Starsailor
Golden Brown Member

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12259
წევრი No.: 15245
რეგისტრ.: 9-December 05
|
#26088673 · 21 Jun 2011, 16:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავარი ეპარქიები ეკლესია-მონასტრები ციხე-ქალაქები უძველესი საქართველო ექსპონატები მითები და ლეგენდები საქართველოს მეფეები ტრადიციები და სიმბოლიკა ქართველები ენა და დამწერლობა სიმღერები, საგალობლები სიახლეები, აღმოჩენები საინტერესო სტატიები ბმულები, ბიბლიოგრაფია ქართული იარაღი რუკები და მარშრუტები ბუნება ფორუმი ჩვენს შესახებ
ძველი საქართველოს ვერცხლი - კ. მაჩაბელი -1 ნაწილი I
რელიეფურ ფრიზებზე გამოსახულია რიტუალური პროცესია და ცხოველთა მსვლელობა. ფრიზული კომპოზიციების ხასიათი, ფიგურების გადმოცემის თავისებურება, მთელი რიგი სტილისტური ნიშნებისა უკავშირებს ამ კათხას წინა აზიის უძველესი ხანის მხატვრულ სამყაროს.
ძვ. წ.-აღ -ის II ათასწლეულის შუა ხანა, ვერცხლი, სიმაღლე 10,8 სმ., დიამეტრი 9,1 სმ, თრიალეთი, ყორღანი № 5
კიტი მაჩაბელი - "ძველი საქართველოს ვერცხლი", გამ. „ხელოვნება“, თბილისი, 1983
<< გაგრძელება
საქართველოში ლითონის მხატვრული დამუშავება ოდითგანვე ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენდა და მის შესწავლას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძველი საქართველოს მხატვრული ცხოვრების სრული სურათის აღდგენისათვის. ლითონი, მთელი თავისი ნაირსახეობით - ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, სპილენძი - ისეთ მასალას წარმოადგენს, რომელშიც იმთავითვე მთელი სისავსით გამომჟღავნდა ქართველი ხალხის აზრი, გრძნობა და პლასტიკური სწრაფვანი. სწორედ ლითონისადმი, მისი პლასტიკური გამომსახველობისადმი განსაკუთრებულმა მიდრეკილებამ განაპირობა ხელოვნების ამ დარგის დიდებული ძეგლების შექმნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე. ქართული ლითონმქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის განვითარება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან უნდა ვივარაუდოთ. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საზოგადოებრივი ფორმაცია შეიცვალა, ერთ ისტორიულ ეპოქას მეორე ცვლიდა, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ლითონის დამუშავების, ოქრომჭედლობის ერთი უწყვეტი ტრადიცია, განვითარების თავისებური, ორიგინალური გზა. იცვლებოდა ლითონის მხატვრულ ნაწარმოებთა გამოყენების სფეროები, იხვეწებოდა მათი შესრულების ოსტატობა, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ქართველ ოსტატთა ნატიფი გემოვნება და მასალის შეგრძნების უნარი. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოში ხელოვნებათაგან უპირველესი ხუროთმოძღვრება იყო. ქართული ხელოვნების მეორე, ჭეშმარიტად ეროვნულ დარგს კი ლითონის მხატვრული დამუშავება წარმოადგენდა. საქართველოს მუზეუმების საგანძურებსა და მრავალ ეკლესია-მონასტერში დაცული ლითონდამუმავების უძველესი შედევრები გვაცნობენ ხელოვნების ამ თვითმყოფადი დარგის განვითარაების მრავალსაუკუნოვან გზას. ყოველი ძეგლი აძ უძველესი ხელოვნების გარკვეულ ეტაპს აღნიშნავს, ხელოვნებისას რომლის საწყისები ათასწლეულთა მიღმა უნდა ვეძიოთ, რადგან საქართველოს მიწა-წყალზე მცხოვრები უძველესი ტომები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ქმნიდნენ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც დღესაც აღტაცებას იწვევენ მხატვრული სრულყოფითა ღა ვირტუოზული ოსტატობით.
ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლები, ძირითადად, ორ დიდ პერიოდს მოიცავს; ადრეული და შუა ბრინჯაოს ეპოქიდან (ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანები) საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე და შემდგომი ეპოქა - შუა საუკუნეები, ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე. პირველი პერიოდი წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის (ბრინჯაოს ხანის, ადრეანტიკური და გვიანანტიკური) ძეგლთა დიდი რაოდენობით. ესენია, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნიმუშები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ნათლად წარმოვიდგინოთ ამ უძველესი ხანის საქართველოს ხელოვნების განვითარების ხასიათი. საქართველომ უდიდესი როლი შეასრულა ლითონის დამუშავების ხელოვნების განვითარებაში მთელს კავკასიაში. ქართული ლითონტექნიკის განვითარების ეს ადრეული ეტაპი დაკავშირებულია მახლობელი აღმოსავლეთის მკვიდრთა ლითონის დამუშავების უძველეს ხელოვნებასთან. ლითონის დამუშავების განვითარება შეუძლებელი იქნებოდა წიაღისეული სიმდიდრეების ადგილობრივი მარაგის არსებობის გარეშე. ძვირფას ლითონთა საბადოების არსებობა ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე დადასტურებულია ანტიკურ ავტორთა თხზულებებში. მაგალითად, სტრაბონი თავის ,, გეოგრაფიაში" საგანგებოდ აღნიშნავს „ხალიბთა" ანუ "ალიბთა" ქვეყანაში ვერცხლის უძველეს საბადოთა არსებობას." ნიშანდობლივია, რომ ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური და ტრაგიკული მითი, თქმულება ოქროს საწმისზე, საქართველოსთან, მის დასავლეთ ნაწილთან - კოლხეთთანაა დაკავშირებული. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები აღიარებდნენ, რომ ოქროს საწმისის მითში ასახულია დასავლეთ საქართველოს - კოლხეთის რეალური ვითარება უძველეს ხანაში. ანტიკურ მწერალთა და ისტორიკოსთა უმეტესობა ამტკიცებდა, რომ არსებული ცნობები ,,...გრძნეულ მედეასა და იმ ქვეყნის სიმდიდრეზე, რომელიც ოქროს, ვერცხლისა და რკინისაგან შედგებოდა... " ემყარებოდა უძველესი ხანის საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას. ძველ სამყაროში საქართველო, ძვირფას ლითონთა საბადოების გარდა, განთქმული იყო ოქროსა და ვერცხლის დამუშავების სახელმოხვეჭილი ოსტატებითაც. შემთხვევითი არაა, რომ "დაბადებაში" მოხსენიებულია "თუბალ-კაენი, მჭედელი რვალისა და რკინისა“.
მრავალი ცნობა არსებობს იმისა, რომ ქართველთა ტომები შესანიშნავ იარაღსა და მაღალმხატვრულ ჭურჭელს ამზადებდნენ არა მარტო პირადი მოხმარებისათვის, არამედ მეზობელ ქვეყნებთან სავაჭროდაც. ერთ-ერთ წარწერაში, რომელშიც ჩამოთვლილია ასურეთის მეფის სარგონის კავკასიაში მერვე ლაშქრობის დროს მოპოვებული ნადავლი, უძვირფასეს ნივთებს შორის მოხსენიებულია ,,...კათხები თაბალთა ქვეყნიდან, ოქროს სახელურებით.,. ოქროთი მოოჭვილი ვერცხლის ხანჯლები... 34 ვერცხლის კათხა, მძიმე და მსუბუქი (ლარნაკები).. ვერცხლისა მაღალი თასები ვერცხლისა... კოლოფი ვერცხლისა... სასაკმევლეები თაბალთა ქვეყნიდან".. უაღრესად მნიშვნელოვანია ურარტული წარწერები, სადაც მოხსენიებულია დიაუხების მეფისაგან მიღებული ხარკის რაოდენობა. ეს ცნობები ნათელ წარმოდგენას ქმნიან ძვირფასი ლითონებისა და ამ ლითონთა ნაკეთობების დიდ რაოდენობაზე ძველ საქართველოში (ძვ. წ. I ათასწლეული). საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე უძველესი ტომები - ხალიბები, ტიბარენები - ლითონის დამუშავების ხელოვნებით განთქმული იყვნენ მთელს ანტიკურ სამყაროში. კავკასიის უძველეს მკვიდრთ - მოსინიკებს ანტიკური ავტორები სპილენძის დამუშავების უბადლო ოსტატებად მოიხსენიებენ. ბევრი მკვლევარი ზოგიერთ ევროპულ ენაში სპილენძის სახელწოდებას სწორედ ამ კავკასიური ტომის სახელს უკავშირებს (გერმ. Messing ანგლო-საქს. Mastling და სხვ.). ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ქართულ ენასა და მის კილოკავებში თითქმის ყველა ლითონის სახელწოდება ადგილობრივი წარმოშობისაა და არა ნასესხები სხვა ენებიდან. ამასთანავე, ისიცაა გასათვალისწინებელი. რომ მთელი რიგი ლითონების სახელწოდებისა ზოგიერთმა ხალხმა ქართული ენიდან შეითვისა. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკვლევებს ლითონთა სახელწოდებების შესახებ ძველაღმოსავლურ და კავკასიურ ენებში. ლითონების აღმნიშვნელი ქართული ტერმინები უკავშირდება კავკასიურ ენებში გავრცელებულ ლითონთა სახელებს. უაღრესად საინტერესოა მოსაზრება ქართული ტერმინის „ვერცხლის" წარმომავლობასა და მასთან დაკავშირებულ ტერმინებზე წინა აზიის ზოგიერთ უძველეს ხალხთა ენებში. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს ლითონის მხატვრული დამუშავების წამყვანი მნიშვნილობა კავკასიის უძველესი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქართველთა წინაპრების კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი, ითვალისწინებს რა კავკასიის ბრინჯაოს ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ წინა აზიის ხალხთა ბრინჯაოს კულტურას, ლითონის მხატვრულ დამუშავებას მიიჩნევს კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ელემენტად ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების მთელ მანძილზე. ამ უძველესმა ქართულმა ხელოვნებამ გავლენა იქონია ლითონის მხატვრულ დამუშავებაზე არა მარტო ძველ სამყაროში, არამედ შუა საუკუნეებშიც. ეს ფაქტი დღეს აღიარებულია მეცნიერებაში. ლითონის პლასტიკის უძველეს ძეგლებზე ქართული წერილობითი წყაროებიც მოგვითხრობენ. მაგალითად წმ. ნინოს შატბერდისეულ ნუსხაში მოცემულია საქართაველოს ძველ დედაქალაქში - მცხეთაში აღმართული წარმართული ქანდაკების დაწვრილებითი და ძალზე შთამბეჭდავი აღწერა: ,,.. დგა კაცი ერთი სპილენძისაი და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვი ოქროს|აისა და ჩაფხუტი ოქროისაი და ფრცხილი და ბივრიტი...... და მარჯულ მისა და დგა კერპი ოქროიასა: და სახელი მისი გაც: და მარცხლ მისა კერპი ვერცხლისა: და ბახელი მიაა გა..."
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომების როლზე უძველესი ლითონტექნიკის განვითარებაში ყველა წერილობით წყაროსა და ძველ ავტორთა თხზულებებზე უკეთ მეტყველებს ამ თვითმყოფადი ხელოვნების ძეგლები. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი ათასწლეულთა მანძილზე თან ახლდნენ ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებას. უძველესი ლითონის პლასტიკის ძეგლები და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები მაღალი მხატვრული ღირსებითა და უზადო ტექნიკით გამოირჩევიან. ისინი ღირსნი არიან. განვიხილოთ, არა მარტო საკუთრივ ქართული ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით, არამედ უფრო ფართო მასშტაბით. უძველესი ხელოვნების საერთო განვითარებასთან კავშირში. მსოფლიო ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ძეგლები, როგორიცაა მაიკოპის თასი, თრიალეთის ოქროს თასი და ვერცხლის სარწყული, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ უძველესი ჯედური ხელოვნების განვითარების სწორად გაგებისათვის. ამ უძველესი ხანიდან ვერცხლის მხატვრული დამუშავების სულ რამდენიმე ნიმუშია დარჩენილი, მაგრამ ისინი ლითონის პლასტიკის ისეთ მაღალ დონეს გვიჩვენებენ რომ სრული უფლებით უნდა ვივარაუდოთ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლითონმქანდაკებლობის განვითარებული ხელოვნების არსებობა. რელიეფური კომპოზაციებით შემკული ვერცხლის სარწყული და ვერცხლისვე კათხა განეკუთვნება უძველესი ხელოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებს.
თრიალეთის ვერცხლის კათხა, ჭურჭლის ფორმასთან ორგანულად შერწყმული რელიეფური ფრიზებით, ჰორიზონტალურად გაშლილი კომპოზიციებას მტკიცე რიტმით, რელიეფის დამუშავების დახვეწილი ოსტატობით მიეკუთვნება ძველი მსოფლიოს ხელოვნების იმ იშვიათ ნიმუშებს, რომელნიც თავიანთი ეპოქია მრავლისმეტყველ საბუთებს წარმოადგენს. თრიალეთის ვერცხლის ნივთების თავისებური ხასიათი, სტილის სპეციფიკური ნიშნები მჭიდრო კავშირს ავლენს წინა აზიის უძველეს ხელოვნებასთან. ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულში ქართველი ტომები აქტიურად მონაწილეობდნენ იმ რთულ მხატვრულ ცხოვრებაში, რომელიც ჩქეფდა ახლო აღმოსავლეთსა და შუამდინარეთში. ამ უძველესი ეპოქის ქართული ხელოვნება განუყოფელი ნაწილია იმ ძვირფასი მხატვრული საგანძურისა, რომელსაც უდიდესი შემოქმედებითი აღმავლობით ქმნიდნენ ძველი აღმოსავლეთის ხალხები. ამიტომ ამ პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლები უნდა განიხილებოდეს მახლობელ აღმოსავლეთის კულტურულ მიღწევებთან უშუალო კავშირში. ადრეანტიკური და ანტიკური ხანის საქართველოს ვერცხლის მხატვრული დამუშავების ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებში ძალზე თავისებურად აისახა ხელოვნების ადგილობრივი ტენდენციები. ორიგინალურად დეკორირებული ვერცხლის ჭურჭელი ყაზბეგიდან, ახალგორიდან, ვანიდან გვიჩვენებს ძველ ქართველ ოსტატთა დახვეწილ მხატვრულ გემოვნებას, ლითონმქანდაკებლობის ბრწყინვალე ტექნიკას, დეკორატიულობის თავისებურ შეგრძნებას. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია საქართველოს მხატვრული ლითონის ძეგლები ანტიკურ ეპოქაში. ანტიკურობის სხვადასხვა ეტაპის ძეგლები განსხვავებული სისრულითაა წარმოდგენილი. ძეგლების რაოდენობით, მასალის მრავალფეროვნებითა და მხატვრულ, ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს გვიანანტიკური ვერცხლის საგანძური. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ვერცხლის მხატვრულ ნაკეთობათა კოლექცია ქართველ არქეოლოგთა წყალობით დღითიდღე ივსება ახალი მასალით. ლითონის პლასტიკის ანტიკური ნიმუშები მათ წინამორბედ ჭედურ ნაწარმოებთაგან. თრიალეთის ბრწყინვალე რელიეფური ჭურჭლისაგან, მთელი ათასწლეულითაა დაშორებული. საქართველოს ანტიკური ძეგლები ისეთი მაღალი ოსტატობითაა შესრულებული, რომ ხელოვნების ამ დარგის განვითარების უწყვეტი ხაზი უძველესი ეპოქიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს ხელოვნება დაფუძნებულია ადგილობრივ ეროვნულ ნიადაგზე. საქართველოს მიწაზე აღმოჩენილი ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ძვირფას ლითონთა მხატვრული ნაწარმი ძირითადად ორ დიდ ჯგუფად იყოფა. პირველი შეიცავს საიუველირო ნაკეთობებს, რომლებშიც სრულად გამოვლინდა ადგილობრივი მხატვრული ტრადიცია, განსაკუთრებული სწრაფვა პოლიქრომიის და ხაზგასმული დეკორატიულობისადმი. მეორე ჯგუფი მოიცავს ტორევტიკის - ვერცხლის პლასტიკის - ნიმუშებს, რომელნიც მხატვრული პრინციპებითა და ხასიათით ელინისტურ-რომაული გემოვნების ნაწარმოებებს წარმოადგენენ. გვიანანტიკური ქართული ტორევტიკის ძეგლებს მათი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით საპატიო ადგილი ეკუთვნით ანტიკური სამყაროს მხატვრული ვერცხლის საგანძურში. საქართველოს ანტიკური ვერცხლის ზოგიერთი ჯგუფის მხატვრული თავისებურებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველო ეკუთვნოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ ქმნიდნენ ანტიკური სამყაროს მხატვრულ - ღირებულებებს და რომელთაც დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ კიდეც ელინისტურ-რომაული ვერცხლეული. საქართველოში აღმოჩენილი ძეგლების შეჯერება ელინისტურ-რომაულ ძეგლებთან ავლენს ამ ეპოქის საქართველოს მხატვრული ცხოვრების განვითარების გარკვეულ თავისებურებებს. ქართული ტორევტიკული მასალა განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ წარმოდგენას იძლევა საქართველოს ხელოვნებაზე მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ ეპოქაში. ამასთანავე, რომის იმპერიის გავლენის გაძლიერებისა და გვიანანტიკურ ხანაში ხელოვნების ძეგლთა ფართო გავრცელების ვითარებაში იგი განუყოფელი ნაწილია პირველ საუკუნეთა ანტიკური ტორევტიკისა, საერთოდ.
ანტიკური სამყაროს მხატვრული პროდუქცია ხშირად ერთფეროვანია და ძნელდება ამა თუ იმ ნივთის შექმნის ადგილის გარკვევა. ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას შექმნილი ტორევტიკული ძეგლები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ ძნელი ხდება მკაფიო ზღვარის გავლება რომაულ იმპორტსა და მისი მიბაძვით შექმნილ ადგილობრივ ნაწარმოებებს შორის. ასეთ შემთხვევებში მკაფიოდ გამოხატულ ელინისტურ-რომაული ხასიათის ძეგლში უმცირესი ნიუანსების და დეტალების გათვალისწინებით ხერხღება გარჯვეულ მხატვრულ და ტექნიკურ თავისებურებათა გამოვლენა და ამ გზით ძეგლის წარმომავლობის დაზუსტება. ამა თუ იმ ძეგლის წარმომავლობის საკითხი წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საყოველთაოდაა ცნობილი, თუ რა ფართო მასშტაბები მიიღო რომის იმპერიის ზემოქმედებამ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მოექცნენ რომაული ექსპანსიის წრეში. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც თუმცა ინარჩუნებდნენ პოლიტიკურ ერთიანობასა და თავისთავადობას, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში განიცდიდნენ გარკვეულ რომაულ ზეგავლენას. შესაძლოა, სწორედ ამის შედეგი იყო ანტიკური საქართველოს მმართველი წრეების გატაცება ფუფუნების საგნებით, სწრაფვა ყოფაში ხელოვნების ძვირფასი ქმნილებების გამოყენებისადმი. ქართველ დიდებულთა სამარხებში აღმოჩენილი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ხელოვნების ძეგლები წარმოადგენენ არა მარტო რიტუალური დანიშნულების ნივთებს, არამედ საგნებს, რომლებიც თან ახლდა საზოგადოების მაღალი ფენების ყოფა-ცხოვრებას. გვიანანტიკური ვერცხლის ძეგლები უნებურად მოგვაგონებს ანტიკურ მწერალთა მიერ აღწერილ ძველი რომის ზღვარგადასული ფუფუნების სურათებს, „ყველაფერს, რაც კი ადამიანს თვალწინ გადაეშლებოდა რომაელი დიდებულის სახლში, მაღალი გემოვნების დაღი აჩნდა, კედლის მოპირკეთებიდან მოყოლებული, სამზარეულოს ჭურჭლით დამთავრებული". რომაელ მანდილოსანთა ოთახების აღწერისას, სადაც ყველაფერი მხატვრულად დამუშავებული ვერცხლით იყო მოჭედილი, პლინიუსი აღშფოთებით შენიშნავდა, რომ „ეს ფუფუნება ყოველგვარ ზღვარს იყო გადასული".
ფიალა ანტინოეს პორტრეტით - მე-2 საუკუნე, ვერცხლი, დიამეტრი 26,6 სმ., სიღრმე 4,5 სმ, მედალიონის დიამეტრი 7,5 სმ, მცხეთა, არმაზისხევის პიტიახშთა ნეკროპოლი, სამარხი 1 - ფიალის ცენტრალურ მედალიონში მოთავსებულია რომის იმპერატორ ადრიანეს კართან დაახლოებული ბითინიელი ჭაბუკის ანტინოეს ბარელიეფური პორტრეტი. ვერცხლის ფიალებში მოთავსებული რელიეფური "ემბლემები" ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით რომაულ ხანაში. ანტინოეს პორტრეტები ხელოვნების სხვადასხვა დარგში (ქანდაკება, გლიპტიკა, მონეტები) იქმნებოდა უპირატესად იმპერატორ ადიანეს მმართველობის ბოლო წლებში (130-137 წწ.). არმაზისხევის ვერცხლის ფიალის რელიეფური ბიუსტი ანტინოეს რომელიღაც სტატუარული ტიპის განმეორებას უნდა წარმოდგენდეს. ფიალა ანტინოეს პორტრეტით საქართველოში დიპლომატიური საჩუქრის სახით უნდა იყოს მოხვედრილი
პირველ საუკუნეთა ქართული მელითონეობის ხელოვნების განხილვისას გასათვალისწინებელია ის თავისებური ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ამ პერიოდში საქართველოსა და რომს შორის და რომელიც გარკვეულად მოქმედებდა ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. საქართველოს მიწაზე აღმოჩენილი ვერცხლის მხატვრული ნაკეთობანი ნათლად მეტყველებენ ანტიკური საქართველოს მეტად საინტერესო ეპოქაზე, წარმოდგენას გვაძლევენ საქართველოს საზოგადოების მაღალი ფენების მხატვრულ გემოვნებაზე. მართალია, ამ დროს ქართველ დიდებულთა ყოფის ამსახველი წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს წარჩინებულთა და მმართველი წრეების წარმომადგენელთა სამარხები მათ გარემომცველ სიმდიდრეზე მეტყველებენ. სამარხეულ ინვენტარში შემავალი ხელოვნების ნიმუშები მიგვითითებენ ხელოვნების მნიშვნელობასა და ადგილზე ანტიკურ საქართველოში. რა თქმა უნდა, სამარხებში აღმოჩენილი ნიმუშები სრულად ვერ ასახავენ იმ დროის რეალურ ვითარებას, რადგან ჩვენს ხელთ არსებული მასალა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმისა. რასაც თავის წიაღში ქართული მიწა ინახავს. აღმოჩენები ხშირად შემთხვევითი ხასიათისაა და მათზე დაყრდნობით ჯერ კიდევ არ ხერხდება ხელოვნების სხვადასხვა დარგის გავრცელების კონკრეტული რაიონების გამოყოფა. ყოველი ახალი აღმოჩენა გვარწმუნებს, თუ რა დიდ, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ სიმდიდრეს ინახავს ქართული მიწა. საქართველოში არ არსებობს არც ერთი კუთხე, მიწის არც ერთი მტკაველი, სადაც არ შეიძლებოდეს ძველი ხელოვნების ნიმუშის აღმოჩენა. თუნდაც მხოლოდ გვიანანტიკური ხანის მონაპოვრები რომ გავითვალისწინოთ (საქართველო ხომ, პალეოლითიდან მოყოლებული, ყველა ისტორიული და წინაისტორიული ეპოქის არქეოლოგიურ მასალას აწვდის მკვლევარებს), მაშინაც კი, აღმოჩენილი ძეგლების მნიშვნელობითა და აღმოჩენის პუნქტების რაოდენობით, საქართველომ შეიძლება ერთი პირველი ადგილთაგანი დაიკავოს კლასიკური ანტიკურობის ქვეყნებს შორისაც კი.
არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მხატვრული ვერცხლის ნაწარმი შესანიშნავად ასახავს საქართველოს კულტურულ დონეს გვიანანტიკურ ხანაში, თუმცა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა საქართველოს მოსახლეობის რელიგიური წარმოდგენების საკითხი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დამუშავებული. ჩვენ არ ვიცნობთ რიტუალებს, რომლებიც სრულდებოდა წარჩინებულთა დაკრძალვის დროს, მაგრამ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ანალოგიით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ, ისევე როგორც მთელს აღმოსავლეთში, სამარხი წარმოადგენდა ადამიანის მარადიულ საცხოვრებელს და იმქვეყნიურ ცხოვრეში გარდაცვლილს თან უნდა ხლებოდა ნივთები, რომლებსაც ის ყოველდღიურ ყოფაში იყენებდა. ამგვარად, სავარაუდოა, რომ სამარხეულ ინვენტარში შემავალი ნივთები (სარიტუალო ნივთების გამოკლებით) წარმოადგენდნენ ჩვეულებრივად სახმარ საგნებს და მათი საშუალებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა მხატვრული ნაკეთობანი, ხელოვნების რა ნიმუშები იყო გავრცელებული გვიანანტიკური ხანის ქართველ დიდებულთა წრეში. ჩვენი წეთაღრიცხვის პირველი საუკუნეები ძველი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თავისებური პერიოდია. ამ დროს დასრულდა საქართველოს ანტიკური ისტორიის რთული და უაღრესად საინტერესო ეტაპი და დაიწყო ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განვითარების არანაკლებ ღირსშესანიშნავი პერიოდი. ეს ეპოქა აღსანიშნავია საგრძნობი ცვლილებებით ცხოვრების ყველა სვეროში. ამ დროის რთული პოლიტიკური სიტუცია - აღმოსავლეთში რომის ინტერესების მომძლავრება, პართიის აგრესიულობა, პოლიტიკურ არენაზე სასანური ირანის გამოჩენა - არსებით ზემოქმედებას ახდენდა საქართველოზე, რომელიც რთული პოლიტიკური მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა. ცვალებადი იყო საქართველოს წარმატებები დასავლეთისა და აღმოსავლეთის მეზობლებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ როგორც არ უნდა წარმართულიყო ეს ურთიერთობა, ერთი რამაა უდავო -_ საქართველო ამ ეპოქას მშფოთვარე პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე იყო..ძველი სამყაროს "ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე" მყოფი საქართველო წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გარდა, ჩართული იყო ამ ეპოქის უაღრესად ინტენსიურ კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა საქართველო წარმოგვიდგება, როგორც უდიდეს მხატვრულ ფასეულობათა ქვეყანა, თვითმყოფადი, ორიგინალური ხელოვნების კერა. დიდი რაოდენობით შემორჩენილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ძეგლები და წერილობითი წყაროები გვიჩვენებენ ქართული ხელოვნების განვითარების საყურადღებო სურათს
ქართველი ხალხის შემოქმედებითი ძალა ამ ეპოქაში ქმნიდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლებს. აგებდა ქალაქებს. ამის დადასტურებაა კლდოვანი ქალაქი უფლისციხე, ძველი ნოქალაქევის ნანგრევები, არმაზისხევისა და ბიჭვინთის ხუროთმოძღვრული ნაშთები და ნაგებობათა ფრაგმენტები საქართველორ სხვადასხვა კუთხეში. კარგად შემონახული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნაკლებობას ავსებს ანტიკური ეპოქის ავტორთა თხზულებების ცნობები. სტრაბონის „გეოგრაფია“, ვიტრუვიუსის ,,10 წიგნი არქიტექტურის შესახებ", არიანეს "პერიპლოსი", დიონ კასიუსის "რომის ისტორია" შეიცავს უაღრესად საინტერესო ცნობებს იბერიისა და კოლხეთის ხუროთმოძღვრებაზე. გვიანანტიკური საქართველოს ხელოვნების განვითარების მაღალი დონის მაუწყებელია მცხეთაში აღმოჩენილ ეპიტაფიაში მოხსენიებული "მთავარი მხატვრისა და ხუროთმოძღვრის" ტიტული, რომლის არსებობე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნების სხვა სფეროებში სახელმწიფოს მიერ შექმნილი სისტემის არსებობის შემთხვევაში. დიდად განვითარებული ჩანს ამ ეპოქაში მცირე ხელოვნებათა სხვადასხვა დარგი. მაღალი ტექნიკური ოსტატობითა და მხატვრული სრულყოფით გამოირჩევა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი. თავისებური ხასიათის, ცხოველხატული პოლიქრომიული სტილის საიუველირო ნაწარმი, მცირე ზომის ოქროსა და ბრინჯაოს ქანდაკებები, მხატვრული მინის ოსტატური ნაკეთობანი, ქვაზე კვეთის - გლიპტიკის შესანიშნავი ძეგლები, ვერცხლის მრავალფეროვანი მაღალმხატვრული ნივთები წარმოადგენენ ამ ეპოქის ქართული ხელოვნების უმდიდრეს საგანძურს. გვიანანტიკურ ეპოქაში, როდესაც კულტურული და მხატვრული კავშირები ძალზე გაფართოვდა და განმტკიცდა, განვითარებული ქვეყნების ხელოვნებათა ურთიერთზემოქმედება იმდენად ფართო ხასიათს იღებს, რომ საჭირო ხდება თითოეული მათგანის წვლილის გათვალისწინება ხელოვნების განვითარების საერთო სურათის დასადგენად. ქართული ხელოვნების განვითარების ამ ეტაპზე ლითონის პლასტიკას -_ ტორევტიკას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. ხელოვნების ამ დარგის ძეგლები, სხვებთან ერთად. აღადგენენ გვიანანტიკური ხანის საქართველოს ხელოვნების მრავალფეროვან სურათს. საქართველოს მხატვრული ვერცხლის შესწავლისას გასათვალისწინებელია ძირითადად რომაული ტორევტიკის მდიდარი მასალა, რომელიც უშორეს ქვეყნებამ- დეც კი აღწევდა და ამასთანავე ხელოვნების ძეგლები სხვა მახლობელი ქვეყნებისა, რომლებთანაც საქართველოს ისტორიულად ჩამოუყალიბდა გარკვეული ურთიერთობანი (პართია, ირანი და სხვ.). საქართველოს გვიანანტიკურ ვერცხლს განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმის გამოც, რომ II – III საუკუნეთა მხატვრული ვვრცხლი, განსხვავებით I საუკუნის ძეგლებისაგან, საკმაოდ იშვიათია ევროპის მონაპოვრებში. ამ პერიოდის ვერცხლეული, ძირითადად, მომდინარეობს გალიიდან და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებიდან, რომელნიც რომის იმპერიის გავლენის სფეროში იმყოფებოდნენ, ან რომის იმპერიის პროვინციებს წარმოადგენდნენ. თვით იტალიის ტერიტორიაზეც კი ამ ეპოქის ვერცხლეული იშვიათია. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ ასახავს რეალურ ვითარებას, იმისდა მიუხედავად, თუ რა რაოდენობით გვაქვს დღეისათვის მასალები იტალიიდან, ცხადია, II – III საუკუნეებში რომი კვლავ რჩებოდა კანონმდებლად მხატვრული ცხოვრების ყველა სფეროში და ზეგავლენას ახდენდა უშუალო ქვეშევრდომთა თუ მისი გავლენის სფეროში მოხვედრილი ქვეყნების ხელოვნებაზე. ამ მხრივ საქართველო ყურადღებას იმსახურებს, რადგან პირველ საუკუნეთა მის ხელოვნებაში, განსაკუთრებით ტორევტიკაში, ძლიერია სწორედ რომაული ელემენტები.
საქართველოს ხელოვნების ძეგლები მრავალმხრივაა საყურადღებო, რადგან, უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული მდებარეობა უმნიშვნელოვანეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. აქ ხვდებოდა ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხის კულტურა, აქ ახდენდნენ ერთმანეთზე ზემოქმედეპას სხვადასხვა კულტურული მიმდინარეობანი. ყველაფერი ის თავისებურ კვალს ტოვებდა ღრმად ეროვნულ ტრადიციებზე შექმნილ ადგილობრივი ხელოვნების ძეგლებზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ტორევტიკის ძეგლები. როგორც წესი, გვხვდება სამარხეული ინვენტარის შემადგენლობაში და ჩვენამდე მოღწეული ვერცხლეული მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა თანმხლები ნივთების რეპერტუარში შედის. აღმოჩენათა ამგვარი ხასიათი ქართული მასალის ერთ-ერთი სპეციფიკური მხარეა, რადგან დასავლეთჯრ, ჩვეულებრივ, ვერცხლეული აღმოჩენილია განძებსა და ტაძართა საგანძურებში. II – III საუკუნეებში ვერცხლეული სამარხეული ინვენტარის საბით, საქართველოს გარდა, სულ რამდენიმე ადგილასაა ცნობილი, ისიც რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ: ადგილობრივი ტომის ბელადის სამარხი ჰობიში (დანია). ტომის ბელადთა სამარხები გოსლავიცსა და ზაკრჟოვში (პოლონეთი), ბელგიელი მთავრის სამარხი ველვინში. ტორევტიკის ნიმუშების აღმოჩენა სამარხში თითქოს უნდა ამარტივებდეს მათი დათარიღების საქმეს, მაგრამ ვერცხლის ასაკი ყოველთვის როდი ემთხვევა სამარხის ხნოვანებას, სადაც უმეტესად ხვდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ნახმარი ვერცხლის ნივთები. პლინიუსის გადმოცემით, მოდა ვერცხლის ნივთებზე ხშირად იცვლებოდა, ძველ ვერცხლეულს ხშირად გადაადნობდნენ ხოლმე ახალი, უფრო თანამედროვე ფორმის ჭურჭლის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, ვერცხლეულის ძველი ფორმები საკმაოდ დიდხანს არსებობდა და დათარიღება მხოლოდ ფორმის მიხედვით მტკიცე დასაყრდენს არ იძლევა. ამიტომ გასათვალისწინებელია მათი ორნამენტული სამკაული. გამოსახულებათა სიუჟეტები და აგრეთვე ჭურჭლის დამზადებისა და ორნამენტების შესრულების ტექნიკა.
ხმელთაშუაზღვი
--------------------
We could plant a house We could build a tree I don't even care We could have all three
|