ახალი ML-ის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე თვეში უნდა მოხდეს. ოფიციალური ცნობით, მანქანა ზომაში გაიზარდა - სიგრძეში 24მმ-ით, სიგანეში 16მმ-ით. შესაბამისად სალონში უფრო მეტი ადგილია. თუმცა თვლების ბაზა იგივე დარჩა.
ძრავების გამაც შეიცალა. საბაზო გახლავთ 2.1 მოცულობის 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავი 204ც/ძ-ით და 500ნ/მ მაბრუნებელი მომენტით (250 Bluetech). ასევე არის დიზელის სხვა ვარიანტიც 3.0 ლიტრი მოცულობის 258ც/ძ და 619ნ/მ მაბრუნებელი მომენტით (350 Bluetech). ბენზინის ჯერჯერობით ML 350-ია 3.5 ლიტრი მოცულობით და 306ც/ძ-ით-370ნ/მ (350 BlueEfficiency). ასევე, წინასწარი ცნობით იქნება 5.5 მოცულობის (388ც/ძ) და ML 63 AMG ვერსიაც, 6.3 ლიტრიანი 510ც/ძ-იანი აგრეგატით.
ძრავის მოცულობის მიუხედავად, ყველა მოდელი აღიჭურვება 7 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და სრული ამძრაობით. გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელია, ახალი ML-ი აღიჭურვება ყველა თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაცვის სისტემებით, მათ შორის საგზაო ნიშნების ამომცნობი, ღამის ხედვის სისტემა, აქტიური კრუიზ კონტორლი ავტომატური მუხრუჭით, ავტომატური პარკირება და სხვა.








P.S. ცოტა Ssang Yung-ისთვის რო არ დაემსგავსებინათ კაი იქნებოდა.
This post has been edited by L3VANI on 8 Jun 2011, 11:40