საქართველოს მართლმადიდებლური სამეფოს ქრონიკები2041 წელი, აპრილი - საქართველოში იწყება მასობრივი გამოსვლები ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.
2041 წელი, ნოემბერი - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ეფრემ III ინიციატივით გამოდის ერისა და ქვეყნის გადასარჩენად საქართველოში ჩამოიყვანონ და გაამეფონ რუსეთში მყოფი ბაგრატიონთა ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე 13 წლის ქაიხოსრო გრუზინსკი.
2041 წელი, დეკემბერი - საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის.
2041 წელი, დეკემბერი - საქართველოს მართლმადიდებლური სამეფოს ტახტზე ადის ქაიხოსრო გრუზინსკი, ამიერიდან ქაიხოსრო II ბაგრატიონი, მეფის მეურვეობას თავის თავზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ეფრემ III იღებს.
2042 წელი, იანვარი - ქაიხოსრო II-ს აგზავნიან შიო მღვიმეში, რათა აღიზარდოს მართლმადიდებლურ ტრადიციებზე.
2042 წელი, იანვარი - მართლმადიდებლობა ცხადდება სახელმწიფო რელიგიად. სამეფო ტოლერანტობას იჩენს ტრადიციული რელიგიებისადმი: კათოლიციზმი, იუდაიზმი და ისლამი. ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობა იკრძალება და ცხადდება ანტისახელმწიფოებრივად.
2042 წელი, მარტი - უქმდება ყველა ტელევიზია, რადიო და გაზეთი, მაუწყებლობის უფლება უნარჩუნდება მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიას, ბეჭდვითი მედიიდან მხოლოდ საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებს.
2042 წელი, მარტი - სრულიად საქართველოს მეფეთ მეფეს ქაიხოსრო II-ს გადაწყვეტილებით ფართო მასებისათვის ინტერნეტი გამოირთო - "რათა დაცული ყოფილიყო ერი, დასავლური გარყვნილებისაგან"., ინტერნეტი შეუნარჩუნდათ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს (მკაცრი კონტროლის ქვეშ) და აგრეთვე სამეფო ოჯახსა და დიდგვაროვნებს.
2042 წელი, მარტი - სახელმწიფო გადადის კალენდრის ძველ სტილზე, შაბათი დღე ცხადდება დასვენების დღედ.
2042 წელი, მარტი - იკრძალება მარხვის დღეებში ხორცის და რძის პროდუქტებით ვაჭრობა.
2042 წელი, მარტი - იქმბენა განათლების სისტემის საღვთო რჯულთან შესაბამისობაში მოყვანის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი გლონოქორი.
2042 წელი, აპრილი - სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი აუწყებს ერს რომ ქალებს ეკრძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა და აგრეთვე მმართველი პოზიციების დაკავება. ყველა მანდილოსანი ვალდებულია ატაროს თავზე მანდილი როგორც ეს ნათქვამია ბიბლიაში.
2042 წელი, მაისი - იქმნება მართლმადიდებლური ცენზურა.
2043 წელი - იქმნება რელიგიური პატრული, რომლის მოვალეობაშიც შედის ქუჩებში გარყვნილების ყველანაირი გამოვლინების აღმოფხვრა, ქუჩაში კოცნა და ხელის გადახვევა იკრძლება.
2043 წელი - იკრძალება აბორტი.
გინდათ ასეთ, ცოდვისაგან თავისუფალ ყვეყანაში ცხოვრება?