აშშ-ში იმ ავტომობილთა სია გამოქვეყნდა, რომლებიც ყველაზე საშიშნი არიან ადამიანთა სიცოცხლისთვის და რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ავარიაში.
კერძოდ, ამერიკის იმ ინსტიტუტმა, რომელიც ახალი მოდელების ტესტებს ატარებს, ქვეყანაში 2006-2009 წლებში მომხდარი ავტოავარიების სტატისტიკა შეადგინა.
სიაში მხოლოდ ის ავტოავარიები მოხვდნენ, რომლებსაც თავის დროზე მსხვერპლი მოჰყვა, ავტომობილი კი 2005-08 წლებში არის გამოშვებული.

შედეგების თანახმად, ყველაზე „მკვლელი“ ავტო Nissan 350Z კუპე გახდა, რომელმაც სამ წელიწადში 143 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე ადგილზე ასევე Nissan-ის სხვა მოდელი გავიდა - Nissan Titan – 126 შემთხვევა.
მესამე ადგილზე Chevrolet-ის ორი მოდელი გავიდა, სედანი Aveo - 119 შემთხვევა და Cobalt – 117 შემთხვევა. აღნიშნული სიის მეხუთე ადგილი კი კვლავ Nissan Titan-ის ოთხადგილიანმა მოდელმა დაიკავა.
http://www.onlinenews.ge/index.php?id=10235&lang=geo This post has been edited by >gorski*lud*lover> on 15 Jun 2011, 15:52