http://www.obieqtivi.net/video.php?cid=2743ცვეტში მართალს ჰბაზრობ, ჩემო გუბაზ, მარა... არის რაღაცეები, რაც ცოტა სხვანაირად არის რეალში...
იაღლიში N1:
"გველსა ხვრელით ამოიყვანს. ენა ტკბილად მოუბარი"
რომ დადექი და ორი წელი შეალიე გველებთან ამაო მუსაიფს, განა დიდმა შოთამ ისა თქვა, რომ სადაც კი გველის სოროს დაინახავთ, არიქა, ტკბილად ესაუბრეთ, რომ იქიდან როგორმე ამოიტყუოთო?
ამოიტყუებ გველს სოროდან და ისიც დაგგესლავს - მა რას იზავს?
გველის სოროს სადაც დაინახავ, ან უნდა მოერიდო, ან ქვა უნდა ჩაჩურთო!
თორემ, აბა რა ჯანდაბად გვინდა სოროდან გამომძვრალი გველი?
ის, რომ ტკბილი საუბარი ხანდახან საჭიროა, ბაზარი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგეკარგა ორი წელი გველების ხვრელიდან გამოხმობაში - გამოვიდნენ და დაგგესლეს - და ეს შენი ბრალია! ნურავის ნუ დააბრალებ!
რა, არ იცოდი რა გველაძუაცაა ქნარიკა? რომ მიხვედი და გაუპრავე სახალხო კრება ( და თუ არა ეროვნული ფორუმის მობილიზება, ვინ არ იცის, რომ სახალხო კრების პროფანაციაც კი არ შედგებოდა?), არ უნდა გცოდნოდა, რომ მეორე წუთსვე დაგგესლავდა?
იმაშიც არ შეგეპარა ეჭვი, რომ ხელისუფლებას კრინტი არ დაუძვრია, როცა სახალხო კრების დელეგატების მაგივრად, პარლამენტის შენობის წინ ეროვნული ფორუმის აქტივი აპრავებდა სახალხო კრების დადგენილებებს, რადგანაც დელეგატები ბუნებაში არ არსებობდნენ?
ნეტავი რატომ?
იმიტომ ხომ არა, რომ რამე რომ მომხდარიყო, ლეგიტიმაციის გარკვეული ხარისხი მაინც ჰქონოდა გაკოტრებულ და გამარგინალებულ რკინის ლედის?
მოგქისტეს, ჩემო გუბაზ! მაგრა სკოლზკად მოგქისტეს!
სანამ შენ გველებს იადონად უმღეროდი, ამასობაში შენი პარტიის რეიტინგი შარშანდელი თოვლივით დნებოდა... და ახლაც არ გეშვებიან - რატომ არ იცეკვე ჩვენს დაკრულზეო? აბა, ამასწინებზე რომ გატანცავეთ და გაგატუტუცეთ, ახლაც რატომ აღარ გატუტუცდი, შე ტუტუცოო?
არ იყო საჭირო გველებთან მუსაიფი - დროც დავკარგეთ და დროშაც...
იაღლიში N2:
მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ მთელი საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნა უნდა იყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნაო, მარა 25 ნოემბერს დაუმორჩილებლობის დასაწყებად საკმაო რაოდენობის ხალხი არ გამოვიდაო... მართალიც ხარ, მაგრამ არც ხარ ბოლომდე მართალი - ყველაზე რეიტინგული პარტიის დაძახილზე იმიტომ არ გამოვიდა ხალხი, რომ ჯერ ერთი, ხალხს არ სურს იქ დადგეს, სადაც ქნარიკაა! და მეორეც, მიუხედავად უამრავი მხარდამჭერისა და საკმაოდ ორგანიზებული, დისციპლინირებული პარტიისა, პარტიამ ვერ უზრუნველჰყო მასების მობილიზება და ამას ვერც შესძლებდა ისევ იმ მიზეზის გამო, რომ იქ იდგა ქნარიკა! - ხალხი იმიტომ შემოვიდა ეროვნულ ფორუმში, რომ ქნარიკები ციხეში იხილოს და არა მისი დროშის ქვეშ იბრძოლოს!
იაღლიში N3:
ჩემო საყვარელო ღაბუნა ძამიკო გუბაზ! ბოლოს როდის გაითვალისწინე შენი პარტიის რომელიმე წევრის რაიმე მოსაზრება ან თუ გკადრეს მაინც რაიმე კრიტიკის მაგვარი მაინც?
არაფერი მაგდაგვარი, ხომა?
არადა, ერთ დროს ნამეტანი მჭმუნვარებდით შენც და დანარჩენი ლიდერებიც პარტაქტივთან შეხვედრებზე... როგორც ვხვდები, ამჟამად ეს პრობლემა მოხსნილია, ხომა? მაამებლობა ხომ არ ზეობს პარნასში?
ჰოდა, ჯიბეები ბრილიანტებით გქონდეს სავსე და მაინც ჯიუტად ნეხვში იქექებოდე გახვრეტილი შაურების საძებნელად - ვერაა მთლად ოპტიმალური ქმედება, შენმა მზემ...
ერის საუკეთესო ნაწილი გვერდში გედგეს და შენ ობოლი ბავშვივით შეცდომას შეცდომაზე უშვებდე... ეეჰ!
იაღლიში N4:
თუ კი ციხეს შტურმით ვერ აიღებ, მაშინ ხანგრძლივი ალყით უნდა აიღოვო, რომ ამბობ, მაი მე უნდა გასწავლო ისტორია ისტორიკოს კაცსა?
თუ კი შეტევა გაგიცუდდა, ჯერ დაშვებული შეცდომა უნდა გამოიძიო და ახალი შეტევა უფრო გონივრულად დაგეგმო! ეს არ გაგიკეთებია!
თუ კი ალყად დადგები, ჯერ დარწმუნებული უნდა იყო, რომ ალყაში მოქცეულები მოალყეებზე უფრო მალე დასუსტდებიან, თორემ ისე არ მოგვივიდეს, თათრებს რომ უქნეს ჩვენმა წინაპრებმა ერთი უცენზურო სახელის მქონე ციხის გარემოცვისას, როცა მოალყე თათრები დაიმშნენ, ხოლო ქართველებს საიდუმლო გვირაბით მდინარიდან შეჰქონდათ ცოცხალი თევზი და ყოველდღე ბალ-მასკარადებს აწყობდნენ, ხოლო ბოლოს კი დამშეულ მტერს თავზე გადმოაყარეს ცოცხალი თევზი და დასცინოდნენ უცენზურო გამონათქვამით, რომელი გამონათქვამიც მერე ამ ციხის სახელად იქცა...
და სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ვის გაუგია ქართველთა მიერ ალყით ციხის აღება? შტურმით აღებაში ჩვენს წინაპრებს მთელს რეგიონში ბადალი რომ არ ჰყავდათ, თავად უკეთ უნდა მოგეხსენებოდეს და ახლა შენც მიშა ხომ არ დაგემართა, რომ ამ გაწამაწიაში ცდილობ ჩვენი მენტალობის შეცვლას?
არ გამოვა ეგ ამბავი, ჩემო გუბაზ! და სანამ დროა, შტურმზე მიგვიშვი! და თანაც ყოველგვარი ქნარიკებისა თუ მარშრუტკა პარტიების გარეშე!
იაღლიში N5:
იცი, რომ შენი ლომები უკვე კარგა ხანია კატებივით დაწკნავლებასაც კი ვეღარ ვბედავთ? და იცი რატომ? რასაც ჩვენ შენი სახელით ვამბობდით ჩვენს საახლობლოში, ყველაფერი გაცუდდა და დროში უსაზმნოდ გაიწელა - სირცხვილით თავი ვეღარ გამოგვიყვია გარეთ!
ეს რა მიქენი გუბაზ? უბანში ისე დავიძურწები, რომ ვცდილობ არავის შევეფეთო - მატყუარა არასოდეს ვყოფილვარ და ახლა რატომ უნდა ვატარო მატყუარას იარლიყი? ვეღარც საახლობლოში ვჩნდები... ნათესავები კი ბოდიშს აქეთ მხდიან: "მაი არ იცოდი მიშას რო ყველა ლიდერი გამაზული ჰყავსო?"
შენ ამ ფორუმზე არ იხედები და კომპიუტერიც ეშმაკეული ჯადო ყუთი კი გგონია, მარა მე რა ვქნა, უკვე რამოდენიმე თვეა, ჩემი ჰიდეური მოწინააღმდეგეებიც კი რომ სიბრალურით მიყურებენ: "პრეკუ, მაგრად გაგატუტუცესო"?
შენ არ ამბობდი, რომ ეროვნული ფორუმის წევრობა ღირსების საქმეაო? ჩემს შემთხვევაში უკვე სირცხვილის საქმედ იქცა...
ჰოდა, ახლა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შენ მანდ გყავს ბრძოლისა მცოდნე ხალხი და შენი ლომებიც ჯერ ბოლომდე არ გავკატებულვართ - დაგეგმე და დავიწყოთ იერიში, თორემა ცულს მოვიტან ცუნცულასა ო!