გმირები...
გმირობა...
ეს მაინც ექსტრემუმია ალბათ ნებისმიერ ერსა და ეპოქაში.
ისინი მცირენი არიან რიცხვსა და დროში...
მათი ნამოქმედარი განსაკუთრებულია...
როგორც წესი, განსაკუთრებული... თითქმის ან სრულად მითიურია მათი ადგილიც ისტორიაში...
ვის მიიჩნევთ ქართველ გმირებად ისტორიის ნებისმიერი პერიოდიდან?
როგორ იქმნებოდნენ და იქმნებიან გმირები?
ასეთი კითხვები საექიმო ანამნეზს ემსგავსება, მაგრამ მართლა საინტერესოა როგორი შიძლებოდა ყოფილიყო წარსულში და როგორია გმირობის აღქმა დღეს...
ვფიქრობ, სახეზეა ამ ფენომენის აშკარა სუროგაცია...
ყოველგვარი ცინიზმის გარეშე ვკითხულობ:
ცოტა უხერხული ხომ არ არის ჩვეულებრივი ნამიტინგარი ადამიანების ჰეროიზაცია იმ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დიადი გმირების სამშობლოა!...
უხერხულად ხომ არ გამოიყურება მუდმივი მცდელობა, ყოველი ხელკეტგადაკრული, წყალჭავლმისხმული ან გაზცრემლდენილი ადამიანი ნახევარქრისტედ წარმოვაჩინოთ...
არ ვსაუბრობ მიტინგების დაშლის ნაციონალურ თავისებურებებზე და სამართლიანობა-უსამართლობაზე... ვსაუბრობ ასეთი აქტის საკრალიზაციის და ამ აქტის მოანწილე ადამიანების ჰეროიზაციის მცდელობებზე საქართველოს სინამდვილეში...
თუ ასეთი ადამიანები ერთ ღამეს საპატიმროშიც გაატარებენ, ამ დაწესებულებას განდის ღიმილით და მიმდევრების მიერ ხელში ატაცებულნი ტოვებენ...
ეს ართი კონტექსტია მხოლოდ...
გავიხსენოთ სხვა ტიპის და ჩამოსხმის გმირებიც...
ისინი ბლომად არიან...
მიმაგრებული სურათი