#26180966 · 27 Jun 2011, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტარტ-აპ კომპანია ეძებს პარტნიორს ერთობლივი საქმიანობის დასაწყებად.
საქმიანობა ეხება ვებ-სივრცეში ფასიანი პროფესიული საძიებო სისტემის განთავსებასა და ადმინისტრირებას.
აღნიშნული საქმიანობის პროფესიული ნაწილის გამოცდილების მქონე ადამიანი (ე.წ. პირველი პარტნიორი) ეძებს - ვებპროგრამირების ცოდნისა და გამოცდილების მქონე პარტნიორს, რომელიც კომპანიას პროფესიული საძიებო მექანიზმის შექმნასა და ამუშავებაში დაეხმარება.
ვებპროგრამირების გამოცდილების მქონე პარტნიორმა უნდა განახორციელოს შემდეგი:
- პირველ პარტნიორთან ერთად შეიმუშაოს ვებზე დაფუძნებული საძიებო სისტემის კომპლექსი, ოპტიმალური და მომხმარებლისათვის ადვილად გამოსაყენებელი საძიებო მექანიზმი, რომელიც პროფესიონალებს დაეხმარება მათთვის საინტერესო მასალების მოპოვებაში;
- განათავსოს აღნიშნული საძიებო მექანიზმი ქსელში - ატვირთოს ვებზე, გამართოს სერვერი, უზრუნველყოს სერვერთან მუდმივი კავშირი;
- გატესტოს მექანიზმი, აღმოაჩინოს და გამოასწოროს შეცდომები ან სხვა ხარვეზები;
- უზრუნველყოს მექანიზმის გამართულად მუშაობა - განახორციელოს მისი თრაბელშუტინგი.
პარტნიორობა არის გრძელვადიანი და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ოპტიმალურ ვადაში შეძლებს ვებპროგრამირების სპეციალისტი ზემოაღნიშნული დავალებების შესრულებას.
სანაცვლოდ ვებპროგრამირების სპეციალისტი პარტნიორი მიიღებს წილს კომპანიაში და გახდება კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი - პირველ პარტნიორთან ერთად.
აღნიშნული შემოთავაზებით პირველი პარტნიორი მიზნად ისახავს დაზოგოს სტარტ-აპ ხარჯები. ვებპროგრამირების სპეციალისტი პარტნიორი სისტემის შექმნისა და ამუშავებისათვის გასამრჯელოს არ მიიღებს. თუმცა, მისი ეს საქმე ანაზღაურდება კომპანიაში წილის გადაცემით მას შემდეგ, რაც სისტემა გაიმართება და ფასიანი პროფესიული საძიებო მექანიზმი ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისათვის.
შემოთავაზება სერიოზულია და მიზნად არ ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. პარტნიორებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებით მოწესრიგდება წილის გადაცემის, ანაზღაურების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ეს არ არის ტრადიციული - იმუშავე/მიიღე ანაზღაურება ტიპის შემოთავაზება. ამიტომ გთხოვთ, ყურადრებით გაეცნოთ და გაიაზროთ.
თუ გსურთ, ცოტა დრო-ენერგიის დანახარჯის სანაცვლოდ მიიღოთ წილი შემოსავლიან კომპანიაში, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე startupengine@yahoo.com
Subject-ში მიუთითეთ: 'პარტნიორობა'
წარმატებები!
This post has been edited by ლლევ on 27 Jun 2011, 11:23
|