მეც ძალიან მაინტერესებს ეს თემა, ოჯახის 2 წევრია რეპრესირებული
იურისტი არ ვარ და თუ ვინმემ იცით, გთხოვთ განმიმარტოთ,
1. რა ცნობა უნდა ავიღო უშიშროებიდან? (მგონი ვაჟა-ფშაველაზე უნდა მივიდე მოდულის შენობაში)
2. შ.ს.ს საარქივო სამსახური სადაა?
3. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსმა უარი მითხრა, (რას ნიშნავს სამკვიდრო მოწმობა? და რის საფუძველზე გაიცემა?)
ჯერ არ არის დაზუსტებულიო რა სახით გავცემთო,
თუმცა როგორც ვიცი რამოდენიმე ადამიანმა უკვე აიღეს ეს მოწმობა და საბუთებიც შეიტანეს სასამართლოში
საჭირო საბუთების ჩამონათვალი ასეთია, საია-ს განმარტებით:
1. სასამართლოს გადაწყვეტილება, პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
2. უშიშროების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურში აღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.
4. ქორწინების მოწმობა რეპრესირებულთა მეუღლეთათვის და დაბადების მოწმობა რეპრესირებულთა შვილებისათვის
5. სამკვიდრო მოწმობა გაცემული ნოტარიუსის მიერ, ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა
ბიძიებოოო, დეიდებოოო
ვინმე თუ ერკვევით, გთხოვთ დაგვეხმარეთ რაააა
საერთოდ რას ფიქრობთ, ღირს ამდენი წვალება? რამდენად რეალურია დახმარების მიღება?
თუ მორიგი ბლეფია?
ჯერ ნახევარი საბუთებიც არ მომიგროვებია და 200 ლარამდე დავხარჯე უკვე