დავით ასანიძის განცხადებით, კომპანიას ტარიფთან დაკავშირებული ვალდებულება სატენდერო ხელშეკრულებით არ გააჩნია
15:27 17-06-2011
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანიას ტარიფთან დაკავშირებული ვალდებულება სატენდერო ხელშეკრულებით არ გააჩნია.
როგორც ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ივლისიდან სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს.
"ბოლო დღეებში ბენზინის ფასი იზრდება. ეს კი პირდაპირპროპორციულად გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩამოვა სამარშრუტო ტაქსები და ვნახავთ. ხარჯებში თუ ჩავეტევით, მგზავრობის ტარიფი არ გაძვირდება", _ აცხადებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი.
ასანიძის თქმით, კომპანია ყველა მძღოლს დაასაქმებს. ისინი მეწყვილეებთან ერთად იმუშავებენ და მორიგეობით მოუხდებათ ხაზებზე მუშაობა. სულ კომპანია 2464 ახალ სამარშრუტო ტაქსს შეიძენს, დასაქმებული კი სულ 5 ათასამდე მძღოლი იქნება.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, შესაბამისად ყველა მძღოლს არ მოუწევს 500 ევროს კომპანიის ანგარიშზე შეტანა. აღნიშნული იქნება, როგორც საგარანტიო თანხა. იმ შემთხვევებისთვის, თუ მძღოლი რაიმეს დააშავებს ჯარიმა აღნიშნული თანხიდან დაიქვითება.
საუბრისას ასანიძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში 353 ცალი ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები მიმდინარე თვის ბოლომდე შემოვა.
"ქრისტიან-დემოკრატები" პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თბილისის მთავრობისგან სამარშრუტო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიის სხდომაზე, რომლის წევრი თავადაც იყო, მაშინდელი კომპანია "თბილლაინის" ამჟამად კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის 1 იანვრამდე მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდებოდა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტენდერის ჩატარების შემდეგ, უპირობოდ დასაქმდებოდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...r-gaachnia.htmlსგსგ გიგი
კიდე უფრო მაგრად გვიხმარეთ
iakhsariსპეცნაზი აქეთ მოგვესახურება აწი, შეღავათიანი ტარიფებით
მიტინგის დარბევა – კაცი 3 ლარი
This post has been edited by ჩოხა on 17 Jun 2011, 15:45
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა