კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმა ბრუნდება 15:44 14-06-2011
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა, კვლავ აეკრძალებათ.
"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ძველი რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გაუქმა.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროქტის მიხედვით, კანონში შეზღუდვა და შესაბამისად, კანონის ძველი რედაქცია ბრუნდება.
კანონპროექტში კვლავ ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.
მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება 17:15 14-06-2011
მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში.
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.
კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც დედაქალაქის შემთხვევაში, მერიას გულისხმობს.
კანონპროექტით კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ კი საკრებულოზე გადადის.
შესაბამსიად, მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაციას უკვე არა მერიის, არამედ საკრებულოს პრეროგატივა იქნება.
განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა 16:39 14-06-2011
განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის.
კანონის მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ზუსტდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგავარად შესაძლებელია.
ამ ნორმის ამოქმედება დაუშვებელი იქნება მაშინ, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა გათვალსწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვგავარად შეუძლებელია და კანონის ყველა ნორმა დაცულია.
მანიფესტაციებისას ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება 16:59 14-06-2011
შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება.
მათი უფლებების დაცვა სავალდებულო, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით ხდება და მას შესაბამისი პრიმა მუხლი ემატება.
კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.
http://www.interpressnews.geეს რა ხილია, მოცვია თუ ბროწეული?
* * *
ცვლილებები მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაშიო აგერ ყოფილა, კარდუს ჩაუძირია და ვერ ვიპოვე. მოდერ დამსაჯე.