#18080823 · 20 Feb 2010, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადმე არის ყალბი ანგარიშ-ფაქტურის დეფინიცია კანონში?
სიტუაცია ასეთია: შედგა ფიქტიური გარიგება, გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა, რეალურად გაყიდვა არ შემდგარა.
საგადასახადო კოდექსში წერია:
მუხლი 140. დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 2. პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსში:
მუხლი 210. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება 1. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
მაინტერესებს რის საფუძველზე ითვლება და რითი დასტურდება რომ ასეთნაირად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა "ყალბია" და რატომ განიხილება სსკ-ს 210 მუხლით და არა საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლით?
* * * მით უმეტეს, რომ საგადასახადო კოდექსის 140 მუხლში ნახსენებია: "...თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა..." ანუ ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია და ყალბი ანგარიშ-ფაქტურა სხვადასხვა რამეებია.
|