ლევან გაჩეჩილაძე-მიუხედავად 26 მაისის ტრაგიკული დასასრულისა, დარბევამდე რომ ვუყურებდი ხალხს, ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ სამასი არაგველი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მანქანა გვიახლოვდებოდა, ურყევად იდგნენ ადამიანები, რომელთაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.
ხელისუფლებამ ფსიქოლოგიურად დაამუშავა სპეცრაზმელები და გაუადვილა სისასტიკის ჩადენა. 26 მაისს მომიტინგეებისადმი ისეთი დამოკიდებულება ვნახე, რაც ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელებისადმი.
ის, რაც იმ ღამეს ხდებოდა, ძალიან ჰგავდა სიუჟეტს ფილმისა "შინდლერის სია". უკვე ბაბუა ვარ და ისეთი შემართება, რაც იქ მდგომ ხალხში ვნახე, ძალიან მეამაყება. გაიზრდებიან ჩემი შვილიშვილები და მოვუყვები 26 მაისის ამბავს. მეტრაბახება, რომ იმ სისხლიან ღამეს გმირების გვერდით ვიდექი.
ბოლო ოთხი წელია არც ერთი დარბევა არ გამომიტოვებია. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, შენ და გია სულ ნაცემები ჩანხართ ტელევიზორშიო. 7 ნოემბერს ორჯერ გავილახე, 6 მაისს ორი ტყვია მომხვდა თავში. 6 მაისის წლისთავზე რკინიგზაზე შუაგულ ჩხუბში აღმოვჩნდი და კარგად მიმბერტყეს. 26 მაისსაც დაახლოებით ასეთ რამეს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ სისასტიკეს ვერ წარმოვიდგენდი. თითოეულ მათგანს, ვინც იმ ღამეს რუსთაველის პროსპექტზე იდგა, სიკვდილი დაანახეს საკუთარი თვალით. არა მგონია, ეს ხალხის შესაშინებლად გააკეთეს, კიდევ გამოსვლა არ გაბედონო. ვფიქრობ, ეს სისასტიკე ხელისუფლების შიშის გამოხატულება იყო.
- 300 კაცის შეეშინდათ, როდესაც ამ ხელისუფლებამ 200-ათასიან მიტინგებს გაუძლო?
- რუსთაველზე ისეთი ვაჟკაცური მუხტი იყო, ამის ყოველთვის ეშინია ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, უმეტესობა ძალიან მშიშარაა. ისინი ამ შიშს საკუთარ გონებაში აშენებენ და არაადეკვატურ, მოდელირებულ სიუჟეტებს წარმოიდგენენ. როგორც "ქრონიკა" დაამოდელირეს, ისევე დაამოდელირეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ხალხის პროტესტს. თავად დაამოდელირეს სახელმწიფო გადატრიალება. სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა წარმოიდგინეს, რომ სკამებს კარგავდნენ და ეს მოდელირება გახდა იმ ხორცსაკეპი მანქანის ამუშავების მიზეზი.
საქართველოს ისტორია არც ჩვენით იწყება და არც მთავრდება, მაგრამ თუ ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ რეჟიმის დამხობა, საიქიოში გაგვყვება პასუხისმგებლობა, მოგვეკითხება, სად იყავით, ასე რომ უყურებდით ეროვნული ფასეულობების ნგრევასო. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და საქართველოს ისტორიის წინაშე, რომელიც ახლა იწერება. იმ უსამართლობის გაძლება, რაც დღეს ტრიალებს, შეუძლებელია. საზოგადოებაში შიშია დანერგილი, მაგრამ როდესაც შიში ღვივდება, მას ბოღმაც მოჰყვება.
ჯამს, სადაც ბოღმა გროვდება, საზღვარი აქვს და თუ ამ საზღვარს გადავიდა, ადამიანს ისეთი განცდა ეუფლება, როგორიც 26 მაისის ღამეს დავინახე რუსთაველზე. იმ ღამეს მეც მომხვდა ხელკეტები. ერთ კაცზე დაახლოებით ათი დამრბევი მოდიოდა. სპეცრაზმელები ყვიროდნენ, სამშობლოს გამყიდველებო, ქვეყნის მტრებოო. გიას კოჭი აქვს დაშავებული, გვერდები დაჟეჟილი და ერთი ნეკნი - გაბზარული, ბიძინა გეგიძეს კი მუხლი აღარ უმუშავებს, საოპერაციო აქვს.
მე ღამე თხრილში გავატარე, დილის რვის ნახევარზე კი სამი კორდონი ისე გამოვიარე, არავის გავუჩერებივარ. ქუდი მეხურა, მეგობრები მეფარებოდნენ, კედლებს მიყენებდნენ, რომ ძნელად დავენახე ვინმეს. იმ ღამეს ჩემი შვილებიც გაილახნენ, მაგრამ იქ რომ არ ვყოფილიყავი, ძნელი იქნებოდა ჩემს შვილებთან ავტორიტეტი შემენარჩუნებინა. იქ არყოფნას თავს არ ვაპატიებდი.
- ამის შემდეგ სად იქნებით?
- მიმაჩნია, რომ უნდა შედგეს ოპოზიციური სპექტრის საქართველოს ნაკრები, რომელიც ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდება. არანაირი ამბიცია არა მაქვს, არც რამეს თავმჯდომარეობაზე, არც სიის პირველნომრობაზე და არც კანდიდატობაზე. რა ადგილსაც ხალხი მომიჩენს და რაზეც შევთანხმდებით, ის იქნება ჩემი არეალი.
დღეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იარებს ვიშუშებ. 26 მაისის დანაშაულებრივ მოვლენებს სასწრაფოდ რეაგირება სჭირდება. დიდი ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად უახლოეს მომავალში ყველა ოპოზიციურ ლიდერს შევხვდები.
http://www.kvirispalitra.ge/politic/8189-q...smgeblobaq.htmlგრეჩიხა-"სპეცრაზმელები ყვიროდნენ, სამშობლოს გამყიდველებო, ქვეყნის მტრებოო"
ლიცემერი: ლოზუნგი : "ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია", საშიში ლოზუნგია, აქედან ერთი ნაბიჯია მეორე ლოზუნგამდე: "ვინც ჩვენთან არ არის, ის საქართველოს მტერია".
უზერებო, გაიხსენეთ არც თუ ისე შორეული წარსული, როდესაც თავად მოღალატეები ნათლავდნენ წესიერ და პატიოსან ადამიანებს მოღალატეებად , ხალხის მტრებად და სასტიკად უსწორდებოდნენ მათ. და საერთოდ, მოღალატის ძიება ტირანების საყვარელი თამაშია , რომელიც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზრის წინააღმდეგაა მიმართული
This post has been edited by licemer on 14 Jun 2011, 11:51
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.