ეს ადამიანი XX საუკუნის ლეგენდა გახდა

ადამიანი რომელიც იყო უდიდესი დიქტატორის ფავორიტი
ადამიანი რომელსაც სასწაულებრივად გამოსდიოდა დიდებული სპორტული ავტოები და ვერანაირად ვერ მოახერხა კარგი ტანკის შექმნა.
ის თვლიდა რომ სწორედ ავტოსპორტია ტექნიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა. მსოფლიო რეიტინგებით ერთდროულად მისი ორი ქმნილება Porsche 911 და Volkswagen Beetle შევიდნენ მსოფლიო ხუთეულში - ასწლეულის ავტომობილები, ხოლო თვითონ მას მიენიჭა საუკუნის ინჟინრის ტიტული.
დიახ მისი სახელია ფერდინანდ პორშე.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უდიდესი გერმანელი ავტოკონსტრუქტორი ფერდინანდ პორშე 1875 წლის 3 სექტემბერს დაიბადა არა გერმანიაში, არამედ მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე. ქალაქ მაფერსდორფში (ახლანდელი ლიბერეცი, ჩეხეთი).

მამას - ანტონ პორშეს ჰქონდა მცირე სარემონტო სახელოსნო სადაც ფერდინანდმა მუშაობა დაიწყო 15 წლის ასაკში თუმცა დიდად არ აინტერესებდა მეთუნუქეობა. ერთხელ მეზობელ ქალაქში მან შუქი დაინახა. ელექტრო ენერიგიას აწარმოებდნენ მცირე ხალიჩების ფაბრიკის მოსამარაგებლად მასზე ელექტროენერგიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფაბრიკის დირექტორმა კი ელექტროობის მოქმედების პრინციპები აუხსნა დაინტერესებულ ფერდინანდს. სახლში დაბრუნების მერე მან დაიწყო ექსპერიმენტები მჟავებზე და ბატარეებზე. მისი დაინტერესა და გატაცება იმ დონემდე მივიდა რომ 1893 წელს მისი სახლს მთლიანად თავის მიერ შექმნილი გენერატორით ანათებდა. მაგ დროისთვის მისი სახლის გარდა მთელ ქალაქში ერთადერთი ადგილი სადაც ელ. ენერგია ჰქონდათ იყო ქალაქის ბურგომისტრის სახლი.
თავისი შრომითი კარიერა მან დაიწყო მამამისის ფირმაში და იყო მეთუნუქის შეგირდი თუმცა ყველასთვის ნათელი იყო რომ ამ ბიჭს გაცილებით მეტი შეეძლო. გასაკვირი არცაა რომ ფერდინანდი მიემგზავრება ვენაში და იწყებს სიარულს ტექნიკურ უნივერსიტეტში სადაც ესწრება ლექციებს. ამასთანავე იწყებს მუშაობას მცირე საწარმოში რომელიც დაკავებული ელ.ძრავების კონსტრუირებით. თავიდან მას არ ანდობდნენ არაფერს, პირველი რაც გააკეთებინეს - დაალაგებინეს საწარმო. თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა.
უკვე 1898 წელს მას სამუშოაზე იყვანს კომპანია Lohner და პორშე თავის თავზე იღებს რამოდენიმე მაშტაბურ პროექტზე მუშაობას. და ასე 1900 წელს პარიზის ავტოსალონზე წარმოდგენლი იქნა სადემონსტრაციოდ ავტომობილი, რომელიც უსწრებდა დროს. საუბარია ავტომობილზე სახელწოდებით Lohner-Porsche, რომელიც იყო ელექტრომობილი!

ამასთან ელექტრო ძრავები მოთავსებული იყო წინა სტუპიცებში და ეს 1900 წელს! ამიტომ გასაკვირი არცაა რომ 25-წლის ისტორიის მქონე ფირმის პირმშო აღიარეს გამოფენის საუკეთესო ავტომობილად. ამავე 1900 წელს პორშემ გაუკეთა მოდერნიზება თავის ქმნილებას და აღჭურვა ბენზინის ძრავითაც. ფაქტიურად პორშემ შექმნა მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი! ამის შემდეგ დაიწყო პორშეს კარიერის სწრაფი აღმასვლა. 1906 წლეს პორშე ხდება Austro-Daimler-ის ტექნიკური დირექტორი. სულ რაღაც 31 წლის ასაკში ის ხდება პასუხისმგებელი უზარმაზარი საავტომობილო ფირმის მთელ სამოდელო რიგზე.
ამ პერიოდში ფერდინანდი ჭეშმარიტად ბედნიერი იყო. ქონდა საყვარელი სამუშაო, ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრეთა კოლექტივი, რაც წარმატების გარანტი იყო ახალი მანქანების შესაქმნელად. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა - 1903 წელს ის დაქორწინდა ალოზია კეისზე რომელსაც 2 წელზე მეტი ხვდებოდა. მალე ახალგაზრდა წყვილს ეყოლა გოგონა რომელსაც ლუიზა დარქვეს. ხოლო 6 წლის მერე ეყოლათ ბიჭი რომელსაც მამის პატივსაცემად ფერდინანდი დაარქვეს.

სახელები ერთმანეთში რომ არ არეოდათ პატარას ფერის ეძახდენენ - მოგვიანებით ეს სახელიც ცნობილი გახდება პუბლიკისთვის და შვილი წარმატებით გააგრძელებს მამის საქმეებს.
მას მერე რა ფერდინანდი გახდა Austro-Daimler-ის ხელმძღვანელი ნათელი გახდა რომ ინჟინერს უფრო მეტად სარბოლო ავტომობილები აინტერესებდა.

ის აწყობს დიდი რაოდენობით სპორტულ მანქანებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სწრაფები ხდებიან და მოაქვთ ახალი გამარჯვებები. თუ 1909 წელს პრინც ჰენრიხის პრიზის შეჯიბრზე ფერდინანდის ავტომობილმა მე-2 ადგილი დაიკავა უკვე მომდევნო წელს Austro-Daimler-ის გუნდმა იზეიმა აბსოლუტური გამარჯვება - მათ მისაკუთრეს პირველი სამი საპრიზო ადგილი, ამასთან ამ რბოლაზე კონსტრუქტორმა თავი გამოიჩინა ასევე როგორც პილოტმა. პირველ მანქანას თვით პორშე მართავდა! კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ამ რბოლაზე პორშესთან მექანიკოსად მუშაობდა ახალგაზრდა იოსები, რომელიც მალე ცნობილი გახდა როგორც იუგოსლავიის მმართველი - იოსებ ბროზ ტიტო.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე პორშე გადაბარგდა ავსტრიიდან შტუტგარტში სადაც უკვე გახდა მთლიანად კონცერნ Daimler-ის დირქტორი. აქ ის ქმნის ავტომობილებს რომლებმაც წარმატება მოუტანეს Mercedes-სს. სწორედ მის მიერ შეიქმნა საქვეყნოდ ცნობილი კომპრესორიანი მერსედესები SS და SSK გასული საუკუნის 20-იან წლებში.

1926 წელს კომპანია გაერთიანდა სხვა გერანულ ავტომწარმოებელთან და შეიქმნა Daimler-Benz. პორშე ცდილობდა დაერწმუნებინა ხელმძღვანელობა პატარა, მასიური წარმოების ავტომობილის შექმნის აუცილებლობაში. ის წააწყდა სიძნელეებს რის შედეგადაც რამოდენიმე წლის მუშაობის შემდეგ პორშე წერს განცხადებას, ტოვებს Daimler-ს.
1929 წელს ის დაბრუნდა ავსტრიაში და ადგილობრივ ავტომწარმოებელთან- Steyr-თან იწყებს მუშაობას. ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვენაში. Steyr-ში მუშაობისას მან შექმნა 8 ცილინდრიან ძრავი მოდელისთვის "Austria", რომელსაც შეუქმნა ინოვაციური უკანა დაკიდების სისტემა რას მას სძენდა ბრწყინვალე მართვადობის მახასიათებლებს. შემდომ ამ სისტემას ის ხოჭოს შექმნისას გამოიყენებს. მალე გარიგების შედეგად Steyr გაერთიანდა Daimler-თან. პორშემ კვალავ დატოვა ფირმა და დაბრუნდა შტუტგარტში.
დაბრუნებული მეგობარ ინჟინერთან კარლ რაბესთა ერთად ხსნის საკუთარ კომპანიას. და ასე 1931 წელს იბადება კომპანია გრძელი მაგრამ ამავე დროს გასაგები დასახელებით: “Dr. Ing. h.c. F. Porsche GmbH” - „კონსტრუირება და კონსულტაციები ავტომშენებოლობისა და ძრავთმშენებლობის საკითხებში“.

პორშე შეკვეთების სიმცირეს არ განიცდიდა, რადგანაც იმ დროისთვის ის უკვე ცნობილ ავტოკონსტრუქტორად ითვლებოდა ევროპაში.
პორშეს პოპულარობამ იმ დონესაც კი მიაღწია, რომ მას პრემიერ მინისტრის პოსტიც კი შესთავაზეს... СССР-ში. არა ეს ხუმრობა სულაც არ არის, 1932 წელს პორშე შვილითან ერთად სტალინის მოწვევით სტუმრობს საბჭოთა კავშირს. სტალინთან ერთად მან მოიარა 30 იანი წლების ყველა მასშტაბური მშენებლობები და ობიექტები. ეტყობა სტალინს სურდა პორშე მოეხიბლა პერსპექტივებით და მაშტაბებით რას მას ექნებოდა თუკი დასთანხმდებოდა საბჭოეთში მუშაობაზე. ასევ სრულ კარტ-ბლანშს ჰპირდებოდნენ თავის სამომავლო საქმიანობაში. მაგრამ საბოლოოდ პორშემ გადაწყვიტა არ დაეკავშირებინა საკუთარი ცხოვრება საბჭოეთისთვის.
30იანი წლების პირველ ნახევარში პოშე იწყებს მუშაობას თავის ყველაზე ცნობილ ქმნილებაზე - პირველ სახალხო ავტომობილზე. თავიდან იაფფასიანი მანქანის შექმნაზე მას შეკვეთას აძლევს მოტოციკლეტების მწარმოებელი ფირმა Zundapp, მაგრამ ეს პროექტი ფინანსების უკმარისობის გამო მოგვიანებით იხურება. პოლიტიკურ ფრონტზე ნაციონალ-სოციალისტების გამოჩენის შემდეგ ეს პროექტი კვლავ იძენს აქტუალობას.
1934 წელს ფერდინანდი თავად აყალიბებს იდეას VolksWagen შექმნის შესახება რასაც ეთანხმება გერმანიის ხელისუფლება. „გერმანელ მშრომელებს არ მოუწევთ სამუშაოზე ფეხით წასვლა, რადგან ნაციონალ-სოციალიზმის დახმარებით მათ ექნებათ საკუთარი ავტომობილი“ - თქვა ფიურერმა ერთ-ერთი თავისი სახალხო გამოსვლისას.
უკვე 1935 წელს ფერდინანდი ახალი ავტომობილის პირველი მოდელების დემონსტრირებას ახდენს ხოლო 1936 წელს შენდება ქარხანა, სადაც გამოუშვებენ ამ მოდელებს. საინტერესოა ის ფაქტი რომ მანქანის შესაქმნელად ფულის შეგროვება დაიწყეს უბრალო მოსახლეობაში. ნაციონალ-სოციალისტების მოფიქრებული პროგრამით გათვალისწინებული იყო რომ ყოველდღიურად სპეც ანგარიშზე მომუშავის მიერ დარიცხული იქნებოდა 5 მარკა. საბოლოოდ 3 წლისა და 8 თვის შემდეგ დაგროვილი იქნებოდა 990 მარკა რის საფასურადაც მათ ერგებოდათ ავტომობილი სახელწოდებით KdF-Wagen

KdF იშიფრებოდა როგორც Kraft durch Freude ანუ"სიხარულის ძალა."მოგვიანებით KdF გადაკეთდა როგორც Kaefer რაც გერმანულად ნიშნავს ხოჭოს "Beetle".
300 000 ზე მეტმა გერმანელმა დაიჯერა, რომ მთავრობა მათ 990 მარკად მისცემდა ახალ ავტომობილს და იხდიდნენ ამ თანხას. მაგრამ მათ ფიქრებს ასრულება არ ეწერა. დაიწყო ომი ხოლო იმ დროისთვის აწყობილი რამოდენიმე ასეული KdF- Wagen გადაეცათ მესამე რაიხის ჩინოვნიკებს.

ზოგიერთები იძახიან, რომ ომის დროს ის ძალიან დაეხმარა ფაშისტურ გერმანიას. შექმნა ტანკები „tiger“ და „სამეფო tiger“. 1944 წელს საბჭოთა პრესაში ისიც კი დაიწერა რომ უმცროსმა ლეიტენანტმა ა.ოსკინმა ააფეთქა სამეფო tiger რომელსაც თვით პორშე მართავდა. ამტკიცებდნენ რომ კონსტრუქტორი იმდენად დარწმუნებული იყო თავის ქმნილების აუფეთქებლობაში, თავად მიუჯდა მართვის ბერკეტებსო (საბჭოთა ჟურნალისტებს აზრადაც არ მოსვლიათ ის ფაქტი, რომ პორშე უკვე 69 წლის იყო იმ დროს და ფიზიკურად არ შეეძლო მსგავსი რამე გაეკეთებინა). ამ საკითხის კარგად შესწავლამ აჩვენა რომ უნიჭიერეს კონსტრუქტორს სულაც არ გამოსდიოდა სამხედრო ტექნიკის შექმნა. დიახ ის მონაწილებოდა ტენდერში და შექმნა tiger-ის პროტოტიპი, რომელიც უარესი იყო ვიდრე კონკურენტი კომპანია Henschel-ის შექმნილი ვარიანტი. ხოლო სამეფო ვეფხვისთვის კი მან მხოლოდ კოშკურის ერთ-ერთი ვარიანტი შექმნა.

გერმანიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამ ძალზედ იმოქმედა პორშეების ოჯახზე. გარდა ამისა მოკავშირეებმა გაანადგურეს საკონსტრუქტორო ბიურო და დაიკარგა ყველა ნახაზი.
1945 წლის დეკემბერში მამა-შვილი პორშეები დააკავა საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ. მათ ბრალი წაუყენეს ნაცისტებთან აქტიური თანამშრომლობის გამო. თითქმის 20თვე გაატარა პორშემ დიჟონის საპყრობილეში (ფერი 46 წლის მარტში გამოუშვეს). 1947 წლის აგვისტოს ფერიმ გამოისყიდა მამა ფრანგული ტყვეობისგან. ფული მან მიიღო იტალიასთან დადებული ახალი კონტრაქტებისგან.
ერთ-ერთი პროექტი იყო ფორმულა 1 -ის ავტომობილი Cisitalia რომელიც იმავე წელს წარდგენილი იყო ტურინის ავტოშოუზე. ეს იყო პირველი ავტომობილი ძრავის შუა განლაგებით და AWD სისტემით.


პორშე ციხიდან სახლში როდესაც ბრუნდებოდა გაიარა შტუტგარტში. აღმოაჩინა რომ მისი ქმნილება „ფოლკსვაგენი“ უკვე გამოდიოდა მასიურ წარმოებაში რამაც აღაფრთოვანა. სამწუხაროდ ვოლფსბურგში, ქარხანაში უკვე აღარ მუშაობდნენ მისი კონსტრუქტორები და მის დახმარებასაც აღარ საჭიროებდნენ. სახლში დბრუნების შემდეგ ის ერთვება ახალი სპორტული მანქანის შექმნის პროცესში რასაც მისი შვილი ხელმძღვანელობს. ის იყენებს სპორტული მანქანების შექმნისას წარსულში დაგროვილ მთელ გამოცდილებას. 1948 წელს პატარა სახელოსნოს კარებიდან დღის შუქზე გამოდის პირველი Porsche-356, შექმნილი პორშე უმცროსის მიერ.

1950 წლის 3 სექტემბერს პორშეს შეუსრულდა 75 წელი. დაბადების დღისთვის ის საჩუქრად იღებს ახალი შავ Porsche-356 Coupe Ferdinand-ს, რომელიც ახლად ფეხადგმული სპორტული ავტოების წარმომადგენელია.

1951 წლის 30 იანვარს პორშემ გადაიტანა ინსულტი რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ის დაასაფლავებულია ავსტრიის ერთი პატარა ქალაქის Zell am See სასაფლაოზე.
სიკვდილის მერე ფირმის სრული მართვა გადაიბარა შვილმა - ფერიმ რომელმაც
ღირსეულად გააგრძელა მამის დაწყებული საქმე.
P.S. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია გენიალური ადამიანის ცხოვრებიდან.
ვეცადე მეტად სრულყოფილი ინფორმაცია მომეწოდებინა.
იმედია მოგეწონებათ

თუ ვინმეს სხვა ინფოებიც აქვს შეუძლია დაამატოს.
® Tsula7