წარმოადგენს ჩენი სურვილების ჩამონათვალს.
პიროვნული ზრდის ტრენინგებზე ერთ-ერთი დავალება არის ასეთი;
1 მონაწილეები აყალიბებენ , იწერენ სურვილებს.
2 შემდეგ მიდის სურვილების კორექცია
3 დიდ თეთრ ფურცელზე ანტავსებენ თავიანთი სურვილების სიმბოლოებს ( ჟურნალებიდან, გაზეთებიდან ამოჭრილ სურათებს, სლოგანებს, ან ინტერნეტიდან მოპოვებულ ამობეჭდილ სურატს )
4 ამ შედეგს ეწ wishlists ანტავსებენ მათთვის კომფორტულ ადგილას ( ყველას ტავისი ვიშლისტი უნდა ჰქონდეს თავისთავად) . სასურველია იყოს სახლში , საძინებელში ისე განტავსებული რომ გაღვიძებისას ადამიანს არ უჭირდეს მედიტაცია ამ ვიშლისტზე.
რაში გვჭირდება ეს? მიზნების მიღწევაში, სურვილების ახდენაში.
აუცილებელი არ არის ეს ხდებოდეს ჯგუფში ან სადმე სპეციალურ ადგილას. შეგვიძლია მოვკალათდეთ სახლში მშვიდად და დავიწყოთ პირველი პუნქტით.
პუნქტი 1 : რა გვინდა ჩვენ ( რა მინდა მე )
ცალსახად ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია ( ზოგჯერ ადვილია ). როგორც წესი გაგვაჩნია ვითომ ბევრი სურვილი . ესეც გვინდა, ისიც გვინდა მაგრამ სინამდვილეშI დაკონკრეტება ხშირად ხდება პრობლემატური. ხო და პირველ ეტაპზე ვწერთ ყველაფერს რაც გვინდოდა გაგვახსენდა.
პუნქტი 2: კორექტირება.
შეიძლება იმ დღესვე , შეიძლება რამოდენიმე დღის განმავლობაში ვახდენთ სურვილების კორექტირებას. ანუ რომ ვწერთ : მე მინდა 7 სართულიანი სახლი : უნდა დავფიქრდეთ მართლა გვინდა შენობანაგებობა რომელიც არ გამოგვადგება მთლიანად, მოგვივა გადასახადი და აშ და აშ. ან კი გვიღირს ეს 7 სართულიანი სახლი. ვიკვლევთ ყოველივე სურვილის მიზეზ-შედეგს. ვცდილობ მაქსიმალურად ზუსტად ჩამოვაყალიბოთ, დეტალურად თუ რა გვინდა და როგორ გვინდა. კორექციას ვატარებთ მანამ სანამ არ მივხვიდებით : ეს ჩამონათვალი ზუსტია. იქნება ეს მომენტი და შემდეგ ტავს ვანებებთ ნუსხას. პს. ნამდვილად უნდა გვინდოდეს და "გვჭირდებოდეს" ეს სურვილი. იფიქრეთ ამაზე.
პუნქტი 3 : სიმბოლოები
წინა პუნქტში გაგვიჩნდა უკვე ის რაც გვინდა იმის კვინტესენცია სიტყვებში ასახული . შემდეგ ვიღებთ ა3 ფორმატის ქაღალდს ( არც ისეთი პატარაა და არც ისეთი დიდი). თუ კი დარჩა რამე ძველი ჟურნალი სახლში კარგია ამოჭრით ყველანაირ სურათს რომელიც მოგეწონებათ ( როგორც წესი ინტუიცია გაძლევთ ზუსტად იმ სურათებს "მაკრატელში" გასატარებლად რომლებიც შემდეგში გამოგადგებათ ). იყოს ბევრი სურათი ( არჩევანზე, რაოდენობაზეც დაგეტყობათ თქვენი პრობლემა , ჟინი და მიდგომა სურვილების ახდენისადმი ). შემდეგ კი რომ გექნებათ ბევრი სურათი დასხდებით და დაფიქრდებით თქვენი სურვილი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს. დავუშვათ მე ეხლა ამ წამს მომივიდა ასეთი რამ : მე მინდა ვიმღერო ოპერა ლა სკალა ს დარბაზში. ცემთვის ეს გამოიყურება როგორც სცენა განათებული მასზე დგას ლამაზად დრაპირებული ტუმბო და ტუმბოზე დევს დიდი ლამაზი ვარდი. ( აღიარება + წარმატება +ადგილი+ სიამოვნება ). ახდენთ დეტალურ ვიზუალიზაციას თქვენი სურვილის. სხვათაშორის ამ ეტაპზე არის დიდი ალბათობა იმის რომ თქვენ გამორიცხავთ რომელიმე სურვილს ( მიხვდებით რომ არ გინდათ არ გჭირდებათ ამ რაღაცის ახდება ) და პირიქით გაგიჩნდებათ ახალი რამ.
ანთავსებთ ამ სიმბოლოებს ( ამოჭრილ სურათებს ) ფურცელზე ( დააწებაVთ თუ ორმაგი სკოჩით მიამაგრებთ სულ ერთია , უბრალოდ სასურველია რომ თქვენი სურათი-სიმბოლო ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს ). განთავსებასაც აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ფურცელზე ვიცით ზოგჯერ სად არის ფურცლის ( იკითხეთ ჩვენი ცხოვრების ) წარსული, აწმყო, მომავალი. სად არის "კარგი" ადგილი და "ცუდი" და მრავალი სხვა მახასიათებელი ნიშანი. განათავსეთ სიმბოლოები თქვენთვის კომფორტული და ლოგიკური ქრონოლოგიით , მიმართულებით.
პუნქტი 4: ვიშლისტის განთავსება ოტახში.
სასურველია იქ სადაც იძინებთ იქ ეკიდოს ეს ვიშლისტი. სამსახურშიც შეიძლება მაგრამ არასასურველია ბევრმა ადამიანმა ( უცხომ ) ნახოს ეს "ფურცელი". ზედმეტი შეკითხვები, ზოგჯერ სარკაზმი და მრავალი სხვა ცუდი თუ კარგი რეაქცია გარე სამყაროდან არასასურველია უბრალოდ . ისე არაფერი მოხდება თუ ნახავენ თქვენს ვიშლისტს.
ხო და თუ შეგიძლიათ საძინებელში კომფორტულ ადგილას ანთავსებთ და დილით გაღვიძებისთანავე რამოდენიმე წუთის განმავლობაში მედიტირებთ ამ სურათზე. კერძოდ კი : ათვალიერებთ ყურადღებით და იხსენებთ ყოველივე სურვილს დაწვრილებით.
------------------------
როგორც კი პროცესი დაიწყება ( სურვილების ახდენა ) და თუ კი იგრძნობთ რომ ეს ამიხდა ისე როგორც თქვენ გინდათ გააფორმებთ ამ ვიშლისტს ( ანუ ან მოხსნით იმ ახდენილ სიმბოლოს, ან რაღაცნაირად გამოყოფთ, ან გადახაზავთ ). თქვენზე არის დამოკიდებული ის თუ როგორ მოაშორებთ ახდენილ სურვილს იმ ფურცლიდან . ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან რესურსი ( ფსიქიკური ) არ დაიხარჯოს უკვე ახდენილ რამეზე ( იქ ფურცელზე ხომ იქნება დარჩენილი სიმბოლოები ) .
პს. მე ჯერ ვიყიდე რვეული და პასტები ( ფერადი

) . ჯერ კიდევ არ დამიწყია სურვილების ჩაწერა მაგრამ ვაპირებ.
პპს. აგრეთვე იდეა: ვირტუალური ვიშლისტის გაკეთება შეგვიძლია აქ

. თუ კი არ არის საიდუმლო ვწერთ სურვილს და შემდეგ ვაფორმებთ თქვენთვის შესაბამისი მედია მასალით. ავტორი აკეთებს ამას ( ანუ სურვილის ავტორი ) და დანარჩენებს შეგვიძLია ვკითხოთ თუ რა არის ეს სურვილი, როდიდან მოდის და თავისტავას ვუსურვოთ ახდენა ამ სურვილის.
* * *

მინდა დავამატო ის რომ... პასუხისმგებლობა მოგემატებათ იმაზე რაც აგიხდათ. ეს იქნება თქვენი ხელით, სულით, ფსიქიკით გაჩენილი და ინსპირირებული ( პირიქით თანმიმდევრულად ) რამ და შესაბამისი საფასური უფლება/მოვალეობა/პასუხისმგებლობა სახით ექნება ამ ყველაფერს. არ გაშინებთ უბრალოდ აუცილებელია ამის გათვალისწინება.