დიდი ბოდიში ოფისთვის და თქვენი დროის მიტაცებისთვის, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვარ. საქმე იმაშია რომ შაბათს მაქვს დაგეგმილი წვეულება ბუნებაში, ასე 100 კაცისთვის. უკავშირდება ოჯახის შექმნას. (ქორწილი ჩვენებურად :

.) შაბათამდე როგორმე უნდა ვიქირავო ორი დინამიკი რომელიც ამასთანავე PC-ს შეუერთდება. თუ ვინმემ იცით როგორ და სად ვიქირავებ მოისხამთ უდიდეს მადლს და გადაარჩენთ წვეულებას უმუსიკობისგან. ისევ ფორუმის ძალის იმედიღა დარჩა.
P.S. დოლგარმონი არ მინდა. ვიცი რომ არის ბენდები. არაცოცხალი მუსიკა მინდა.
P.P.S. დავგუგლე კიდევაც და 09-შიც დავრეკე. ახლობლებსაც ვკითხე. ნაკლებ ახლობლებსაც.
P.P.P.S. უსათაუროდან შემოსულებისთვის. პიურეც გავაკეთე, კატლეტიც, ფანჯრიდანაც გადავძვერი რომ ჩემპიონატს მივუსწრო.

.
This post has been edited by Sattelite on 17 Jun 2011, 01:03