სრული სახელი: Manchester City Football Clubმეტსახელები: The Citizens, The Bluesმოედანი: City of Manchester Stadiumტევადობა:47,726მფლობელი: შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიან მენეჯერი: ხალდუნ ალ მუბარაკმწვრთნელი: რობერტო მანჩინიკაპიტანი: კარლოს ტევესიინგლისის ჩემპიონი: 1936/37, 1967/68 (2) ინგლისის ასოციაციის თასი: 1904, 1934, 1956, 1969 (4)ლიგის თასი: 1970, 1976 (2)ინგლისის სუპერ თასი: 1937, 1968, 1972 (3) ევროპის თასების მფლობელთა თასის: 1970 (1)მანჩესტერ სიტის ისტორიამანჩესტერ სიტის ისტორია"მანჩესტერ სიტი" წმინდა მარკის ეკლესიის მსახურებმა და მრევლმა დააარსეს 1880 წელს, გორტონის დასახლებაში, აღმოსავლეთ მანჩესტერში. კლუბის დაარსების ძირითადი მიზანი იყო ძალადობის და ალოკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის კი ადგილობრივებს იწვევდნენ სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. გუნდის ჩამოყალიბებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მნათეებმა: უილიამ ბისტოვმა და ტომას გუდბეჰერმა, ასევე რექტორის ქალიშვილიმა ანა კონელმა. ანა კონელი ერთადერთი ქალია რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში.გუნდის პირველი სერიოზული წარმატება დაფიქსირდა 1904 წლის 23 აპრილს, როცა გუნდმა მოიგო "ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი", იმავე წელს გუნდი პირველ დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატების შემდეგ კლუბს ცუდი პერიოდი დაეწყო, 1906 წელს ფინანსური მაქინაციების გამო კლუბის 16 ფეხბურთელს აღარ შეეძლოთ "სიტის" მაისურით თამაში, მათ შორის იყო კაპიტანი ბილი მერედითი.1930 წელს "სიტიმ" დაიწყო ტიტულებზე ნადირი. ამავე წელს, "სიტიმ" მესამე პოზიცია დაისაკუთრა პირველ დივიზიონში და გავიდა "ასოციაციის თასის" ნახევარფინალში, სადაც "არსენალთან" დამარცხდა, ბოლო წუთზე გაშვებული ბურთით. ამის შემდეგ "სიტი" ორჯერ ზედიზედ გავიდა თასის ფინალში, ჯერ 1933 წელს როდესაც დამარცხდა "ევერტონთან", შემდეგ 1934 წელს და ამჯერად მან უკვე აღარავის დაუთმო ჩემპიონობა, ფინალში კი "პორტსმუთს' სძლია. ასევე კლუბი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1936/37 წლების სეზონზე. თუმცა ეს წარმატებული სერია "სიტიმ" თავად ჩაახშო. 1937/38 წლების სეზონზე გუნდი კვლავ ჩამოქვეითდა მეორე დივიზიონში. ამის შემდეგ ინგლისში ჩემპიონატები დროებით შეჩერდა, მიზეზი ამისა კი იყო მეორე მსოფლიო ომი.1949 წელს კლუბმა იყიდა გერმანელი მეკარე, ბერტ ტრაუმანი. მან ჩაანაცვლა ფრანკ სვიფტი. ამ ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქომაგებში, 20 000 კაცი გამოვიდა ქუჩებში და აპროტესტებდნენ ამ ტრასნფერს.1956 წლის ფინალი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფინალი ამ თასის არსებობის ისტორიაში, თამაშში სადაც "მან. სიტიმ" "ბირმინგემ სიტი" დაამარცხა 3:1, მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კერძოდ: "სიტის" მეკარემ, ბერტ ტრაუმანმა განაგრძო თამაში მას შემდეგ რაც მან კისერი მოიტეხა.მანჩესტერ სიტის 1963-76 წლებში "ოქროს ხანა" ედგა , მალკომ ელისონის და ჯო მერსერის წყალობით სიტიმ შეძლო და მოიგო ინგლისის უმაღლესი დივიზიონი , ლიგის თასი , ქომუნითი შილდი , ასოციაციის თასი და თასების თასი.მაგრამ უკვე 80-იანი წლებიდან გუნდს რეგრესი დაეწყო , მათ რეკორდი დაამყარეს და 7-ჯერ მოიგეს ინგლისის მეორე დივიზიონი. ბოლოს კი სიტი 2003 წელს ამოვიდა პრემიერ ლიგაში , 2002/03 წლების სეზონი იყო კლუბის უკანასკნელი სეზონი რომელიც მათ "მაინ როუდზე" ჩაატარეს. ამის შემდეგ კლუბი ახალ სტადიონზე "სითი ოფ მანჩესტერ სტადიონზე" გადავიდა სათამაშოდ, რომელიც 2002 წელს აშენდა. 2003/04 წლების სეზონი მანჩესტერული გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, გუნდი დიდი წვალების შემდეგ გავიდა 16 ადგილზე, ბურთების შეფარდება კი მხოლოდ +1 იყო. კიგანმა გუნდი 2005 წლის მარტში დატოვა და მის ნაცვლად სწიუარტ პირსი მოვიდა. მან გუნდი მერვე პოზიციაზე გაიყვანა და მხოლოდ 1 პოზიცია დააკლდა გუნდის "უეფაზე" გასაყვანად. "სიტიმ" კარგად დაიწყო 2005/06 წლების სეზონი მაგრამ საშინლად დაასრულა იგი, უკანასკნელ 10 თამაშში წააგო 9. "სიტი" გავიდა 15-ზე. შემდეგ სეზონში გუნდი გავიდა 14 პოზიციაზე. პირსმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად შვედეი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი მოვიდა, მან "სიტი" ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. თუმცა მან გუნდი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გაიყვანა. მან გუნდი დატოვა და მის შემცვლელად მოვიდა მარკ ჰიუზი.ჰიუზის მოსვლიდან რამოდენიმე თვეში გუნდი იყიდა ჯგუფმა - "აბუ დაბი იუნაიტდმა".2009 წელს ჰიუზმა გუნდის მთლიანი შეცვლა გადაწყვიტა და განახორციელა რამოდენიმე ხმაურიანი შენაძენი. კლუბში მოვიდნენ: როკი სანტა კრუზი, გარეთ ბარი, კარლოს ტევესი, ემანუელ ადებაიორი, ქრეიგ ბელამი, კოლო ტურე და ჯოლეონ ლესკოტი. ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. წინასასეზონო მატჩში მათ "ბარსელონაც" კი დაამარცხეს. 17 ტურის მატჩის მერე, სადაც "სიტიმ" "სანდერლენდს" 4:3 სძლია გუნდიდან გაგდებულ იქნა მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი და მის ნაცვლად დაინიშნა ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი.სიტიმ მანჩინთან ერთად არა ერთი კარგი თამაში ჩაატარა , მაგრამ მან წააგო დერბიში და დამარცხდა ტოტენჰემთან 0 : 1 , ამ თამაშით კი გაირკვა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე მეოთხე ინგლისური კლუბის ვინაობა . ეს სეზონი მანჩინისთვის და სიტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა , რადგან გუნდის და მწვრთნელის მიზანი ლიგაზე გასვლა იყო. გუნდმა სეზონი დაასრულა მეხუთე ადგილზე 67 ქულით და ევროპის ლიგაზე გავიდა. მან ბოლო თამაში ითამაშა ვესტ ჰემ იუნაიტედთან სადაც ფრე 1 : 1 ითამაშა.2010/2011 სეზონის დაწყებამდე , მანჩინიმ სიტის მფლობელისგან მიიღო ფინანსური დახმარება რათა განეახლებინა შემადგენლობა. პირველი შენაძენი ჯერომ ბოატენგი გახდა , შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს სიტიმ შეიძინა დავიდ სილვა და იაია ტურე . სიტის შემადგენლობას ასევე შეუერთდნენ მარიო ბალოტელი , ალექსანდრე კოლაროვი და ჯეიმს მილნერი . მაგრამ გუნდი დატოვა სტივენ აირლენდმა/მარტინ პეტროვმა/სილვინიომ/ხავიერ გარიდომ/ვალერი ბოჟინოვმა და ბენჯანი მვარუვარიმ. ასევე განათხოვრებული იქნა სიტის ფანების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი.2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კი, სიტიმ შეიძინა ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო
სეზონის ბოლო წარმატებული აღმოჩნდა სიტისთვის.ისტლენდელებმა FAს თასის ნახევარფინალში იუნაიტედი დაამარცხეს სადაც გამარჯვების გოლი იაია ტურემ გაიტანა.ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაამარცხეს ტოტენჰემ ჰოტსპური და ფინალში სტოკ სიტი,რომელშიც გამარჯვების გოლი ისევ იაია ტურემ გაიტანა და საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა სიტის ისტორიაში.
2010/2011 წლის სეზონი სიტისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.გუნდმა მოიგო პირველი ტიტული და დაიკავა მესამე ადგილი.
2011/2012 წლის სეზონს გუნდი ძალიან დიდი ოპტიმიზმით ხვდება.
ფანებს იმედი აქვთ რომ გუნდი პროგრესს გააგრძელებს და უფრო დიდ გამარჯვებებს მიაღწევს................
"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი შემადგენლობამეკარეები: #1.შეი გივენი |1.85 მ|22.04.1976|ირლანდია|
#12.სტუარტ ტეილორი |1.96 მ|28.11.1980|ინგლისი|
#25. ჯო ჰარტი|1.91 მ|19.04.1987|ინგლისი|
#37.გუნერ ნილსენი|ფარერის კუნძულები|
მცველები: #სტეფან სავიჩი[მონტენეგრო]
#2.მიკა რიჩარდსი |1.80 მ|24.06.1988|ინგლისი|
#5.პაბლო ზაბალეტა |1.79 მ|16.1.1985|არგენტინა|
#13.ალექსანდრე კოლაროვი |1.87 მ|10.11.1985|სერბეთი|
#17. ჯერომ ბოატენგი|1.92 მ|3.09.1988|გერმანია|
#19.ჯოლეონ ლესკოტი |1.88 მ|16.08.1982|ინგლისი|
#22.გაელ კლიში [1.76მ]26.07.1985]საფრანგეთი]
#?.გრეგ კანინჰემი|1.83 მ|31.01.1991|ირლანდია|
#28.კოლო ტურე |1.83 მ|19.03.1981|სპილოს ძვლის ნაპირი|
#30. შელეუმ ლოგანო|1.80 მ|29.01.1988|ინგლისი|
#36.იავან ვიდალი|1.83 მ|10.05.1989|ინგლისი
#38.დედრიკ ბოიატა |1.88 მ|28.11.1990|ბელგია|
ნახევარმცველები: #4.ვინსენტ კომპანი |1.93 მ|10.04.1986|ბელგია|
#6.მაიკლ ჯონსონი |1.83 მ |21.02.1988|ინგლისი|
#7. ჯეიმს მილნერი|1.75მ|4.01.1986|ინგლისი|
#8.შონ რაით-ფილიფსი |1.66 მ|25.10.1981|ინგლისი|
#11.ადამ ჯონსონი |1.75 მ|14.07.1987|ინგლისი|
#18.გარეტ ბერი |1.83 მ|23.02.1981|ინგლისი|
#21.დავიდ სილვა|1.70 მ|8.01.1986|ესპანეთი|
#29.კელვინ ეტუჰუ|1.85 მ|30.05.1988|ნიგერია|
#34.ნაიჯელ დე იონგი |1.74 მ|30.11.1984|ჰოლანდია|
#42.იაია ტურე|1.91 მ|13.05.1982|სპილოს ძვლის ნაპირი|
#50.აბდისალამ იბრაჰიმი |1.88 მ|8.02.1991|ნორვეგია|
თავდამსხმელები: #10.ედინ ჯეკო|1.93 მ|17.03.1986|ბოსნია|
#27.ჟო |1.89 მ|20.03.1987|ბრაზილია|
#32.კარლოს ტევესი |1.73 მ|5.02.1984|არგენტინა|
(კაპიტანი)#43.ალექს ნიმლი|1.80 მ|11.05.1991|ინგლისი|
#45.მარიო ბალოტელი|1.90 მ|12.08.1990|
ჩექმა|
კლუბის რეკორდები და ანტირეკორდებიყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ლიგაში:"დარვენთან" 10:0 - 1899 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება "FA" თასზე:"სტენლისთან" 12:0 - 1890 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ლიგაში:0:8 "ბოლტონთან" - 1894 წელს; 0:8 "ვულვზთან" - 1933 წელს; 1:9 "ევერტონთან" - 1906 წელს; 2:10 "სმოლ Hითთან" - 1893 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება "FA" თასზე: 0:6 "პრესტონთან" - 1897 წელს; 2:8 "ბრედფორდთან" - 1946 წელს
სარეკორდო დასწრება ერთ თამაშზე: 84,569 კაცი "სტოკთან" - 1934 წელს
ყველაზე მეტი შეხვედრა ლიგაში: 561 მატჩი + 3 ჯერ ცვლილებაზე - ალან ოუქსი
ყველაზე მეტი შეხვედრა საერთოდ:676 მატჩი + 4 ჯერ ცვლილებაზე - ალან ოუქსი
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი: ერიკ ბრუკი - 177 გოლი
ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში 1 ფეხბურთელის მიერ: ტომი ჯონსონი - 38 გოლი
სარეკორდო სატრანსფერო გადახდილი თანხა:რობინიო - "რეალიდან" "სიტიში" - 32.5 მილიონი ფუნტი
სარეკორდო სატრანსფერო მიღებული თანხა:შონ რაით ფილიფსი - "სიტიდან" "ჩელსიში" - 23 მილიონი ფუნტი.
სტადიონი"მანჩესტერ სიტი"-ს ამჟამინდელი საშინაო არენა არის "City of Manchester Stadium"-ი. სტადიონი 47 726 ადამიანს იტევს. სტადიონი გუნდს ეკუთვნის 2002/03 წლების სეზონის შემდეგ, მას შემდეგ რაც კლუბმა "მეინ როუდი" მიატოვა.
მეინ როუდი

სტადიონი თავდაპირველად არ იყო აშენებული ფეხბურთისთვის, ამიტომ "სიტის' მმართველობამ 30 მილიონი ფუნტი დახარჯა მისი რეკონსტრუქციისათვის. პირველი მატჩი რომელიც "სიტიმ" ამ მოედანზე გამართა იყო "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართა. მანჩესტერელებმა 2:1 მოიგეს.
City Of Manchester Stadium


მანამდე კი "სიტიმ" ბევრი მოედანი გამოიცვალა. 1880/87 წლებს შორის გუნდმა 5 მოედანი გამოიცვალა. შემდეგ კი გუნდმა "ჰაიდ როუდი" დაისაკუთრა, სადაც 1920 წლამდე თამაშობდა. ამ წელს კი ხანძარმა სტადიონის ძირითადი ნაწილი დააზიანა, ამის გამო გუნდი სათამაშოდ "მეინ როუდზე" გადავიდა. სადაც 2002/03 წლებამდე თამაშობდა. თავდაპირველად მოედანს "დასავლეთის უემბლი" ეწოდა, რადგან ის 84 000 კაცს იტევდა. ამის შემდეგ სტადიონმა რამოდენიმე რეკონსტრუქცია გადაიტანა. საბოლოოდ კი 1995 წელს მისი ტევადობა 32 000 კაცამდე შემცირდა. ამის გამო გუნდმა ეს სტადიონიც მიატოვა.
შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიან 
მანჩესტერ სიტის მფლობელი,შეიხ მანსური დაიბადა 1970 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.იგი არის ემირატების ამჟამინდელი მმართველის ნახევარძმა.სკოლის დამთავრების შემდეგ,მანსური სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.იგი გახლავთ ბაკალავრი პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ბიზნესი მანსური არის International Petroleum Investment Company-ის მმართველი.და იგი ფლობს ემირატებში ჩადებული ინვესტიციების
71%-ს !
შეიხ მანსური და მანჩესტერ სიტი როგორც ცნობილია,შეიხ მანსურს სურდა ეყიდა ინგლისური საფეხბურთო კლუბი,რომელსაც ექნებოდა დიდი ტევადობის სტადიონი.მანჩესტერ სიტის სტადიონი კი (რომელსაც ამჟამად უკვე Etihad Stadium ქვია და etihad-ს სტადიონის სახელის გადარქმევა 400 მილიონი ფუნტი დაუჯდა.(რაც არის რეკორდული ციფრი))ინგლისში ტევადობით მეექვსე ადგილზე გახლდათ.სხვა არცერთ mid-table-გუნდს არ ქონდა მსგავსი ტევადობის სტადიონი და სწორედ ამან იქონია ზეგავლენა შეიხის არჩევანზე.
მანჩესტერ სიტის გარდა იგი ფლობს არაბუულ საფეხბურთო კლუბ Al-Jazira-ს
შეიხ მანსურის ჰობია ცხენზე ჯირითი.მას არაერთ ტურნირში აქვს მიღებული მონაწილეობა და ბევრ მათგანში გაიმარჯვა კიდეც.
შეიხ მანსურს ყავს ცოლი და 1 შვილი.
ექსპერტების თქმით შეიხ მანსურის ბიზნესი განუწყვეტლივ იზრდება და ფართოვდება და არაფერი მოასწავებს მის გაკოტრებას.ასერომ მინდა აქიდანვე გაგიქარწყლოთ იმედები იმის შესახებ რომ ჭაბურღილები დაშრება,შეიხი გაკოტრდება,რუსეთი დაიშლება,ევროკავშირში შევალთ,ნატოს კარი ღიაა,ზვიადი ცოცხალია და ასე შემდეგ.წინა თემების ლინკებიManchester City Football Club IManchester City Football Club IIManchester City Football Club IIIManchester City Football Club IVManchester City Football Club VManchester City Football Club VIManchester City Football Club VII(დაილუქა კარანტინის გამო)Manchester City Football Club VIIIManchester City Football Club IXManchester City Football Club XManchester City Football Club XIManchester City Football Club XIIManchester City Football Club XIIIგანსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლუზ იორსელფს და მუჩა-ლუჩას ინფორმაციის მოწოდებისთვის
This post has been edited by nikato-nikato on 11 Jul 2011, 11:50