"ერთადერთი, სადაც ჩემი თავი და მონაწილეობის აზრი დავინახე, ეროვნული მოძრაობის განახლებაა. იმ ლიდერებიდან, ვინც რეალურად ასოცირდება ეროვნულ მოძრაობასთან და ცნობის მოტანა არ სჭირდება, რომელ წელს სად იდგა, ცოცხალი ძალიან ცოტაა დარჩენილი. თუმცა, რამდენიმე ადამიანის დასახელება მაინც შეიძლება, ვთქვათ, ირაკლი ბათიაშვილი" - ეს განცხადება ირინა სარიშვილმა აქციის დარბევიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. თუ რის ან ვის იმედად აპირებს ახალი მოძრაობის დაწყებას ირინა სარაშვილი და როგორ იქნება ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ამის გასარკვევად პარტია "იმედის" თავმჯდომერეს ირინა სარიშვილს დავუკავშირდით:
- ეროვნული მოძრაობის განახლების აზრამდე იმ ფასეულობათა რღვევამ მიმიმყვანა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი მაინცდამაინც არც ოპოზიციას ანაღვლებს ("ოპოზიციური რვიანი" მყავს მხედველობაში). ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, უბრალოდ, ჩემს პარტიას ამიერიდან ასე მოვიხსენიებ - "იმედი - ნამდვილი ეროვნულ-დემოკრატები". ეს მოძრაობა უნდა გახდეს კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის ხელისშემშლელი ძალა, ხოლო კონკრეტული მოვლენებისთვის - ხელისშემწყობი.
- დამოუკიდებელ სახელმწიფოში ეროვნული მოძრაობის დაწყება ცოტა უცნაური ხომ არის?- მე არ ვთლი, რომ საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენი ქვეყანა აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკამ და რუსეთმა შუაზე გაიყვეს. ამაში მათ სააკაშვილი დაეხმარა. რუსეთმა რა ტერიტორიებიც მიითვისა ეს ყველამ იცით (კოდორი, ახალგორი) ამერიკას დანარჩენი ტერიტორია ერგო, რომელსაც ძირითადად სამხედრო ბაზებისთვის გამოიყენებს, თანაც ამ ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ნატოშიც არ შეგვიყვანს. ეს კიდევ არაფერია, ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვირღვიოს ის სულიერი ფასეულობები, რომელთა შესანარჩუნებლადაც გვჭირდებოდა დამოუკიდებლოდა.
- ფასეულობათა რღვევაში რას გულისხმობთ?- აქ არის საუბარი მთელს სისტემაზე, ტრადიციულ შეხედულებებზე, რამაც ჩვენ მოგვიყვანა თავის დროზე ეროვნულ მოძრაობაში. ახლა მთავარია, ეს პრობლემა წამოვწიოთ წინა პლანზე, თორემ სააკაშვილის შეცვლა ქვეყანაში ბევრს არაფერს შეცვლის. ადვილი შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი გახდეს პიროვნება (თუნდაც "ოპოზიციური რვაინიდან"), რომელიც სააკაშვილივით ჰალსტუხს არ შეჭამს, მაგრამ იგივე იდეოლოგიის გამტარებელი იქნება.
- კონკრეტულად რას გააკეთებთ ეროვნული ღირებულებების გადასარჩენად?- მოძრაობას ხელისუფლების ყველა მიუღებელ ნაბიჯზე სერიოზული რეაქცია ექნება, რაც, ალბათ, შეხვედრებითაც და ქუჩის აქციებითაც გამოიხატება. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა დაისვას განათლების რეფორმის საკითხი, რომელიც ხელსუფლებასა და "რვიანს" საკმაოდ წარმატებულად მიაჩნიათ. დღევანდელი განათლების სამინისტრო მომავალი თაობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სერიოზული გეგმაა შესამუშავებელი იმისთვის, რომ განათლებაში დაშვებული შეცდომები როგორმე გამოსწორდეს. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარებაში, პროფესიონალებთან ერთად, ეკლესიმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ისე, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოძრაობამ ცალკეული ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ აქციებშიც მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით ევროპის ქვეყნებში მოქმედ ანტიგლობალისტურ ორგანიზაციებს და მათ გამოცდილებასაც გავიზიარებთ. ასეთი ტიპის მოძრაობა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
- ფიქრობთ, რომ თქვენ თუ დააყენებთ განათლების რეფორმის გადახედვის საკითხს, ხელისუფლება ამას მაშინვე გაითვალისწინებს?- ამის ილუზია ნამდვილად არ გვაქვს. ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი ბავშვების დაღუპვას და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც ამ გეგმის განხორციელებაში ხელს შეუშლის. ასევე დაგეგმილი პოლიტიკაა ის, რასაც ეკლესიის მიმართ ახორციელებენ და არა უბრალოდ მავნებლობა. ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებას იდეოლოგიურად შევამზადებთ ამ არაეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
- ქალბატონო ირინა, როგორ ფიქრობთ,Yშევარდნაძის ხელისუფლება ეროვნული იყო?- კომუნისტებიდან დაწყებული დღემდე, ეროვნული ხელისუფლება საქართველოში ჯერ არ ყოფილა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში არ იყნვნენ პატრიოტები. სხვათა შორის, არც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო ეროვნული. კრემლმა, საქართველოს მსგავსად, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დაუგო მახე: "მრგვალი მაგიდა" თავადაც არ იყო მზად ხელისუფლებაში მოსვლისთვის. მოულოდნელმა გამარჯვებამ ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაბნევა და მთლიანად მოძრაობის დისკრედიტაცია გამოიწვია. დღეს ჩვენ უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
- შევარნაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეროვნულ საქმედ მიგაჩნდათ?- პოლიტიკოსი იმის მიხედვით კი არ უნდა განისაჯოს, თუ რომელ ხელისუფლებაშია, არამედ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ის. შეგახსნებთ, რომ სხვებისგან განსხვავებით, შევარდნაძის ხელისუფლებაში მხოლოდ თვენახევარი ვიყავი. ვიცე-პრემიერის პოსტი, პროტესტის ნიშნად მაშინვე დავტოვე, როგორც კი ესენგეში გავწევრიანდით.
- როდესაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მტრის - შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანას დაუჭირეთ მხარი რას ფიქრობდით?- ძალიან მაოცებს პიარის ძალა, რომელსაც შეუძლია, სხვა პოლიტიკოსის მიერ გუშინ დაშვებული შეცდომა გადაავიწყოს ადამიანს და 10 წლის წინანდელი მოქმედება გახადოს მნიშვნელოვანი. შევარნაძის ჩამოსვლას ჩვენ იმიტომ ვუჭერდით მხარს, რომ გვეგონა მისი სახელი საქართველოს იზოლაციისგან იხსნიდა. ვაღიარებ, რომ შევცდით, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ შევარდნაძე რაც არ უნდა გამოცდილი პოლიტიკოსი ყოფილიყო, ის არასდროს ყოფილა პირველი კაცი, ანუ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები პიროვნება. შაბოლოოდ, ამ კაცმა საკუთარი თავის სასარგებლოდაც კი ვერ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლება გვყავს.
- თვენს ინიციატივას - ეროვნული მოძრაობის შექმნის შესახებ, მხარდამჭერები თუ ჰყავს?- ჯერ არც ერთი პარტია გამოგვხმაურებია, თუმცა ჩემს იდეას საკმაოდ სერიოზული რეაქცია მოჰყვა ინტელგინციის წრეებში.
- ირაკლი ბათიაშვილმა, რომელსაც თქვენს მოძრაობაში მოიაზრებთ, მითხრა, რომ თქვენი იდეის შესახებ არაფერი იცის.
- მე უბრალოდ მოვიაზრე, ისე ჯერ იმის საფუძველი და უფლება არ მაქვს, რომ კონკრეტული ადამიანები ჩამოვთვალო. მომავალი გვიჩვენებს, ვინ მოინდომებს ფასეულობათა გადასარჩენად შექმნილ მოძრაობასთან თანამშრომლობას.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...li-partiaq.html------------
Hello Irinajan
Bye Irinajan
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ