თბილისი ცენტრალის პარკინგი არის ქართული ბიზნეისი თვალსაჩინო მაგალითი, 10 წუთით შესვლა არის უფასო, როგორც შესვლისასა ვიგებთ და იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვაცილებთ მატარებელზე ამ დროში უნდა ჩაეტიო თორემ 1 ლარის გადახადა მოგიწევთ. ყველაფერი ნათელია და მოგვწონს თუ არა გვიწევს ამ წესთან დამორჩილება, მაგრამ ჰოი საოცრებავ შევდივარ ვიღებ ჩეკს რომელზე გარკვევით აწერია 20:48:15 ამოვალაგე ბარგი, გავაცილე სტუმრები ჩავჯექი ავტომობილში მივდივარ ჯიხურთან ვაწვდი ჩემს ჩეკს და ნელი სვლით ვაგრძელებ გზას იმ იმედით რო გახსნიან შლაგბაუმს რადგან ჯერ 20:47 აჩვენებს მანქანის საათი ამ დროს ჯიხურიდან ხელს მიქნევენ და 2 წუთი გადაცდაო

გაკვირვებულმა ტელფონს დავხედე იგივე დროს აჩვენებს რასაც მანქანის საათი შემდეგ მეორე ტელფონს დავხედე და იგივე დროა ვეითხები რომელი საათია შენტან თქო და ეხლა უკვე 21:03 მპასუხობს ამ დროს მის საათზე რომელიც მაჯაზე უკეთია ჯერ 9 არ გამხდარა არა ეს რა შუაშიაო კომპიუტერში ესე ანახებსო, მოკლედ მთელი 10 წუთი ვარკვევდით დროს მხოლოდ ის კომპიუტერი იყო ყველა საათზე წინ 3-4 წუთით, დამეთანხმებით პრინციპის საქმეა და ,აგიტომაც თორე 1 ლარი არ ღირს ამდენი საუბარი არც იქ და არც აქ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არის დამღუპველი, იმედია ვინმე მიაქცევს ყურადღებას ამ თემას და ასე გაპიარებული სავჭრო ცენტრი უბრალოდ სირცხვილია ამ გზით აკეთებდეს ფულს თუ არადა კეთილსინდისერი ოპერატორები მაინც დააყენონ.