შოუს შესახებGot Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატა – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.

“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი პირველად 2010 წელს, საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო. მეორე, 2011 წლის სეზონში კი მონაწილეების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი –86 წლისაა. გარდა ამისა, ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.
“ნიჭიერი” გახდა ქართული ტელესივრცის რეკორდსმენი და ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია ყოველი გადაცემის დროს, სწორედ ამ შოუს უყურებდა.
მეორე სეზონი 2011 წლის 7 მარტს დაიწყება და ყოველ ორშაბათს გავა ეთერში. წესები უცვლელია:
პირველი ეტაპიმონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.
მეორე ეტაპიპირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.
ნახევარ-ფინალი“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.
ფინალინახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
“ნიჭიერის” წამყვანები:თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი
“ნიჭიერის” ჟიური:პოპულარული მომღერალი სოფო ნიჟარაძე

“ვანოს შოუს” წამყვანი, იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი

რუსთავი2-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი
წინა თემის აქტიური იუზერები :
CampO Larssen 85
Solveig 49
Hey Berry 40
kvarkvare 33
200000 32
ვერონიკა 31
tatia777 30 This post has been edited by CampO Larssen on 18 May 2011, 19:27
Be the change you want to see in the world..