ბოლო დროს ბევრისგან ვიგებ მსგავს ისტორიებს
ისტორია # 1
ჩავდიოდი მეტროში და ქალმა, რომელიც გვერდითა ესქალატორიდან ამოდიოდა თვალი ჩამიკრა და თავით მანიშნა გამომყევიო, მეც უცებ ჩავირბინე კიბეები და ამოვირბინე, მითხრა რომ დილით ქმარმა ცემა და უნდა რო შური იძიოს და ვინმესთან დაწვეს, მეც არ ვიბნევი და ამყავს სასტუმროში და ქალს ვაძლევ შურისძიების უფლებას....
ისტორია #2
ავედი "მარშუტკაში" და შევამჩნიე ბოლოში, ფანჯრის მხარეს გოგო იჯდა მოწყენილი, და რამოდენიმე გაჩერების მერე შევამჩნიე რომ ტიროდა, გადავჯექი ვკითხე რა გჭირს მეთქი და მითხრავერ გეტყვიო, სად მიდიხარ მიგიყვან მეთქი და წასასვლელი არსად მაქვსო, სახლში აგიყვან ჩემთან მეთქი და გამომყვა. თურმე ქმრისთვის ნათქვამი ქონდა რომ თამაშისთვის თავი დაენებებინა თორემ პირველივე შემხვედრ კაცს მისცემდა. ქმარმა კიდე არ დაანება რათქმაუნდა და გოგომაც ნათქვამი აუსრულა.
და მსგავსი ისტორიები კიდევ ბევრი ( რამდენია სიმართლე და რამდენი ტყუილი არ ვიცი ), უბრალოდ შევეცადე მოკლედ დამეწერა შინაარსი : D მაგრამ რისი თქმა მინდა :
გოგოებო თვლით რომ ქმარზე შურისძიებისთვის ღალატი დასაშვები და მისაღებია ??
პ.ს. სკანდალური სათაური კი გამომივიდა