#25996672 · 15 Jun 2011, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PSP go ჩამომივიდა და ცოტა უცნაური პრობლემა მაქვს. როცა ვრთავ რამოდენიმე წამში გამოდის სკრინსეივერი და საათსა და კალენდარს მიჩვენებს, სხვა ფუნქციები კი იბლოკება. თუ მოასწარი შეიძლება ცოტა ხნით მენიუ გამოჩნდეს და სცადო იქ რამეში შესვლა, მაგრამ წამებში ისევ საათის სკრინსეივერი ერთვება. ბიოსში შესვლასაც ვახერხებ, მაგრამ იქ ზოგ ფუნქციაზე ასევე ბლოკია და არ ვიცი რა ვუყო. არასოდეს მქონია PSP go, ბავშვებს ვუყიდე ეხლა და ამის არაფერი მესმის. ხომ არავის გქონიათ მსგავსი პრობლემა?! მყავდა დღეს ერთი დამჩიპავი PSP -ს "სპეციალისტი" (დასაჩიპად მოვიყვანე), მაგრამ ვერ გაერკვა. ასეთი არაფერი შემხვედრია და დავშალოთ, პროცესორი მოვხსნათ, იქნებ უშველოსო, შემომთავაზა, მაგრამ მე ვიუარე. მირჩიეთ რა გავაკეთო?! თუ იცით რამე იქნებ დამიPM-ოთ ან თემაში დაწეროთ.
წინასწარ მადლობა.
|