დემონები: ვინ არიან ისინი?(ჯონ ფეივორსის წიგნიდან
"სულიერი მეომარი" )
ამბობენ, რომ ყველანაირი ბოროტება ეშმაკისგან მოდის. იმისათვის, რომ ბავშვები კარგად მოიქცნენ, მათ ხანდახან აშინებენ: "ცუდად თუ მოიქცევი გუდიანი კაცი წაგიყვანს!" ბავშვი იზრდება, "გუდიანი კაცი" ეშმაკად იქცევა, და შიში რჩება. ეშმაკები იმდენად რეალურნი არიან, რამდენადაც თქვენ გინდათ ეს. თუმცა თუ თქვენ არ აღიარებთ მათ ძალაუფლებას, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. შეშლილ ადამიანს თოკი გველად ეჩვენება და შესაბამისად მოქმედებს. ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ ეს თოკია და არ ეშინია. მსგავსად ამისა ჩვენ შევქმენით მრავალი ისეთი საგანი, რაც მხოლოდ იმიტომაა რეალური, რომ ჩვენ მივეცით ამის უფლება. ჩვენს ცხოვრებაში ის ჭარბობს, რაზეც ენერგიის კონცენტრირებას ვახდენთ. პირველხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალ სიტუაციას, რომელთაც სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვთ. და პირიქით, ცნობიერებიდან ვშლით ბევრ რაღაცას, რასაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს გვაჩვენებს, თუ როგორი ძლევამოსილია ჭკუა. თუ მას ნებას მივცემთ, შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩვენმა პირადმა დემონმა. თუ რაიმეს ჭკუით ვაღიარებთ, შესაბამისად მოქმედებაც გვიწევს. მაგალითად თუ ვინმე მეუბნება: "შენ ისე საძაგლად გამოიყურები, რომ ზიზღს იწვევ ჩემში!" - მე შემიძლია სხვადასხვაგვარად მოვიქცე. შემიძლია ეს სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღო და გავბრაზდე. შემიძლია შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადავუხადო. შემიძლია სარკეში ჩავიხედო და გავარკვიო, მართლა საძაგლად გამოვიყურები თუ არა. შემიძლია პლასტიკურ ქირურგს მივმართო. ან - უბრალოდ არ მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ ეს გამოწვევა მივიღო. თუ არ მივიღებ მას, არაფრის გაკეთება არ მომიწევს იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგო. არაფრის დამტკიცება არ მომიწევს და არ მომიწევს საკუთარი საქციელის რამენაირად შეცვლა. როგორც კი ჭკუასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ვიღებთ იმას, რასაც ჭკუა გვთავაზობს, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აზრებს, არამედ შესაბამის ემოციებს, ასოციაციებს და ქმედებებს. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, მთელ კომპლექტს ვიღებთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საშუალება, რომ ჭკუასთან აღარ გავაიგოვოთ საკუთარი თავი, აღარ უნდა ვიმოქმედოთ მისი ბრძანებებით, იმისათვის, რომ ყველანაირი სირთულე სულიერი ზრდისთვის გამოვიყენოთ.
არსებობს ნეგატიური გავლენის მრავალი ფორმა. ერთ-ერთი მათგანია - აზროფორმების საშუალებით მოქმედება. ყოველი აზრი, რომელსაც ამ პლანეტის მცხოვრებლები გამოვიმუშავებთ, გადადის ეთერში, ჰაერის ნატიფ ასპექტში. აზროფორმები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და გავლენას ახდენენ ინდივიდებზე და კოლექტივებზე. რაც უფრო ნეგატიურია აზროფორმები, მით უფრო სავალალოა მათი გავლენა. მსგავსი იზიდავს მსგავსს. ინდივიდუალური ცნობიერება ჯგუფური ხდება, რომელიც გამოვლინდება, როგორც ჩვენი პლანეტის კოლექტიური ცნობიერება.
ჩვენი ჭკუა შესაძლებელია მავნე არსებების საყუდარი გახდეს. სწორედ მათგან მოდის ძლივსშესამჩნევი ხმები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. სწორედ ისინი ელოდებიან, როდის იქნება ვინმეს ცნობიერება მათთან უნისონში. სწორედ ისინი არიან ის რისკის მოყვარულები, რომლებიც გვაიძულებენ საფრთხეში ჩავიგდოთ საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები. ესენი არიან არსებები ნატიფი სამყაროებიდან. მათ ხმაზე რეაგირება სამი საშუალებითაა შესაძლებელი: ვუარყოთ ისინი, როგორც არარსებულნი; მივიღოთ როგორც რეალობა და ამოვიგდოთ თავიდან რასაც გვეუბნებიან; და ბოლოს, მივიღოთ როგორც რეალობა და მოვიქცეთ იმის შესაბამისად, რასაც გვეუბნებიან. ქმედება განისაზღვრება ადამიანის მდგრადობით აზროფორმების გავლენისადმი. ნაკლებად მდგრადი ადამიანები, რომლებიც აძლევენ თავს ნეგატიურ ენერგიაზე გადაწყობის უფლებას, მათი ზეგავლენის ქვეშ იქნებიან. ხმები მათთვის რეალური ხდება და შედეგად მათ შეუძლიათ გიჟური ქმედებები ჩაიდინონ. ხოლო თუ ჩვენ ვუარყოფთ ნეგატიურ ინფორმაციას, ეს არსებები არათუ ვერ მოქმედებენ ჩვენზე, არც კი შეეცდებიან ჩვენთან მოახლოებას. ამიტომ ჩვენთვის ისინი აღარ წარმოადგენენ რეალობას.
უარყოფით ენერგიებთან კავშირში შესვლა შეიძლება ოკულტიზმის, მაგალითად სპირიტიზმის საშუალებით. სულების გამოძახება საშიშია, მაშინაც კი, თუ ეს ხუმრობის ან გართობის გამო ხდება, რადგან ქმედების ამ ფორმამ შეიძლება დემონური ენერგია მოიზიდოს. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპირიტულ და მსგავს სეანსებში, ხანდახან ნეგატიური არსებების გავლენას გრძნობენ და შეიძლება შეპყრობილებიც კი გახდნენ. სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სატანიზმს იყენებენ. ზოგიერთი მაღალი სამხედრო ჩინის პიროვნება ან ოლიგარქიის მაღალი საფეხურების წარმომადგენელი "სატანის ეკლესიაში" შედიან, მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია კი ეშმაკს ეთაყვანება.
ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთსაკუთარი თავი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც ჰაერში ტრიალებს. ადრე კეთილი და ბოროტი ძალები არ იკავებდნენ ერთი და იმავე სამყაროს. სულიერი საწყისი ადამიანში საკმარისად ძლიერი იყო, რათა სიკეთეს და ბოროტებას ცალცალკე ეარსებათ. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ცოდვით გაიჟღინთა და სიკეთემ და ბოროტებამ დაიწყო ერთად თანაარსებობა - არა მხოლოდ ერთ სამყაროში, არამედ მოგვიანებით ერთ ადამიანშიც. თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავში მოიცავს უმაღლეს და უმდაბლეს "მეს", და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ზოგიერთში მდაბალი "მე" დომინირებს და ისინი ცოდვებში იძირებიან, "მაღალი" მე იფარება ავხორცობით, ბრაზით და სიხარბით. ასეთი ადამიანები კარგავენ საკუთარი სხეულის ფლობის და მართვის უნარს. ისინი კარგავენ თავისუფლებას და ხდებიან სათამაშოები საკუთარი ჭკუის და გრძნობების ხელში. საჭიროა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ დამონების მიზეზები, რამეთუ ჩვენი ქმედებები ცხოვრებაში უშუალოდ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა გვემართება სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ.
სული სიკვდილის დროს და მას შემდეგსანამ ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ვისაუბრებთ, მოკლედ განვიხილოთ სიკვდილის პროცესი. ძველი ეგვიპტის კულტურაში, ანუ კემეტში, როგორც მას თავიდან უწოდებდნენ, სიკვდილისთვის მზადებას უზარმაზარ ყურადღებას უთმობდნენ, რადგან მთელი ცხოვრება - ეს არსით სიკვდილისთვის მზადებაა. სიკვდილის პროცესი დაწვრილებითაა გადმოცემული ეგვიპტურ "მკვდართა წიგნში". ძველი ეგვიპტელები სიკვდილის პროცესის საგულდაგულოდ დამუშავებულ და რთულ სისტემას იმიტომ კი არ აპრაქტიკებდნენ, რომ სიკვდილზე იყვნენ კონცენტრირებულნი, არამედ იმიტომ, რომ აცნობიერებდნენ სულის მარადიულობას და იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მის წინ მრავალფეროვანი შესაძლებლობები იშლება.
როცა სული სხეულს ტოვებს, იგი დაახლოებით 24 საათში მიდის გარკვეულ ადგილას, სადაც დაახლოებით ერთი მზიური წელიწადის განმავლობაში იყენებს შედარებით თავისუფალ მდგომარეობას. შემდეგ იგი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელსაც სიკვდილის ღმერთი ხელმძღვანელობს. სასამართლო გამოყოფს სასიკეთო საქმიანობას ცოდვითი საქმიანობისაგან და განსაზღვრავს - რას იმსახურებს სული შემდეგ ცხოვრებაში - სიმშვიდეს და ტკბობას, თუ სასჯელს. სულს შეუძლია დატკბეს ზეციურ პლანეტებზე, დაიტანჯოს ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, ან აღმოჩნდეს დედამიწის დონის საშუალო პლანეტარულ სისტემებზე, სადაც სიამოვნება და ტანჯვა დაახლოებით თანაბარია.
ზოგიერთ სულს ათასობით ცხოვრების გავლა მოუწევს, სანამ დედამიწის მსგავს პლანეტაზე დაიბადება. ეს დამოკიდებულია გარკვეულ კარმულ პირობებზე, მაგალითად მშობლებზე ან წინა ცხოვრების ადგილსამყოფელზე. სხვა მხრივ ზოგიერთ სულს იმდენი რამე აქვს გასაკეთებელი დედამიწის მსგავს პლანეტებზე, რომ მათ დაუყოვნებლივ უკან აბრუნებენ. ჩვენს დროში მრავალი სული უკვე ელოდება დედამიწაზე დაბრუნებას.
ამ მდგომარეობას ართულებს აბორტები. აბორტების რიცხვის გაზრდის პროპორციულად იზრდება იმ სულების რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ სხეულს, მაგრამ არ შეუძლიათ მათი მოპოვება. ამიტომ იზრდება მოლოდინის დრო, დედამიწაზე დაბადებამდე. რამდენადაც ასტრალური სამყარო გადატვირთულია, სუმარული ენერგია იღვრება აგზნებაში და გაღიზიანებაში, რომელიც "ბომბავს" დედამიწის მოსახლეობას და იწვევს ქაოსს ჩვენს პლანეტაზე.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ნუთუ არ შეიძლება საერთოდ ავიცილოთ თავიდან ეს სიკვდილისშემდგომი პროცედურები? შეიძლება. ზოგიერთ სულს მჭიდრო კავშირი აქვს უზენაესი ღმერთის წარმოგზავნილებთან - როგორც შეძლებულ ადამიანს ყავს გავლენიანი და კომპეტენტური ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს სასამართლოზე. თუ ასეთი შუამდგომელი, მაგალითად სულიერი მოძღვარი (გურუ), სულიერად საკმარისად წინწასულია, სულს შეუძლია თავიდან აიცილოს კარმიული სასამართლოს წინაშე წარდგომა. ეს როგორც წესი ხდება იმ შემთხვევებში, როცა სული დაკავშირებულია ტრანსცენდენტულ სისტემასთან და აღარაა მიჯაჭვული მატერიალურ სამყაროზე.
იესოც და სხვებიც ხაზს უსვამდნენ, რომ საჭიროა ვიყოთ ამქვეყნად, მაგრამ არ ვიყოთ ამ ქვეყნიდან. ახლა თქვენ იმყოფებით მატერიალურ სხეულში, მაგრამ თუ გააცნობიერებთ, რომ ეს სხეული მხოლოდ გარსია, აღარ ჩავარდებით ილუზიაში, აღარ გააიგივებთ საკუთარ თავს სხეულთან და არ მიეჯაჭვებით მას. ამგვარად როცა სხეულს დატოვებთ, არ მოგიწევთ მატერიალური მიჯაჭვულობების გადამუშავება. სინამდვილეში ღმერთი არც გვსჯის და არც გვაჯილდოვებს. ის უბრალოდ ქმნის სიტუაციას, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ ის, რაზეც კონცენტრირებული იყავით ცხოვრების განმავლობაში. თუ თქვენი საქმიანობა მიმდინარეობს უხეშ დონეზე, ისევე როგორც ცხოველებში, შემდეგ ცხოვრებაში ამისთის უფრო შესაფერის სხეულს მიიღებთ. თუ მიდრეკილება გაქვთ ადამიანების ექსპლუატაციისკენ, მაშინ აღმოჩნდებით იმ პირობებში, სადაც თქვენ ექსპლუატირებას მოახდენენ. თუ თქვენ კონცენტრირებული ხართ ღვთაებრივზე, სულიერზე და ტრანსცენდენტულზე, თქვენი სხეული მოიპოვებს სულიერების თვისებას და დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სულიერ სამყაროს.
ჯოჯოხეთური პლანეტებიბევრ თქვენთაგანს გსმენიათ ალბათ, ქადაგებები, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანები ცოდვილი ცხოვრების გამო სამუდამოდ დაიტანჯებიან ჯოჯოხეთის სიღრმეებში. ამ კონცეფციამ შეიძლება პროტესტი გამოიწვიოს ღმერთის მიმართ, რომელმაც თითქოს გაწირა თავისი შვილები, თავისი ნაწილაკები მარადიული ტანჯვისათვის. სასჯელი, თავისი განსაზღვრებით განწმენდის საშუალებაა და არა განადგურების. ჩვენ განვსჯიდით ისეთ მშობლებს, რომლებიც მოკლავდნენ თავის ბავშვს მცირე ან თუნდაც დიდი დანაშაულისთვის. რატომ ვიღებთ ეჭვის გარეშე ასეთ მკაცრ სიყვარულის ღმერთს? ღმერთს უზომოდ მოსიყვარულე ბუნება აქვს და წარმოდგენა ჯოჯოხეთის შესახებ, რომელშიც მარადიულად დავიტანჯებით, შეუძლებელია რომ ჭეშმარიტი იყოს. ეს არასწორია იმ შემთხვევაშიც, თუ ჩავთვლით, რომ ჯოჯოხეთს ეშმაკი მართავს. ნუთუ ეშმაკი ღმერთზე ძლიერია? და ღმერთს არ შეუძლია კავშირი დაამყაროს სულთან, რომელიც ჯოჯოხეთშია? ჯოჯოხეთის კონცეფცია გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მის შესახებ მიღებული წარმოდგენაა. იგი დაფუძნებულია ყოველი სულის ინდივიდუალურ დასჯაზე. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ცოდნით შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია მაქსიმალურად შორს დაიჭიროს თავი ჯოჯოხეთისგან. ბავშვი შეიძლება დადებითი მაგალითებით წავახალისოთ სწორი ქმედებებისკენ. გარდა ამისა, თუ ბავშვი გაიგებს, როგორი იქნება მისი ცუდი საქციელის შედეგები, ის უფრო დაფიქრებულად და ყურადღებით იმოქმედებს. სწორედ ასევე ცოდნამ ჯოჯოხეთის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს აუცილებელი შიშის გრძნობა და ღვთაებრივისკენ წარმართოს ადამიანი.
არსებობს ასობით და ათასობით ჯოჯოხეთური პლანეტა, რომლის მონახულებაც შეიძლება სულს მოუხდეს. თუმცა რაღაც მხრივ ისინი რეალურნი არიან, მათი არსებობა, ადამიანის ცნობიერებითაა განპირობებული. სინამდვილეში ჯოჯოხეთი - ეს მენტალური კონცეფციაა, ხოლო სულის კონკრეტული განცდები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯოჯოხეთის გამოცდილება დამოკიდებულია კულტურაზე და რელიგიაზე, რომელსაც ინდივიდი ეკუთვნის, მის მსოფლმხედველობაზე და ცნობიერებაზე. რა თქმა უნდა ეს გამოცდილება განისაზღვრება ადამიანის ცოდვილობის დონით - მისი ცოდვილი ქმედებების ტიპით, ხარისხით და სიმძიმით. ცხოველებისთვის ჯოჯოხეთი არ არსებობს. იმდენად, რამდენადაც ცხოველი პასუხს არ აგებს თავის ქმედებებზე, მისი ცნობიერება ავტომატურად გადადის შემდეგ ეტაპზე. ამგვარად ცხოველი გადადის სხეულიდან სხეულში, სანამ ადამიანის საფეხურს არ მიაღწევს. პასუხისმგებლობა სწორედ ამ საფეხურზე ჩნდება, რომელზეც რაციონალურ ინტელექტს თვითრეალიზაცია შეუძლია. მხოლოდ ადამიანებად ყოფნისას შეგვიძლია გავიგოთ, რას ნიშნავს ღვთისმსახურება. ადამიანური სხეული - "სხეულია ხსნისათვის", რადგანაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გაწყვიტოს დაბადება-სიკვდილის ჯაჭვი და მოიპოვოს მარადიული ნეტარება სულიერ სამყაროში. თუმცაღა ჩვენ საქმეთა შესაბამისად შეიძლება ვერ გადავურჩეთ ჯოჯოხეთის სასჯელს. ეს ჩვენს ცნობიერებაზეა დამოკიდებული.
ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ჩვენი სურვილები ჩვენი უბოროტესი მტრები ხდებიან. ისინი თავს გვესხმიან, გვტანჯავენ და საბოლოოდ გვანგრეენ, რადგანაც მათი დაკმაყოფილება შეუძლებელია. ყოველი ჯოჯოხეთური პლანეტა ამა თუ იმ ცოდვითი საქმიანობის შესაბამისადა არის მოწყობილი...
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილი სულები განუწყვეტელ ტანჯვას განიცდიან, ეს ტანჯვა მარადიული არაა. ღმერთი არ უშვებს გმარადიულ ტანჯვას, იმიტომ რომ ამით შეუძლებელია მიზნის მიღწევა - ადამიანის გამოსწორება. როცა სული სასჯელს იხდის, ის გრძნობს, თითქოს ეს ტანჯვა მარადიულად გაგრძელდება. ჯოჯოხეთში ყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ შთაბეჭდილებები ღრმა კვალს ტოვებენ ცნობიერებაში და სულმა, რომელმაც სასჯელი გაიარა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე შეცდომები შემდეგ ცხოვრებაშიც დაუშვას.
ხანდახან ასეთი შთაბეჭდილებები უშუალო გავლენას ახდენენ აწმყო ცხოვრებაზე. კოშმარული სიზმრები ხშირად ჯოჯოხეთზე ყოფნის მოგონებებია. ზოგიერთ ადამიანს მყარი ფობიები აქვს, რომლის ფესვებიც წინა ცხოვრებებში უნდა ვეძებოთ. მომაკვდავები ხშირად ხედავენ ჯოჯოხეთურ არსებებს და ისეთ შიშს განიცდიან, რომ უნებლიე შარდვა აქვთ და საშველად უხმობენ ახლობლებს. ეს ხდება იმიტომ, რომ სული, სხეულთან გაყრისას, პირველ სიკვდილისშემდგომ გამოცდილებას იღებს: ან ჯოჯოხეთიდან წარმოგზავნილები მიათრევენ მას ქვედა პლანეტებზე (თუ ადამიანი ცოდვილი იყო), ან (თუ ადამიანი სწორად ცხოვრობდა) სინათლის ანგელოზებს მიჰყავთ იგი ან ზეციურ პლანეტებზე, ან სულიერ სამყაროში.
ჯოჯოხეთი ზეცაშიჯოჯოხეთურ პლანეტებზე, რომლებსაც მიწისქვეშა ზეციურ პლანეტებს უწოდებენ, ტანჯვა არაა. მაშინ რატომ მივაკუთვნებთ მათ ჯოჯოხეთურს? განსაზღვრებით ჯოჯოხეთი - ეს ის გარემოა, სადაც არ არსებობს წარმოდგენა ღმერთის შესახებ. დედამიწის ქვემოთა ჯოჯოხეთურ პლანეტებზე გრძნობითი სიამოვნებების და ტკბობის სული მეფობს - თანაც უფრო მეტად, ვიდრე სამოთხისეულ პლანეტებზე. მაგრამ იქ თითქმის არაა ან საერთოდ არაა ცოდნა ღმერთის შესახებ. ამ პლანეტებზე განსაზღვრული ტიპის სულები იტანჯებიან. იქ ყოფნა შინაპატიმრობას მოგვაგონებს: გარემო თითქოს სასიამოვნოა, მაგრამ სული საკუთარი სურვილების ტყვეობაშია დამწყვდეული. საკუთარ სურვილებს ემსახურება და არა ღმერთს. მცდელობა იმისა, რომ ვემსახუროთ სხეულს, გრძნობებს და ჭკუას, და არა ღმერთს, ყოველთვის სავალალოდ მთავრდება.
ჯოჯოხეთური პლანეტების აღწერილობა შეიძლება საკმაოდ ხელოვნური მოგვეჩვენოს, მაგრამ ვინც იქ ხვდება, მათთვის ეს რეალობა ხდება. ადამიანისთვის, რომელიც უმაღლეს ცნობიერებას ფლობს, ჯოჯოხეთი არ არსებობს. ყოველ ჩვენგანს შეუძლია მიზნად აირჩიოს ან ერთი, ან რომელიმე სხვა რეალობა. ჩვენი ენერგიის კონცენტრაცია ღმერთისკენ უნდა მივმართოთ და ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია - ღმერთის მსახურება უნდა განვახორციელოთ. შიში - ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ სიყვარულის ძალა ყველაფერს ფარავს ამ პლანეტაზე. ჩვენი ცნობიერების ამაღლებით შეგვიძლია შევუერთდეთ ყველანაირი სიყვარულის წყაროს და განვახორციელოთ ჩვენი დანიშნულება ამ მატერიალურ სამყაროში.
This post has been edited by cinemamu on 25 Jul 2010, 19:43