თემა ამ წიგნზე პარამეცნიერებაშია გახსნილი.
აქაც გავხსნი რადგან მაინც ლიტერატურის განყოფილებაა.
ვინც არ იცის მათთვის - პირველი ტომი PDF სახით დევს ჩემს პირველ თემაში.
ვინ იყვნენ "ღმერთები" ?მოკლედ მე ეგეთი წინადადება მაქვს მათთან ვინც მიოთხოვა წიგნის გაგრძელება.
ამ წიგნის გამოცემა ჯერჯერობით საქართველოში არ მოხდება.
რამოდენიმე გარემოებაა მანდ.
1. მე უცხოეთში ვარ და ძალიან რთულია აქედან მანდ წიგნის გამოცემა რადგან საქართველო ის ქვეყანაა სადაც ვინმე კი არ ინტერესდება რამოთ, არამედ ნაცნობობით და კონტაქტებით უნდა მოისყიდო და დააინტერესო გარკვეული ფენა. ამას მე არ გავაკეთებ.
2. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, გამომცემლობა ინტერესდება მატერიალით და დადებითი პასუხიშ შემთხვევაში ხდება წიგნის გამოცემა შემდეგ გაყიდვა და ასე შემდეგ. ჩვენთან გამოცემაში ითხოვენ საკმაოდ დიდ თანხებს (ლაპარაკია ნორმალურ ხარისხზე რადგან სურათები ნორმალური ხარისხით უნდა დაიბეჭდოს მაღალხარისხიან ფურცელზე) და პრობლემა იმაშია რომ წიგნის რეალიზაცია არ მოხდება.
3. მესამე პუნქტი სწორედ რეალიზაციას შეეხება - რამოდენიმე მწერალმა (ერთმა მათ შორის საკმაოდ ცნობილმა) შემომითვალა რომ მსგავს თემებზე საქართველოში ტაბუა და გამომდინარე აქედან დაინტერესება არ იქნება. მკითხველი კი მყავს მაგრამ მკითხველამდე წიგნი რამე სახით ხომ უნდა მივიდეს?
არც ერთი მაღაზია არ მოკიდებს ხელს მსგავს წიგნს იმ ამბების მერე რაც ძალიან უწყინარ ბესტსელერების საქართველოში შემოტანას მოჰყვა.
ის რაც მე მიზნად მაქვს დასახული, ბევრად დიდ აურზაურს გამოიწვევს ვიდრე "და ვინჩის კოდი".
4. საქართველოში ყველაფერი საპატრიარქოს და მასში გამეფებულ არსებებს უჭირავთ ხელში და სანამ ეს ორგანიზაცია რამეს წარმოადგენს, მკითხველამდე სიმართლის მიტანა შეუძლებელია. ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი რომ მოსპონ თავისუფალი (და რაც მთავარია ჭეშმარიტი) აზრი.
ესე რომ გავაგრძელო 30 პუნქტამდე ავალ ამიტომ მოკლედ ვიტყვი:
მიზანს და ჟარგონზე რომ ვთქვა მუღამს ვერ ვხედავდი წიგნის გაგრძელებაში რომ არა უამრავი PM და მეილი.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი სამუშაოა, წიგნის წერას ჩემთვის არაფერი მოაქვს რადგან ეს ყველაფერი მე დაუწერლადაც ვიცი ჩემი 9-10 წლიანი მუშაობის შედეგად.
ძალიან დიდი და ტიტანური შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში და მინდა რომ როგორმე ხალხთანაც მიაღწიოს სიმართლემ. გადავწყვიტე დროის დეფიციტის მიუხედავად მაინც გავაგრძელო.
პრობლემა იმაშია რომ დავამთავრებ წერას, დაიდება შემდეგი PDF ფაილი ინტერნეტში და არანაირი კომპენსაცია არ დარჩება ავტორს.
აქ იყო დავა იმაზე რომ მე ამ წიგნით გამდიდრება მინდა და და ხალხს ფულს ვძალავ. "თუ რამე მინდა უფასოდაც უნდა გავაკეთო" !!!
მეეჭვება მსგავსი სამუშაო ვინმემ შეასრულოს, უამრავი დრო დახარჯოს და ამაში კომპენსაცია არ აიღოს (ლაპარაკი მაქვს ნორმალურ ქვეყანაზე).
გამომდინარე იქიდან რომ წიგნი არის PDF ფორმატში, ფასის დადება არც მიფიქრია. თან როგორც მოგახსენეთ ამით მე არც ცხოვრებას ვაპირებ და არც გამდიდრებას. სულ სხვა სამსახური მაქვს მე. ზევით ახსენებდა ერთი იუზერი რომ ფონდი გავაკეთოთო. რამდენარ რეალურია ის რომ ვისაც სურვილი ექნება გარკვეული თანხა შეიტანოს გარკვეულ ანგარიშზე? არანაირ დაკანონებულ თანხაზე არ მაქვს ლაპარაკი. საუბარია სიმბოლურ თანხაზე რომელიც რამოდენიმე კვირას და გათენებულ ღამეებს აანაზღაურებს. სანამ ერთი ამბავი ატყდება, უბრალოდ დაწერეთ თუ რამე არარეალურს ვითხოვ და გგონიათ რომ თქვენ ხარჯზე გამდიდრება მინდა, ჩანასახშივე მოვკლათ მაშინ ეს იდეა.
კიდევ ერთი რამ:
მკითხველი ბევრნაირია. ინტერესიც ასევე ბევრნაირი. ზოგს რა უნდა ზოგს რა.
ეს საქმე თუ წინ წავიდა რა თქმა უნდა არა მარტო ერთი ტომი იქნება დაწერილი.
მე მინდა ვიცოდე რა აინტერესებს მკითხველს ძირითადად. რა მიმართულებით გინდათ რომ წიგნი წავიდეს.
ლაპარაკია ძველი კულტურების სახეობებზე, მათ ღმერთებზე, საგებზე, მითებზე. შეიძლება შევეხოთ ბიბლიაში არსებულ შცდომებსა თუ სპეციალურად ამოკლებულ ადგილებს. და კიდევ სხვა მრავალი. პირველ წიგნში ასე თუ ისე ყველაფერი იყო მოხსენიებული გაკვრით რადგან მინდოდა რომ მკითხველს გაეგო თუ რას ემსახურება ეს წიგნი და რისი მიწოდება მინდა მათთვის. დანარჩენში რა თქმა უნდა დაწვრილებით განვიხილავთ ამა თუ იმ თემას.
მოკლედ დიდი პოსტი კი გამომივიდა მაგრამ სხვანაირად ვერ დავწერდი
მადლობა თუ ვინმემ წაიკითხა და თუ ვინმე მიპასუხებს.
აქვე მიპასუხეთ არაა საჭირო მეილის მოწერა
ვინ იყვნენ "ღმერთები" ? This post has been edited by DARKSIDE OF ME on 8 Jul 2011, 14:55