დღეს მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
„პარლამენტში გამოსვლის დროს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადების თაობაზე განვაცხადე, მაგრამ ერთია, პარლამენტის ტრიბუნიდან „ყელის მოღერება" და თქმა, ხოლო მეორე - აქ ჩამოსვლა, დარგვა და გაკეთება. რაც ვთქვით, ყველაფერი კეთდება და ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ეს დაპირება ნამდვილად შესრულდება, რადგან
ეს არის აქ მცხოვრებთათვის ელემენტარული შემოსავლის წყარო, ოდნავ მაინც წელში გამართული ჩვენი ოჯახები. რა თქმა უნდა, ამაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის არაფერია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=3383&Itemid=1რას ნიშნავს ეს სიტყვები? მცირედით დაკმაყოფილებაა ამათთვის მნიშვნელოვანი და ელემენტარული შემოსავლის წყარო?
გლეხს ყოველთვის ქონდა ელემენტარული შემოსავლის წყარო, რაც თავად უფრო შეუმცირა და ეხლა საუბრობს ეს ელემენარული მნიშვნელოვანიაო!!!
This post has been edited by Beka_ke on 10 Jun 2011, 02:46