მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ა.წ. 3 ივლისს მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი.(უნდა ჩატარებულიყო 26-ში,და უკვე დაგეგმილი დრაგის გამო გადავიტანეთ ერთი კვირით)
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი
3) გადაიხადოს შენატანი 50 ლარი (ეკიპაჟზე).
შეჯიბრის ფორმატია ე.წ. Trial
ანუ მოკლე, მაგრამ საინტერესო და დაბრკოლებებიანი ტრასის გავლა დროზე.
შეჯიბრის ჩატარების ადგილია დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორია.
შეჯიბრი იწარმოებს სამ ჯგუფში.
1) სტანდარტული. ამ ჯგუფში აკრძალულია სტანდარტულზე 1 ინჩით მეტი დიამეტრის საბურავები. ავტომობილის ბაზა (წინა და უკანა ხიდებს შორის მანშილი) უნდა იყოს პატარა (ზუსტი მონაცემები დამატებით გამოცხადდეება).
2) მონსტრები. ამ ჯგუფში მონაწილეობენ დიდი ბაზიანი ავტომობილები. საბურავების ზომაზე და ლიფტზე შეზღუდვები არაა თუმცა ძაან გამონსტრებული ავტომობილი მსაჯების მიერ შეიძლება გადაყვანილი იყოს "ექსტრიმ" კატეგორიაში.
3) ექსტრიმი. ამ ჯგუფში დაშვეულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. ერთადერთი პირობაა რომ მანქანა ზოგადი დანიშნულების გზებისთვის იყო დასაშვები (უნდა ჰქონდეს ტექ. პასპორტი), და მისი დასაშვები წონა 3.5 ტონაზე ნაკლები იყოს.
ყველა კატეგორიაში 1-2–3 ადგილებზე გასულებისთვის იქნება პრიზები.
შეჯიბრი იქნება საერთაშორისო
მეზობელი ქვეყნებიდან(თურქეთი,აზერბაიჯანი,სასომხეთი,რუსეთი,ირანი) ველოდებით მონაწილეებს სხვადასხვა კატეგორიებში....
შეჯიბრი იქნება ძალიან რთული ექსტიმ კატეგორიისთვის და შესაბამისად სანახაობრივი
გელით ყველას