ძლივს მოვაგენი თემას, სათაური დამავიწყდა

ახლა შევეცდები აღვწერო ვარჯიში. მიახლოვებითი სურათი ვერსად ვიპოვე და იმედია გამიგებთ რასაც დავწერ

როგორც მივხვდი, ძირითადად მამაკაცებს გაქვთ ეს პრობლემა და ყველა ტრენაჟორებზე დადიხართ. ამიტომ ერთ ვარჯიშს დაგიწერთ.
დგებით გამართული წელში განზე მხრების სიგანეზე /შეიძლება უფრო მეტადაც/ გაშლილი ფეხებით. ხელში გიჭირავთ ჰანტელები. საწყის ეტაპზე მსუბუქი წონა, ვინდაიდან მოძრაობა ბევრჯერ უნდა გაიმეორო, მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30 სწრაფ ტემპში. დიდი წონით ამას ვერ გააკეთებ და რაც მთავარია, ქონის დასაგდებად აუცილებელია სწრაფი მოძრაობა მცირე წონებით და არა ნელი დიდით.

ამაზე დიეტის თემაში მაქვს ბლომად დაწერილი.
გადავდივართ მეორე პოზიციაზე. გაშლილი ფეხები, გამართული წელი და ორივე ხელში ჰანტელები გვიჭირას. გადავიხაროთ მარცხნივ გვერდზე და მარცხენა ხელი ქვევით დავწიოთ.
ყურადღება: გადავიხაროთ გვერდზე და არა წინწახრით!!!მარჯვენა ჰანტელიანი ხელი მოვღუნოთ და ჰანტელი წელის გასწვრივ იღლიამდე ავაცუროთ. ნუ, ახლა სხეულს ჰანტელი არ ეხება, არ დაილურჯოთ, ასე ვიმეორებთ ერთ მხარეს მინიმუმ 20, მაქსიმუმ 30. ვისვენებთ. წყლის დალევაც მოსულა

იგივეს ვიმეორებთ ახლა მეორე მხარეს. ერთი ციკლის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეისვენოთ 1-,1,5 წუთი და მეორე წრეზე მიდიხართ

უფრო სწორედ, წყლის დალევა აქ მოსულა.
ჰანტელის წონა 1 კგ-დან სეიძლება და მაქსიმუმ 5 კგ. უფრო დიდით ტყუილად დაიღლებით და 20-მე ვერ ააღწევთ.
მავარია: სწრაფად გამეორება და გამეორებათა რაოდენობა და არა სიმძიმე. კიდევ, თავიდან შეგიძლიათ საერთოდ წონის გარეშეც გააკეთოთ 
და სუნთქვა - ისუნთქეთ აუცილებლად. სუნთქვის წესიც დიეტის თემაში მაქვსლინკეს დაგიდებთ და მიყევით ჩემს რჩევებს:
დიეტა. ამ ლინკს მიჰყევი.
This post has been edited by Natuka NGN on 24 Jul 2008, 22:58