მჯერა რო ბევრს, მართლა ტკივა დღევანდელი საქართველო.
ცდილობს რაღაცა გააკეთოს ამ ქვეყნისთვის. შეაჯანჯღაროს ეს მიძინებული, საზოგადოება. აიღოს ლიდერის ფუნქცია, შეკრიბოს ხალხი და ა.შ.
მარა.
არ გინდათ, რო, ვინც ხალხს მოუწოდებს, ჩამოვახრჩო_თ, კისერი მოვუგრიხო_თ, სარზე გავსვა_თ, ქვეყნიდან გავყარო_თ და ასეთი უამრავი მოწოდებებია ონლაინ
აი ამ ხალხმა, ჯერ თავი გააცნოთ საზოგადოებას?
ვინ ხარ რას წარმოადგენ, ზურგს რა გიმაგრებს. ან რა პროგრამა გაქვს.
იქნებ ტროლი ხარ და ღადაობ

, იქნებ, სუსიდან ხარ და არკვევ, ქუჩაში, გამსვლელ და მეამბოხე ხალხს.
იქნებ, ბელგიაში ზიხარ კრესლოში და ერთობი, იქნებ, ეძიკას დროინდელი, გაქცეული, კაგებეშნიკი ხარ და სულ ფეხებზე გკიდია, შენი ყოფილი ქვეყანა და ათასი წელი არ ხარ აქ ჩამომსვლელი? იქნებ კუანა, უმეგობრო, მშიშარა ხარ, დღედაღამე მონიტორს ჩახუტებული და რეალში ცხოვრება საერთოდ გაშინებს? იქნებ წელკავიანი, ბუზღუნა პენსიონერი ხარ, მეზობლის ვაიფაიზე დაკიდებული?
ხედავთ რამდენი "იქნებ" დაგროვდა?
იქნებ, მარტო მე არ ვფიქრობ ესე და ძალიან ბევრი, ჩემსავით, ეჭვის თვალით უყურებს, ავატარს ამოფარებულ, ონლაინ მოწოდებებს და ზუსტად მაგიტომაც არ გადის ქუჩაში?
დამალული, უსახელო, ლიდერი, ვინც მომხრეებს, მიმდევრებს, გაიჩენს, მერე აიყოლიებს და მასას, ქუჩაში გაიყვანს, რა ვიცი, რა ვიცი.
პუ სუ ბოლო ბოლო, ეს ლიდერები გაერთიანდით მაინც
This post has been edited by bum65 on 19 Aug 2023, 13:15
თუ ნაცს და ნაცი არ ვარ სასტავს, კითხვა დაუსვი, თავისი აღქმების გარშემო, მას კიდე პასუხი არ აქვს, შენ ხარ ქოცი.
თუ, თან, ეღადავე, - ხარ ქოცი და რუსეთუმე. copyright © 2023
კლავიატურას ამოფარებული წრუწუნა, ქართული რეალობაა