რძე იმედია აადუღეტ ხომ?ტუ არ აიჭრა მაშინ არაფერი გაქვს დასამდური

პირის ღრუში გამონაყარი,სტომატიტის ნიშანია:
სტომატიტი გამომწვევის მიხედვით იყოფა შემდეგ ფორმებად:
1. ტრავმული__ გამოწვეული პირის ღრუს დამწვრობით ან ჭრილობით.
2. სიმპტომური___ გამოვლინდება გულსისხლძაღვთა, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული და სხვა სისტემების დაზიანებით.
3. ინფექციური__ გრიპით ან დიფტერიით გამოწვეული
4. სპეციფიკური___ გამოწვეული სოკოვანი დაავდებით, ტუბერკულოზით, მოწამვლით.
ცალკე გამოყოფენ სტომატიტს, რომელიც ვითარდება სტომატოლოგიური პრობლემებით, ამ უკანასკნელში კი იგულისხმება პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა.
კლინიკური გამოვლინების მიხედვით კი გამოყოფენ სტომატიტის 3 სახესხვაობას:
• კატარული
• წყლულოვანი
• აფტოზური
კატარული სტომატიტის დროს პირის ღრუში აღინიშნება ლორწოვანის ჰიპერემია, თეთრი ან მოყვითალო ნადები, ჰიპერსალივაცია. შესაძლებელია გამოვლინდეს ღრძილებიდან სისხლის დენა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში.
მკურნალობა პირველ რიგში მიმართული უნდა იქნეს გამომწვევის წინააღმდეგ და ამასთანავე პირის ღრუს ლორწოვანს ამუშავებენ ანტისეპტიკებით მაგ: 0,05%-იანი ქლორჰექსიდინით. ასევე შეიძლება გამოიყენოთ 5% -იანი ამინოკაპრონმჟავა.
ეფექტურია ასევე გვირილის და კალენდულას ნაყენი პირის ღრუში გამოსავლებად. აუცილებელია დიეტაც. 5-10 დღე უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, უეფექტობის შემთხვევაში მიზეზი უნდა ვეძებოთ საჭმლის მომნელებელი ან სხვა სისტემის დაზიანებაში
წყლულოვანი ფორმის დროს გამოვლინდება ტემპერატურული რეაქცია დაახლოებით 37,5; თავის თკივილი, სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება. საკვების მიღებისას ძლიერი ტკივილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას სჯობს ექიმს მიმართოთ შემდგომი გამოკვლევის მიზნით.
აფტოზური სტომატიტის დროს პირის ღრუს ლორწოვანზე გამოვლინდება აფტოზური უბნები, ეს არის ოვალური ფორმის, მკვეთრად ჰიპერემიული ქობით შემოსაზღვრული ცენტრში მოყვითალო ნადებით. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს აუცილებლად.
ოჯახურ პირობებში გაგიჭირდებათ ალბათ დაავადების გამომწვევის და მისი ფორმის დადგენა, სჯობს ექიმს მიმართოთ, რომ არ მოხდეს პროცესის გაქრონიკულება. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებზე გადადებას___ სჯობს სტომატიტით დაავადებულს საკუთარი ნივთები და ჭურჭელი ჰქონდეს საკვებად. აცრა სტომატიტზე ___ ასეთი რამ ცნობილი არ არის ჩვენთვის სამწუხაროდ