llusi
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 492
წევრი No.: 112670
რეგისტრ.: 13-February 10
|
#25945678 · 12 Jun 2011, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ ყველას აინტერესებს რატომ მოქმედებენ ,,სპეცრაზმელები" ასე სასტიკად და დაუნდობლად, რადგან თუ ადამიანი ბუნებით სასტიკი არ არის ფულადი პრემია ან ხელმძღვანელებისა და ,,კოლეგების" შიში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის ყველაფერზე წავიდეს, – ამ შემთხვევაში სადღაც მაინც გამოიჩენს ადამიანობას, თუნდაც მათგან ფარულად, . . . პირადად მე ნაწილობრივ დამაინტერესა ე.წ ,,25–ე კადრი"–ს ისტორიამ ,,...კურსანტები სავარძლებში სხდებოდნენ, ქრებოდა სინათლე და იწყებოდა კინოჩვენება. ისმოდა სასიამოვნო მელოდია, ეკრანზე მოჩანდნენ სამი–ოთხი წლის ბავშვები – გოგონები, ბიჭუნები. ისინი თამაშობდნენ, იცინოდნენ. შემდეგ კი საიდანღაც გამოცვივდებოდნენ უცნაურ სამხედრო სამოსელში გამოწყობილი ადამიანები, უსიცოცხლო ნიღბებით სახედაფარულები, და უმოწყალოდ ხოცავდნენ ბავშვებს, ცხრილავდნენ ავტომატის ჯერით, ჩხვლეტდნენ ხიშტით, თელავდნენ ჩექმით და ყოველ საზარელ სცენას თან ახლდა მოწოდება: ,,მოსპე მტერი!" მინიფილმები სხვადასხვა. ვარიანტით მეორდებოდა, მაგრამ შინაარსით ყველა ერთი იყო – უსახური ჯარისკაცები ხოცავდნენ ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მოხუცებს, ეკრანიდან კი პერიოდელად გაისმოდა: ,,მოსპე! მოსპე! მოსპე!" ხანი გავიდა და საშინელი ფილმების ადგილი ასევე უცნაურმა სანახაობამ დაიკავა. კვლავ ჟღერდა სასიამოვნო მელოდია, ეკრანზე კი ერთმანეთში უსისტემოდ ირეოდა სხვადასხვა ფერები. სანახაობა დამამშვიდებელი იყო, მაგრამ კურსანტები ერთობ აღგზნებულები ტოვებდნენ დარბაზს. მეთოდის არსი ადამიანის ტვინის რეფლექსური რეაქციების ხელოვნური მართვა გახლდათ. რა თქმა უნდა, ვერცერთ ადამიანს ვერ დატოვებდა მშვიდად ბავშვებისა და ქალების მკვლელობის სცენა. კურსანტების გონებაში თავისთავად იბუდებდა ზიზღი და მძვინვარება უსახური მკვლელების მიმართ. მოგვიანებით მათ მშვიდ სანახაობას სთავაზობდნენ, მაგრამ ერთმანეთში შერეულ სხვადასხვა ფერთა ამსახველ კადრებში ყოველი ოცდამეხუთე ნაცნობ მოწოდებას შეიცავდა – ,,მოსპე მტერი!" კადრების სწრაფი ცვლილებისას მაყურებელი ვერ ამჩნევდა მოწოდებას, მაგრამ არ ცდებოდა ტვინი: თვალი მაინც ამჩნევდა წამის მეათედში გაელვებულ ფრაზას, მიღებულ ინფორმაციას ტვინის შესაბამის უბანს გადასცემდა და იწვევდა შესაბამის რეაქციას – მძვინვარებას! ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამგვარად დამუშავებულ ადამიანს მოწინააღმდეგის მოსპობის დაუოკებილი სურვილი უჩნდებოდა. შემდგომი დამუშავების საჭიროება აღარ არსებობდა, საკმარისი იყო ვინმეს მოწინააღმდეგედ აღქმა და მებრძოლში უმალ გამოიღვიძებდა გონებაში ჩაბეჭდილი მძვინვარება, მოწინააღმდეგედ შერაცხული პირი დაჰკარგავდა სახეს, მის ადგილს დაიკავებდა გაქვავებული ნიღაბი და ტვინი გასცემდა განკარგულებას – ,,მოსპე"! ამის შემდეგ მებრძოლი ემოციებისგან დაცლილ, სიკვდილის მთესველ მექანიზმად გარდაიქმნებოდა. (სპეცნაწილების მომზადების პროგრამა მოგვიანებით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. საზოგადოება შოკირებული იყო. სპეციალისტებმა საჯარო განხილვაზე წარადგინეს მრავალი შემთხვევა, როდესაც ამ პროგრამით მომზადებული მებრძოლები გასაოცარი სიმშვიდით ხოცავდნენ ოჯახის წევრებსაც კი, შემდგომ კი ახსნას ვერ უძებნიდნენ თავიანთ მოქმედებას. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ენთუზიასტებმა მაინც მიაღწიეს ამ პროგრამის აკრძალვას. თუმცა ერთობ საეჭვო იყო, ასე იოლად ეთქვათ უარი იაფ და მეტად ეფექტურ მეთოდზე. სავარაუდოდ მას დღესაც იყენებენ, ოღონდ – მკაცრად გასაიდუმლოებულ ცენტრებში.)
--------------------
,,არაკაცებად ხალხი არ ჩნდება, არაკაცებად ზოგჯერ კვდებიან!”
|