ვიღაცა იტყვის გაგიჟდაო, მაგრამ რეალურად რო დაუფიქრდე - აუცილებელ ყოველდღიურ საჭიროებას აღარ წარმოადგენს კაცი ოჯახში... არ ვამბობ რომ ზოგადად არაა გვჭირდება ქალებს, კი გვჭირდება და გვინდა, მაგრამ
ოჯახში კაცის საჭიროების საკითხი მინდა წამოვაყენო ამ თემაში...
ნაბიჯ-ნაბიჯ რო მივყვეთ -
სახლსაც შენ ალაგებ
ტანსაცმელსაც შენ უვლი
პროდუქტები შენ მოგაქ
სადილსაც შენ ამზადებ
ბავშვსაც უვლი
კაცი რას აკეთებს?
მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ სანტექნიკის პრობლემა დადგეს,
ან მანქანა გაფუჭდეს, ან მსგავსი - მაგის ხვეწნას და ბოდიალის ლოდინს ისევ ჯობია სპეციალისტი გამოიძახო და ნერვების მოშლის გარეშე ადამიანურად გაგიკეთოს...
ამას გარდა, რამდენი საზრუნავი მოგეხსნება - კაცების უმეტესობა ხო დიდი ბავშვივითაა, მოსავლელი, საზრუნავი, საკუთარი და ბავშვების გარდა მაგისი ტანსაცმელი, საკვები, დაყრილი და არეულიც გემატება...
თუ კარგი შემოსავალი გაქ, თუნდაც ბავშვები გყავდეს, დაიქირავე ძიძა და ბევრად გაგიადვილდება... კაცი კი ცხოვრობდეს თავისთვის და კვირაში 2-3ჯერ ნახულობდე - არც გრძნობა გახუნდება და არც ნერვებს მოუშლით ერთმანეთს

ეს ყველაფერი ყოველგვარი ფემინისტური აზრების გარეშე...
და რა თქმა უნდა ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობენ

აპა, ქალებო, რა აზრის ხართ?