#29698358 · 13 Feb 2012, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბიტურიენტებო (და არა მარტო) საინტერესო კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტისგან კიდევ უფრო საინტერესო პრიზით. თუ შენ დაინტერესებული ხართ ფიზიკით, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა:
ინტელექტუალური კოლაიდერი
(შეჯიბრი ფიზიკით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის)
თავისუფალი უნივერსიტეტი იწვევს უფროსკლასელებს გუნდურ ინტელექტუალურ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი, ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად, ჟენევაში (შვეიცარია) გაემგზავრება, სადაც ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) და დიდ ადრონულ კოლაიდერს დაათვალიერებს. ჩვენი თამაში - ინტელექტუალური კოლაიდერი - თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში გაიმართება და რამდენიმე სახის შეჯიბრს გააერთიანებს. თუკი გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ინტელექტუალურ კოლაიდერში, შეადგინეთ 5 მოსწავლისგან შემდგარი გუნდი, აირჩიეთ ხელმძღვანელი მასწავლებელი და 20 თებერვლამდე, ელექტრონულ მისამართზე collider@freeuni.edu.ge გამოგვიგზავნეთ მონაცემები და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი. თითოეულ სკოლას მხოლოდ 1 გუნდის წარმოდგენის უფლება აქვს. თავისუფალი უნივერსიტეტი წარმატებას გისურვებთ.
თუ რამე კითხვები გაქვთ შეგიძლიათ მკითხოთ და შეძლებისდაგვარად ვეცდები მეც გაგცეთ პასუხი ან უფრო კომპეტენტურ პირის საკონტაქტო ინფორმაცია მოგაწოდოთ
--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...
|