმაოდ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენ (იელენა მირონოვა) .

The Science of Sleep

მთავარ როლებში, ჩვენში საკმაოდ გაპიარებული მექსიკელი Gael García Bernal და "იმათი შვილი" Charlotte Gainsbourg.
მარტოხელა მხატვარ სტეფანეს მოსაწყენი ცხოვრება აქვს სანამ შემთხვევით არ გაიცნობს თავის მეზობელ სტეფანიას.
"ბავშვური, სიურეალისტური, მრავალფერადოვანი" - მსოფლიო პრესა აღტაცებით ეხმაურება ამ ფილმს.
ეკრანს უბრუნდება ჰოლივუდის ალბათ ყველაზე სერიოზული ახალგაზრდა მსახიობი

იმედია ედუარდ ნორტონი გაგვახარებს თავის ახალი როლით, ცოტა უცნაურ ფილმში ილუზიონისტზე, რომელსაც უყვარდება არისტოკრატი ქალი 19 საუკუნის ვენაში, ქალი რომელიც უნდა ცოლად გაყვეს ავსტრო-უნგრეთის პრინცს.
უნგრული გარღვევა ეკრანებზე უწოდეს დიორდი პალფის (György Pálfi)

შოკირებადი, გულისამრევი და ამავდროს ფანტასტიკური კინემატოგრაფიული ნამუშევარი. დიორდი პალფს მტერი და მოყვარე არ დაკლებია. თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს რომ ტაქსიდერმია არის ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი აღმოსავლეთ ევროპიდან.

Hans-Christian Schmid-ის გულისშემძვრელი დრამა ეპილეფსიით დავადებულ სტუდენტ გოგონაზე, რომელიც იძულებულია შეწვიტოს სწავლა.
და ბოლოს დესერტად
მისი უდიდებულესობა დედოფლის აგენტი 007
სულ რაღაც 2 კვირაში
მსოფლიო პრემიერა
ლონდონში
-my name is Bond, James Bond

უყურეთ
Official SiteCasino Royaleგადატრიალება ბონდის ისტორიაში.
ციფერთვალება ქერა ბონდი Daniel Craig
(არადა აშკარად ჯობია ბროსნანსაც და კონერისაც, არაფერს ვამბობ დოლტონზე და მურზე)
და მისი ულამაზესი ბრუნეტკა Eva Green.
This post has been edited by highway on 29 Oct 2006, 17:32