ჩემო ძვირფასო ფორუმელობო......
ამთემის გახსნა მაიძულა იმ ნოსტალგიურმა განწყობამ, რომელიც შემექნა დღევანდელი ფორუმ.გე-ს შემხედვარეს.....
პეწის კარგავს ფორუმი..... ხიბლი მოაკლდა.... ინტრიგა.... ერთფეროვნებისკენ მიექანება....
ბევრმა მქუხარე ნიკმა გაიელვა აქ დღიდან ფორუმ.გეს დაარსებისა.... ბევრმა ნათელი კვალი დატოვა.... ბევრმაც უჩუმრად დაგვტოვა....
მესმის, ბევრი ცხოვრებისეულმა რუთინამ ჩაითრია და აღარ ცალია აქაურობისთვის.... ბევრმა თანამდებობა მიიღო და აღარ გვკადრულობს....ზოგს ბავშვი უჭყავის და არ ეფორუმება...ზოგს ეშინია...ზოგს კი ეპროტესტება....
არავის განსჯას არ ვაპირებ, მითუმეტეს, რომ არც მაქვს ამის უფლება....
უბრალოდ მინდა მოვიგონოთ ისინი...... მივაწვდინოტ ხმა და გავაგებინოთ, რომ გვახსოვს და გვენატრება

Chombe- თი დავიწყებ..... ჩვენი ბუზღუნა იუზერი, რომელიც მართლა დააკლდა ფორუმს.... კაი რა ჩომბიკ.... დაგვიბრუნდი...თუნდაც გამიშმაკებული...ოღონდ დაბრუნდი

Kaatinga - რას ერჩოდით ამ კაცს... არ შეარჩინეთ მოდერობა

მობეზრდა და წავიდა... მინიმუმ როგორც ნიკი

Junge19 - ჩვენი იუნგე.... რაც ჰოლანდიური ენის კურსებზე შევიდა სულ წავიდა ხელიდან..... კაი რა .... დაგვიბრუნდი!
შიიტი - ჩვენი მუფტი.... ძალიან მაგარი იუზერი.... მაგრა გვაკლია შენი პაციფიზმი.... დაბრუნდი რა .....
GT - ერთადერთი მიშმაკი ურომლისოდაც ფორუმ.გე მეჩვენება არარაობად.... ნიკი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ფორუმზე.... რომელიც მართლა სიმბოლოა... შესაძლოა არსადაც არ წასულა, მაგრამ აშკარად არ ცალია აქაურობისთვის და ფერს კარგაცს ფორუმი! გენოჯან.... ნუ ატრაკებ... შემოიხედე ხოლმე..... შეგვაგინე მაინც

ჩოხა - მართალია შიგადაშიგ გაუჩინარდება ხოლმე, მაგრამ ის სულ აქ არის ხოლმე და ეს ფაქტი მამშვიდებს

ჩოხაჯან არ გეწყინოს, მაგრამ ტაკიმასხარაობა და გველკუასობა მაინც შენი ამბავი მგონია

კიდევ ბევრია ჩამოსათვლელი..... მაგრამ ყველას არ ვიტყვი.... დანარჩენი თქვენც დაწერეთ.... ვუთხრათ კოლეგებს, რომ დააკლდნენ ჩვენს გულებს და გვჭირდებიან..... ყველამ გაიხსენეთ ყველა ვისი დაბრუნებაც გაგეხარდებათ.... ვერ ვიტან ერთფეროვნებას!!!!