არ ვიცი ეს სასაცილო თუ სატირელი...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2011 წლის 12 ივნისს, მოსკოვში, მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებით
2011 წლის 12 ივნისს მოსკოვში უნდა გამართულიყო ე.წ. „ მრისხანების დღისადმი" მიძღვნილი მორიგი მშვიდობიანი აქცია. აქციის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ საკუთარი მოთხოვნების გადაცემა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა უხეში ძალის გამოყენებით აღკვეთეს მიტინგის ჩატარების მცდელობა და დააკავეს აქციის ათეულობით მონაწილე.
რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ არაადეკვატურად მოექცა განსხვავებული აზრის გამოსათქმელად შეკრებილ საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს, ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა საპროტესტო აქციის მონაწილეები.
რუსეთში წესად იქცა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების აკრძალვა და დარბევა. ამას თან ერთვის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ადვოკატების, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების დევნა და მკვლელობები ქალაქების ქუჩებსა თუ საპატიმროებში.
დღევანდელი რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია უხეში ძალის გამოყენებაზე, აგრესიასა და რეპრესიებზე, რაც მას უაღრესად საშიშს ხდის როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.
თბილისი, 2011 წლის 13 ივნისი.
თუ იყო ამაზე თემა ...დახურეთ...
This post has been edited by iakhsari on 17 Jun 2011, 11:23