საიტის აღწერა და მიზნები: Freelancers.Ge - საიტზე მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები.
საიტის ძრავა: Freelancers.Ge CMS
ჰოსტინგი: Serv.Geდიზაინის ავტორი: Chaganava Studioსაიტის ბმული: Freelancers.Geსაიტის შესახებ:რა არის Freelancers.Ge?
Freelancers.Ge არის საიტი, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ნამუშევრები.
საიტი საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებები, მიიღოთ შეფასებები სხვა წევრებისგან და შეიძინოთ ახალი მეგობრები.
თქვენი ნამუშევრები დამატებისთანავე თვალშისაცემი იქნება სხვა წევრებისთვის. ისინი დააკომენტარებენ თქვენს ნამუშევრებს, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებებს.
ასევე თქვენც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი აზრები და შენიშვნები სხვა წევრებს.
ნამუშევრები შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს, დამკვეთებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საიტზე მოქმედებს რეიტინგი ხშირად ნანახ პროფილებზე და ნამუშევრებზე. ეცადეთ მოხვდეთ რეიტინგის ათეულში, რათა უფრო ბევრმა გაიგოს თქვენს შესახებ.
საიტით სარგებლობა უფასოა!
რას გთავაზობთ?
მარტივი მომხმარებლის პანელი

ნამუშევრების დამატება

პირადი ინფორმაციის შევსება

კომენტარების სისტემა

პირადი გზავნილების სისტემა

რეიტინგის სისტემა

პირადი სტატისტიკა

ნამუშევრების გაზიარება

ეს ყველაფერი - უფასოდ!
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ პროფილის ბმულს Freelancers.Ge/
ნიკი, მაგ.:
Freelancers.Ge/
datoFreelancers.Ge/
janelaდა ა.შ.
იხ. ბმულები:წევრის პროფილის ნიმუში 1წევრის პროფილის ნიმუში 2ნამუშევრის გვერდიგთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები, რათა პროექტი უფრო დაიხვეწოს.
დიდი მადლობა წინასწარ!
----------------------------------------------
რამდენიმე თვის წინ საიტზე მხოლოდ სადისკუსიო ფორუმი იყო. ჩვენი სურვილია საიტი დაეხმაროს ბევრ ხელოვან ადამიანს, რასაც ფორუმი ვერ მოახერხებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სისტემა. ვიფიქრეთ, რომ ქართველ მომხმარებელს ეს სერვისი გამოადგება.
ფორუმთან დაკავშირებით ამ განყოფილებაში იყო თემა გახსნილი, თუმცა მოდერატორებთან შეთანხმებით ძველი თემა გაუქმდა და ახალ საიტს ახალი თემა დაეთმო.