* * *
კლუბის ლოგოები:1888 - 1949
1949 - 2002
2002 წლიდან
2011/12 სეზონში(დაარსებიდან 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით)
სტადიონ(ებ)ი: (
1913 - 2006)
ჰაიბერი (Highbury)
(
2006 წლიდან )
ემირეითს სთეიდიუმი (The Emirates Stadium)
ახალი სტადიონის აშენება უმთავრეს და ძალიან საჭირო მოვლენად იქცა ”არსენალის” თანამედროვე ცხოვრებაში. დღეს ”ემირეითსი” უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი, კარგი, თანამედროვე და ტევადი სტადიონია მთელ მსოფლიოში. ინგლისში იგი გულშემატკივართა ტევადობით მხოლოდ ”მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონს, ”ოლდ ტრაფორდს” ჩამორჩება. ფინანსური, წარმომადგენლობითი, მორალური და ეთნიკური მხრივ ახალი სტადიონის აშენება ურთულესი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამოცანა იყო. თუმცა მასთან გამკლავება არაჩვეულებრივად მოხერხდა.
90-იანი წლების დასაწყისისთვის ”არსენალის” მაშინდელი სტადიონი, ჰაიბერი ფაქტიურად ”მოძველდა”. პირველ რიგში დადგა გულშემატკივართა ტევადობის პრობლემა, ეს პრობლემა გუნდსაც აწუხებდა, ვინაიდან სტადიონზე მხოლოდდამხოლოდ 38 419 კაცი ეტეოდა. ყველა დანარჩენ დიდ ევროპულ გუნდს, ”არსენალთან” შედარებით გაცილებით დიდი სტადიონები ჰქონდათ. ”მეთოფეთა” გულშემატკივრებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ სასეზონო აბონიმენტი, ფაქტიურად შეუძლებელი იყო მატჩზე მოხვედრა. აბონიმენტის ყიდვაც კი ძნელი იყო. 1998/99 და 1999/00 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჩატარება ”არსენალს” ”უემბლიზე” მოუწია ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო. ახალი სტადიონის აშენების აუცილებლობამ სერიოზულად შეაჩერა არსენალის კიდევ უფრო განვითარება. თუმცა სტადიონის მშენებლობა მაინც დაიწყო.
”ჰაიბერის” გარემონტება და მასზე რესტავრაციის ჩატარება წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ტრიბუნა ლონდონის მთავარ გზაზე გადის, რომელიც ხელშეუხებელია.
ამიტომ საჭირო იყო ახალი ადგილის მოძებნა მშენებლობის დასაწყებად. ლონდონში ხომ ძალიან კარგი მიწებია. ახალი ”უემბლის” არენდით აღების იდეამაც გაიელვა, ისევე როგორც ”ტოტენჰემის” სტადიონის ”არსენალის” საშინაო სტადიონად გადაქცევამაც, ანუ ”მეთოფეები” და ”მამლები” ერთ სტადიონზე გამართავდნენ საშინაო მატჩებს, თუმცა იდეა იდეადვე დარჩა. საბოლოოდ გამოსავალიც იპოვეს და გენიალური გადაწყვეტილებაც მიიღეს.
”ჰაიბერიდან” სულ რაღაც ნახევარი კილომეტრის დაშორებით არის სამრეწველო რაიონი, ისლინგტონი. ლონდონის ამ ნაწილს ჰაიბერი და ისლინგტონი ჰქვია. ამ რაიონში იყო სხვადასხვა პატარ-პატარა საწარმოები. მათთან მოლაპარაკების დაწყება და სხვა ადგილზე გადასვლაზე თანხმობა ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი იყო, რადგან დიდ ფულთან იყო დაკავშირებული, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ ადგილზე, რომელიც ”ეშბერტონ გროუს” სახელს ატარებდა, დაიგეგმა ”არსენალის” ახალი სტადიონის აშენება.
მთელი პროექტი 470 მილიონი ფუნტი დაჯდა. აქედან 260 საბანკო კრედიტის სახით იქნა აღებული. მთავარი კრედიტორი ამ საქმეში ”Royal Bank of Scotland" გახლდათ. დანარჩენი 210 მილიონი კი ობლიგაციების რეალიზაციაში მიიღეს. პროექტის განხორციელებაზე კომპანია НОК Sport მუშაობდა, მშენებლობას კომპანია Buro Happold აწარმოებდა, მთავარი ინჟინერი კი სერ რობერტ მაკალნაინი იყო.
სტადიონი ოფიციალურად 2006 წლის 22 ივლისს გაიხსნა. იგი პრინცმა ფილიპემ გახსნა. ელიზაბეტ მეორის მეუღლემ. თავად დედოფალმა კი გუნდი მოგვიანებით ყველასათვის კარგად ნაცნობ ბუკინგემ პალასში მიიღო.
საბოლოოდ სტადიონმა შესანიშნავი ფორმა მიიღო. მისი გულშემატკივართა ტევადობა გათვლილია 60 335 კაცზე, ”ემირეითსზე” არინს ინგლისში ყველაზე დიდი მოედანი (113 х 76 მ) და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გაზონი. იმისთვის რათა საფარმა დიდი რაოდენობით ჰაერი მიიღოს, ტრიბუნები უფრო დაშორებულია მოედანს, ვიდრე ჩვეულებრივ საფეხბურთო სტადიონზეა. სტადიონის კუთხეებში ჩადაბლებები არის გაკეთებული. ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დიდი ეკრანია დამონტაჟებული.
ახლა კი უშუალოდ სახელწოდებაზე გადავიდეთ. თავდაპირველად სტადიონზე სურდათ მისი გეოგრაფიული მდებარეობის სახელი ”ეშბერტონ გროუ” დაერქვათ. თუმცა შემდეგ გამოჩნდა შესანიშნავი ვარიანტი სახელთან დაკავშირებით არცისე ცუდი თანხის სანაცვლოდ, რომელსაც კლუბს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავია კომპანია Fly Emirates სთავაზობდა. სტადიონს საბოლოოდ ”ემირეითს სტადიონი” (Emirates Stadium) დაერქვა. ავიაკომპანიის სახელი ფეხბურთელთა მაისურებსაც დაამშვენებს. საბოლოოდ შეთანხმება 100 მილიონი ფუნტი დაჯდა. შეთანხმება არ ეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, როდესაც არსენალის სტადიონს ჩვეულებრივ "Arsenal Stadium" ეწოდება და ასევე გულშემატკივრებსაც, რომლებიც სტადიონს დღესაც ”ეშბერტონ გროუს” ან უბრალოდ ”გროუს” უწოდებენ.
ემირეითსზე ჩატარებულმა პირველივე სეზონმა სარგებელი მოიტანა. ბილეთები პირველ სეზონში 32-დან 94 ფუნტამდე ღირდა მიუხედავად ადგილისა და მატჩისა. აბონიმენტი ღირდა 885-დან 1825 ფუნტამდე ჩვეულებრივ სექტორზე, (26 646 ქვედა ადგილები დ 24 425 ზედა) და 2500-დან 4750 ფუნტამდე ღირდა ეგრეთწოდებული ”კლუბური დონე”, ასევე არის 150 ლოჟა, რომელიც წელიწადში 60 ათასი ჯდება და ასევე არის ”ბრილიანტის კლუბიც”, რომლისთვისაც გულშემატკივარს 25 ათასი ფუნტის გადახდა უწევს, თუმცა იქ ყველაფერი არაჩვეულებრივია.
”ემირეითსის” სტადიონის ადგილზე, ისევე როგორც მის ირგვლივ თავისუფალ ტერიტორიაზე შესაძლებელია 2000-ზე მეტი სახლის აშენება.

(სტადიონზე ინფორმაცია თარგმნა
GoGol1-მა)
კლუბის სათამაშო ფორმა 2010/11
სტატისტიკა და რეკორდები არსენალის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რეკორდი
დევიდ ო'ლირის ეკუთვნის, რომელმაც 1975-1993 წლებში 722 მატჩი ჩაატარა არსენალის ძირითად შემადგენლობაში. ცენტრალური მცველი და არსენალის ყოფილი კაპიტანი
ტონი ადამსი ამ სიაში მეორეა 669 ჩატარებული მატჩით. მეკარეებს შორის რეკორდი კი
დევიდ სიმანის ხელთაა 563 ჩატარებული მატჩით.
ტიერი ანრი კლუბის საუკეთესო გოლიადორია 1999-2007 წლების განმავლობაში, ყველა ტურნირში დაგროვებული 226 გატანილი გოლით, რომელმაც 2005 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა
იან რაითის 185 ბურთიანი რეკორდი. რაითი რეკორდსმენთა სათავეში იყო 1997 წლის სექტემბრიდან, როდესაც მან გაუსწრო უინგერ
კლიფ ბასტინის მიერ 1939 წელს დამყარებულ რეკორდს - ჯამში 178 გოლს. ანრის ასევე ეკუთვნის კლუბის რეკორდი პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებისა, რომელიც ჯამში 174-ა. ეს რეკორდი, რომელიც 2006 წლის თებერვლამდე ეკუთვნოდა ბასტინს.
არსენალის რეკორდი გულშემატკივრისა არის 73,707, რომლებიც მივიდნენ 1998 წლის 25 ნოებერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე RC Lens-ის წინააღმდეგ უემბლის სტადიონზე. ხოლო ჰაიბერი სთეიდიუმზე გულშემატკივართა მისვლის რეკორდი არის 73,295, 1935 წლის 9 მარტს სანდერლენდთან მატჩში, რომელიც დასრულდა ნულოვანი ფრით. ხოლო რეკორდი ემირეითს სთეიდიუმზე არის 60,161 მაყურებელი, რომლებიც 2007 წლის 3 ნოემბერს გამოცხადნენ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩზე, რომელიც დასრულდა ფრედ 2-2.
არსენალმა ასევე დაამყარა რეკორდები ინგლისურ ფეხბურთშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი თანმიმდევრული სეზონი უმაღლეს სრბოლაში გატარებული (82 2008-09 სეზონის მონაცემებით) და ყველაზე დიდი წაუგებელი სერია (49 მატჩი 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ოქტომბრამდე). მათ დაუმარცხებლად ჩაატარეს 38-ვე თამაში 2003-2004 წლების სეზონისა, რომელმაც არსენალი აქცია მხოლოდ მეორე კლუბად ინგლისში Preston North End-ის შემდეგ (რომელმაც მხოლოდ 22 თამაში მოიგო 1888-89 წლებში), რომელმაც შეძლო სეზონის წაუგებლად ჩატარება.
არსენალმა ასევე შეძლო რეკორდის დამყარება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, 2005-06 წლების სეზონში მეთოფეებმა ჩაატარეს 10 თამაში ზედიზედ, რომლებშიც მათ არ მიუღიათ გოლი საკუთარ კარში, ამ შედეგით არსენალმა აჯობა A.C. Milan-ს, რომლის რეკორდიც იყო მხოლოდ 7 მატჩი. ეს იყო ჯამში 995 წუთიანი რეკორდი, რომლის განმავლობაშიც მეტოქემ ვერ მოახერხა მეთოფეთა კარის აღება. ეს აღმაფრენა დასრულდა ფინალურ მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ, როდესაც სამუელ ეტო'ო-მ გაათანაბრა ანგარიში 76-ე წუთზე.
კლუბის მიღწევები:პრემიერლიგა/პირველი დივიზიონი - 13 ტიტული:2004, 2002, 1998, 1991, 1989, 1971, 1953, 1948, 1938, 1935, 1934, 1933, 1931.
ასოციაციის თასი - 10 ტიტული:2005 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 5-4 პენალტების სერიაში (ნულოვანი ფრის შემდეგ)
2003 დაამარცხა საუთჰემპტონი 1-0
2002 დაამარცხა ჩელსი 2-0
1998 დაამარცხა ნიუკასლ იუნაიტედი 2-0
1993 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1
1979 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-2
1971 დაამარცხა ლივერპული 2-1
1950 დაამარცხა ლივერპული 2-0
1936 დაამარცხა შეფილდ იუნაიტედი 1-0
1930 დაამარცხა ჰადერსფილდ თაუნი 2-0
ინგლისის ლიგის თასი - 2 ტიტული:1993 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1
1987 დაამარცხა ლივერპული 2-1
Charity Shields and Community Shields - 12 ტიტული:2004 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-1
2002 დაამარცხა ლივერპული 1-0
1999 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 2-1
1998 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-0
1991 ფრე ტოტენჰემ ჰოთსპურთან 0-0 (საერთო)
1953 დაამარცხა ბლექპული 3-1
1948 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 4-3
1938 დაამარცხა პრესტონ ნორს ენდი 2-1
1934 დაამარცხა მანჩესტერ სიტი 4-0
1933 დაამარცხა ევერტონი3-0
1931 დაამარცხა ვესთ ბრომვიჩ ალბიონი 1-0
1930 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1
საერთაშორისო საქალაქო ფეარ თასი - 1 ტიტული:1970 დაამარცხა ანდერლეხტი 4-3 ორი მატჩის ჯამში
ევროპის თასების მფლობელთა თასი - 1 ტიტული:1994 დაამარცხა პარმა 1-0
ასოციაციის ახალგაზრდული თასი 62001 დაამარცხა ბლექბერნ როვერსი 6-3 ორი მატჩის ჯამში
2000 დაამარცხა ქოვენთრი სიტი 5-1 ორი მატჩის ჯამში
1994 დაამარცხა მილუოლი 5-3 ორი მატჩის ჯამში
1988 დაამარცხა დონკასტერ როვერსი 6-1 ორი მატჩის ჯამში
1971 დაამარცხა კარდიფ სიტი 2-0 ორი მატჩის ჯამში
1966 დაამარცხა სანდერლენდი 5-3 ორი მატჩის ჯამში
მწვრთნელები: