#25894129 · 9 Jun 2011, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გვინდა შემოგთავაზოთ, ჩვენი აზრით, ახალი ნოვაცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენთვის საინტერესო იქნება თქვენი შენიშვნები და წინადადებები.
უძრავი ქონების პარტნიორები -Real Estate Partners. www.partniori.ge (მალე)
ამოცანა: ერთიანი საინფორმაციო ქსელის შექმნა უძრავი ქონების სამომხმარებლო ბაზარზე და მისი ქოლგის ქვეშ, არსებული ინდივიდუალური მაკლერების, მცირე და საშუალო უძრავი ქონების, საკონსულტაციო, აზომვითი და სხვა კომპანიების გაერთიანება.
პოზიციონირება: უძრავი ქონება – ძველი, ახალაშენებული და მშენებარე ბინების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-გირაო. საკონსულტაციო და აზომვითი მომსახურეობა;ავეჯის გადაზიდვის სერვისი;საინვესტიციო პროექტები და ბიზნესი.
წარმატების ფორმულა:ერთი სატელეფონო ნომერი ყველასათვის; ერთიანი ვებ-გვერდი; მონაცემთა ერთიანი ბაზა; კვალიფიცირებული მომსახურება; ოპერატიულობა; ინფორმატიულობა; კონფედენციალურობა. პარტნიორები ერთიანდებიან ერთიან საინფორმაციო ქსელში და თანამშრომლობენ ერთმანეთთან ურთიერთხელსაყრელ პირობებზე. ყველა პარტნიორი არის დამოუკიდებელი მოთამაშე. საინფორმაციო ქსელი ახდენს ბაზრის ცალკეული მოთამაშეების ამოცანების აკუმილირებას და საერთო ძალისხმევით ცდილობს გადაჭრას ისინი. ჩვენ ვერთიანდებით და ვცდილობთ დროის, ენერგიის და თანხების მინიმალური დანახარჯებით მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. მოკლედ, ეს არის კლასიკური ფრანჩეიზინგის ერთგვარი ნაირსახეობა.
ველით თქვენს გამოხმაურებას, პატივცემულო კოლეგებო!!!
--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!!!
|