| mepar VeritasForYou
 
  
 
        ჯგუფი: Members
 წერილები: 12227
 წევრი No.: 108151
 რეგისტრ.: 2-January 10
 
 
   | #25816338 · 4 Jun 2011, 16:12  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! მეც ისევე როგორც თქვენ ამ ცირკის მონაწილე და მაყურებელიც ვარ.  ალბათ იკითხავთ, რატომ სასაცილო? ჩემის აზრით ეს მიამიტური კითხვაა, მიამიტურია თუკი თქვენც, ისევე როგორც მე,  ხართ მოწმე  მიშას  და  და გრიშას წარმოდეგნების;   თუკი მოწმე ხართ "სინგაპურული" სასწაულის; თუკი მოწმე ხართ როგორ იწრთობა ქართული "დემოკრატია", თუკი მოწმე ხართ  "მშვიდობიანი აქციის" დროშის ტარებით,   თუკი მოწმე ხართ განუმეორებელი პსევდო-ინტელექტუალიზმის,  თუკი მოწმე ხართ "მიშარასტების" და   "ჟოპოზიციის" კამათის... ამის მერე კიდევ  კითხულობთ  რატომაა სასაცილო საქართველო??   დარწმუნებული ვარ რომ არა, მაგრამ პირადად მე  მომბეზრდა ეს რამოდენიმე წლიანი დაუსრულებელი იუმორისტული სკეტჩი ისევე  როგორც მომბეზრდა ე.შენგელაის "ცისფერი მთების" ყურება მეათასეჯერ.
 საქართველოში  ერთგვარი იდეოლოგიური კონტრასტი ჩამოაყალიბდა  ხელისუფლების მხარდაჭერ (მიშარასტებსა) და  მათ მოწინააღმდეგე (ჟოპოზიციას) შორის. ეს კონტრასტი იმდენად რადიკალურია რომ მათ შორის გაშუალებულ წევრებს არ ინდობს, ან უნდა იყო ერთი, ან მეორე მესამე სეგმენტი  რომელიც ცდილობს ამ ბარდებში სიმართლის გამორჩევას ორივესთვის მიუღებელია. მიუღებელია ხელისუფლებისთვის რადგან სისტემაში მომუშავე ადამიანს ყველაფერი უნდა მოწონდეს,  მას კრიტიკის უფლება არ აქვს.. გაუბედავ კრიტიკას მარტო  სუფრაზე მეგობრების წრეში თუ წამოაცდენ, ისიც გამოუდეგარს,  ისეთივე გამოუდეგარს როგორც  "ჭიქის ძმაკაცობა".
 ასევე მიღებელია ოპოზიციურად მოაზორვნე ხალხისთვის რადგან თუნდაც მცირე პოზიტივის დანახვა ხელისუფლების ქმედებებში უმალვე აღიქმება როგორც არაიდენტურობა  მის მსოფლხედეველობასთან, არ იანტერესებს შენი არგუმენტები, არ იანტერესებს რა  გაუკეთებია ხელისუფლებას ეგრევე მოგახლის "შენც მიშისტი ხარ!" და ეს მისი არაადექვატური, პსევდო- ინტელექტულიზმი იმდენად გამაღიზინებელი ხდება რომ მის ჯიბრზე მხოლოდ იმ საღამოს მართლა გინდა " მიშისტი" გახდე ოღონდ მისი კრეტინიზმით გაერთო.
 
 მოდით განვიხილოთ ორივე მხარე... ჩავიხედოთ ორივეს სასაცილო ტვინში.
 
 ხელისუფლების მხარდამჭერთა ზოგადი ფსიქოტიპის ჩამოყალიბებმადე  მიმჩნია რომ უნდა გამოვყოთ ცალკე სისტემაში მომუშავე ადამიანები. ეს უკანასნელნი მიმაჩნია რომ არ არიან მოსახარში "მიშარასტთა"ქვაბში. მახსენდება ერთი მეგობრის  სიტყვა "ნეტა ეხლა 400$ სამსახური მქონდეს და ჩემთვის დემოკრატიაც აშენებულია და ქვეყანაცო!". თუ გავითვალისნებთ მასობრივ უმუშევრობას, იყო დღეს დასაქმებული  ნამდვილი პრივილეგიაა  და ნუ მოვთხოვთ ამ ხალხს ინდვიდულიზმის გამოვლინებას და კრიტიკულ აზროვენებას  რადგან მათ მდგომარებაში მსგავსი საქციელი  ნამდვილი სისულელე იქნება.
 მაგრამ ცალკე ფენომენია სისტემასთან არ მიბმული მიშას  ფანკლუბი... საოცარია, მაგრამ ეს ფენომენი ახალი არაა. საქართველოში, "იზმობა" და "ისტობა" ჯერ კიდევ კომუნისტებმა შეგვაჩვიეს რომელიც დამოუკიდებლობის პირველ წლებში ზვიადიზმით მოგვევლინა  შემდეგ   ბიძია-ბაბუა შევარდნაზემ კი გადაგვაჩვია ამ დაავდადებას რადგან მისი სისტემა იმდენად მყრალი იყო რომ ყველზე დიდი კრეტინიც ვერ დაიჩემებდა "ედუარდისტობას" ამიტომ მის მმართველობის წლებში დროებითი ამნისტია გვქონდა ამ ვირუსისგან, მაგრამ   "კეთილმა" მიშამ გაგვიხსნა  ძველი იარები და "ისტობამ" ახალი   ძალებით იფეთქა."ნეომიშიზმი" თავის საფუძვლებში  ძალიან გავს კომუნიზმს.  ისევე როგორ გავს მთლიად ნაციონალისტების პროპაგანდა ძველ სკოლას, დღესაც  ჩანს ევროკავშირი ჰორიზონტზე (კომუნიზმის მსგავსად), დღესაც ხელისუფლება იშველიებს რაღაც ციფრებს  შესრულებული გეგმების რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, და მეზობელი სოფელი კოლექტივის დროშას ვერ წაგვართმევს.
 ახალი "მიშისტიც"    ძალიან გავს ძველ კომსომოლს, მხოლოდ მცირედი განსვებებია დეტალებში და ატრიბუიტკაში, თუ ადრე  კომუნიზმი  გარეგნობაშიც აისახებოდა წითელი ბაფთებით, ძია ლენინის მედლებით, მსგავსი მარაზმებისგან " მიშისტები" თავისუფალია სხვა მხრივ კი სტილი დაცულია:   დაყვადრება მხოლოდ პოზიტივის; შედარება ძველ ჩაბნელებულ  თბილისთან;   დამარცხებული ქურდები;  მოწესრიგებული  პოლიცია(დეტალებს თუ ჩაეკითხებით მაგათზეც აქვთ პასუხი, ვერ ჩაჭრი);  გაზრდილი ბიუჯეტი (ნეტა ვის რაში ადგია მაგრამ მაინც ციფრი თვალს უხარია); გაუმობესებული ბიზნეს გარემო (თუ გადასახადებს იხდი არავინ არაფერს გახევსო ასე გამიგია )... ეს არის  ის არასრული ჩამონათვალი  მათი  არგუმენტების რომელსაც დებატებში იყენებენ...
 კაცმა რო თქვას ეს არგუმენტები მთლად ციდან მოტანილი არაა ისევე როგორც  მთლად მოგონილი არ იყო კომუნისტური კეთილდღეობა, მაგრამ  აი სისტემის სიღრმერში რომ ჩაიხედავ სიმყრალესაც სწორედ მაშინ იგრძნობ: ელექტრონერგია გვაქვს, მაგრამ რა ფასად?  პოლიცია და სახელწმიფო ისტიტუტები შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ  რამდენეჯერ გავილახეთ  მაგათი ხელიდან? სადასახადო სისტემა აიწყო,  მაგრამ  ბიზნეს გარემო არ გაუმჯობესებულა მწირი სამომამხარებლო ბაზარის და ნეპოტიზმის გამო.  თუ თქვენ კონკურენტს უკეთესი კავშირები აქვს  ზარალს და ბანკის ვალებს  ვერ უახვალთ.... კორუფციული  მონოპოლია იმპორტში  მხოლოდ იმ თამაშის წესებს გვკანრანობს ბიზნესში როგორიც ვიღაცას უნდა (აბა ცადეთ შემოიტანეთ ქვეყნისთვის საკმარისი ბენზინი, ხორცი, შაქარი, ქათმის ბარკლები დამოუკიდებლად თქვენი არხით, მე ნაძლევს ჩამოავალ რომ ტერმინალს ვერ  გამოცდება თქვენი პროდუქტი)... პრობლემები უამრავია მაგრამ "მიშისტს"არ აღელვებს ეს დეტალები, რაგდან  მას დასამშვიდებლად   შევარდნაძის  საშინელება აქვს, "იმას ხომ ჯობია??!" ___ რავიცი,  ჯობია?
 
 მეორე მხარეს კი გვყავს ოპიზიციურად განწყობილი საზოგადოება (ჟოპოები) აქ საზოგადოების სპექტრი გაცილებით მრავალფეროვანია.  ჩემი დაკვირვებით  აქ სახელზე გვაქვს სამი კატეგორია:
 1.ინტელექტუალები__ ეს არის საზოგადოება რომლის უკმაყოფილება დაფუნძებულია პრობლემების გააზრებაზე, მათი არგუმენტები საფუძვლიანია და ინფორმაციული;
 2. უმუშევრად დარჩენილები__ ეს არის სეგმენტი რომელიც ან რეფორმებმა იმსხვეპლა ან უბრლოდ ვერ პოულობს სამსახურს რიგი მიზეზების გამო, მათი ოპოზიცინერობა პირობითია და იმ ჩემი მეგობრის არ იყოს 400$ სამსახური წამალივით უმკუნრალებს  ვითომ "ოპოობისგან";
 3.  ანზორამ თქვა_ ეს არის განსაკუთრებული კატეგორია ოპოზიციონერების რომლებსაც არც ესმის არც სახელწიფოს დანიშნულების, არც პოლიტიკის ლოგიკის, არც ეკონომიკის, მათი პოლიტიკური კულტურა და განათლება დეკარტის კორდინატთა სისტემაში  0 ვერ აცდება. მათ პრობმლემებზე ისე აქვთ შექმენილი წარმოდეგნა,  რომ არც დამატკიცბელ არგუმენტებს და წყაროებს არ ითხოვენ. მათთვის საკმარისია  "ანზორამ   თქვა"(აბა ანზორა ხომ არ მომატყუებდა??!), მათთან კამათი აკრძალულია ნერვებისთვის, ვერაფერს გააგებინებთ, რადგან უფრო დიდი "წყაროსგან" აქვთ მიღებული ინფორმაცია, ბოლო-ბოლო "ანზორამ უთხრა" და შენ ვინ ხარ?
 
 "ინტელექტულების" არგუმენტები საფუძვლიანია:  ქვეყანას გააჩნია როგორც პოლიტიკურ -ინსტიტუციური ისე ეკონომიკური პრობლემები ამასთან უამრავი მაგალითი გვაქვს ძალადობის და არადექვატურობის,   ფაქტად არსებული სოციალური სტაგნაცია, ხალხის მდგომარება არ უმჯობესდება და და ბოლოს, ყველაზე მთავარი არგუმენტი ეს არის  გადატანილი ომი და სრული უპერსპექტივობა ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის... ამ არგუმეტებს ძნელია რაიმე დაუპირისპირო და როცა  ამ ჩამონათვალს ვწერ ერთი წამით მეც ვიფიქრე  თურმე  მეც "ოპო" ვყოფილვარ! მაგრამ   მედლის მეორე მხარე უფრო მაშინებს...
 
 მეორე მხარე კი არის ცალმხირვობა და  ასევე  მწარე არა ადექვატურობა... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ "მიშისტთან"  კრიტიკული და კონტსტრუქციაული დებატები უფრო შესაძლებელია თან ისე რომ მან  სტიგმა არ მოგაწეპოს ვიდრე  ოპოზიციონერთან.  ამ უკანსკენლისთვის ქვეყანში არაფერი არ კეთდება,  და მისი არგუმენები სიღრმეში საბოოლოოდ   ისეთივე პსევდო-ინტელექტულიზმსკენ მიდის, როგორც "ანზორამ უთხრა" კატეგორიის   "ოპოების"... განსაკუთრებით სასაცილოა  მათი ჯიუტი '"არ მჯერა"  არგუმენტები, თუ ოპოზიციონერს "აზნორას"  ნათქვამის დასაჯერებლად არც ვიდეო-აუდიო მასალა  დაჭივებია,  გაუმართლებელი სკეპტიციზმი ზოგჯერ მათ კომიკურ სიტუაციაში აგდებთ... მაშინ როცა ვერც ერთი მათგანი ვერ ერკვევა მონტაჟის, სპეცექტების ტექნოლოგიებში, მასალა სადაც აშკარად ჩანს  უნამუსობა   ეს მათვის უპირობოდ არის "ვანო პიკჩერსის" მონაჩმახი რომელიც რეალურად არ მომხდარა... ან თუ დაუშვეს რომ ეს მართლა მოხდა და ამ ფაქტს ვერ უგულებელყოფს, მაინც ჩემდა სამწუხაროდ მისი კრიტიკული აზროვნება შეგნებულად ჩლუნგდება და ამ საზიზღრობაზე რეაგირებას  შეგნებულად არ ახდენს  არც გონებირვად და არც ფიზიკურად.   მიზეზი??__ მიზეზი კი ის არის რომ ოღონდ "მიშას არ ვასიამოვნოთ" მერე რა თუ იარაღი ამოუღეს რომელირაც პარტიას? მერე რა თუ ვიღაცა  "ერთ სპიჩკას ჩააგდებს საარჩვენო ყუთში (ვ. გელბახიანი)  მერე რა თუ  ვიღაც  მცველების დაძინებას აპირებს  (ბ. პატარკაციშვილი) მერე რა  თუ ვიღაცა რუსეთის  ჩინოვნიკს უპატაკებს დ.ს.თ დან გასვლა არ გასვლის საკითხს(დ. ბერძენიშვილი) მერე რა თუ ვიღაცას  გადატრიალება უნდა? მთავარია მიშა! ის არის საერთო მტერი! სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა!!"
 კიდევ ერთი უაღრესად სასაცილო ფაქტი რაზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადრება ეს არის  "მიშიზმის" არაპოპულარულობა მიუხედავდ იმისა რომ  ყველა ეგზიტპოლებით მიშა ლიდერობს (ნუ რა თქმა გაყალბებულია). კერძო საუბრებში საკმაოდ რთული აღმოსაჩენია "მიშისტი" რადგან  "ოპოებისგან"  უპირიობდ აღიქმება როგორც უნამუსობა ან  გონებასუსტობა, პსევდო- ინტელქტუაულური უპრატესობით დალხენილ "ოპოებს" სამწუხაროდ მართლა გონიათ რომ  100% უმრავლესობაში არიან, არადა ვერც ამჩნევენ იმ ფაქტს რომ  ამის მიზეზი სწორედ ეს სტიგამტიზაციაა რომელსაც ყველა ნორმალური ადამიანი ერიდება.
 
 
 უკანასკნელ დღეებში  საქართველომ კიდევ ერთხელ ჩააფლავა გამოცდა... ხალხი მოთმინებით ელოდა იმ უმსგავოსობას რაც ტელევიზიის წინ ხდებოდა არც ერთმა ხმა არ აიმაღლა, რას ელოდენენ როცა დროშის ტარებით  ლეწავდნენ  მანქანებს?? მაგრამ ყველა გაიტრუნა, იქნება და მართლა რამე მოხდეს? იქნება და მიშა გადავარდეს? ნეტა როგორ?? ზოგიერთმა იფიქრა რომ  რუსეთი თუ დააგვირგვინებდა ამათ დაწყებულ საქმეს, მაგრამ მაინც გაჩუმდა  იმიტომ რომ  იქნებ  ესეც ჯობდესო, საბოლოოდ მოხდა რაც მოხდა, ხელისუფლებამ იგრძნო მორალური უპრატესობა ამ ბრძოლაში მომიტინეგეები უსასტიკესად  დაარბია ისე რომ  მსხვერპლიც მოხდა....
 
 შერხვენილი  "მიშარასტები" და "ჟოპოები" ერთმენთს აბრალებენ  მომხდარ მსხვეპლს,  მაგრამ რაც ყველაზე მთავარია არანაირი დასკვნები არ გამოგვაქვს.
 
 საქართველოში არსეობობს მწარე ტრადიცია   უფროსი და უმცროსი შვილების  განსხვავების, თითქოს უფროს მეტი მოეთხოვება და უმცროსი მაშინაც მართალია თუკი   რამე დააშავა რადგან ის უფროსია და არ უნდა შეეშალოს, საბოლოოდ  ვიღებთ უფროსი შვილის დაუმორჩილებლობას და უმცროსის თავხედობას...
 
 იქნებ სწორედ ამიტომ არ გამოდიან ახალი ლიდერები რომ ყველაფერს თავის სახელი  არც ერთხელ დავარქვით?
 
 მეოცე საუკუნის ყველაზე დიდმა გენიოსმა ა. აინშტაინმა ერთხელ თქვა:" ქვეყნად არსეობობს უსასრულო სამყარო და უსასრულო სისულელე!"  მე მიხარია რომ საქართველო ამ სისულელის ნაწილია  მე მიხარია რომ მეც  მასთან ერთად სულელი ვარ მაგრამ აღარ მეცინება   მის სისულელეზე...
 
 მოკითხვა სასაცილო საქართველოდან!
 
 
 გმადლობთ ყურადღებისთვის
 ავტორი ი.მ.
 
 This post has been edited by mepar on 4 Jun 2011, 17:00
 
 --------------------
 
 ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
 |