განახლებული „ნიანგის“ პირველი ნომერი ორშაბათს გამოვა
18/06/2011 18:32
ჟურნალ „ნიანგის“ გამოცემა აღდგა. სატირულ-იუმორისტული ჟურნალის ახალი ნომერი, ორშაბათს, 20 ივნისს გამოვა.
ჟურნალის რედაქტორი 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულიაა.
„განახლებული "ნიანგი" - ეს არის თანამედროვე დიზაინითა და საგამომცემლო კონცეფციით შესრულებული პროექტი, რომლის მრავალფეროვანი რუბრიკები მკითხველს ბევრ საინტერესო და სასიამოვნო წუთს ჰპირდება.
აქ ნახავთ ქართველ ავტორთა უნიჭიერეს ახალ თაობას, შესანიშნავ კარიკატურისტებს, იუმორის უცხოელ ოსტატებს. ჟურნალი არა მხოლოდ გაართობს და გააცინებს ადამიანებს, არამედ სატირით შეხედავს და შეაფასებს იმას, რაც საზოგადოების დემოკრატიულ და ჰარმონიულ განვითარებას უშლის ხელს,“- განმარტავენ სატირულ-იუმორისტული ჟურნალის წარმომადგენლები.
ჟურნალის გამოცემაზე საუბარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა გახმაურდა ინფორმაცია, რომ წარსულში პოპულარული იუმორისტული ჟურნალის გამოცემის უფლება გამომცემლობა „ტრიასმა“ შეიძინა.
ჟურნალი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე აღდგა და დაიხურა. ბოლოს განახლებული „ნიანგი“ 2007 წლის დეკემბერში გამოვიდა და მას ზაზა ბიბილაშვილი ხელმძღვანელობდა.
ქართულ სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს დიდი ტრადიცები აქვს. იგი პირველად 1923 წლის 3 ივნისს დაიბეჭდა. 1924-1930 წლებში გაზეთ „მუშის“ დამატების სახით, თვეში ორჯერ გამოდიოდა და „ტარტაროზი“ ეწოდებოდა. გამოცემას „ნიანგი“ 1931 წელს დაერქვა.
ჟურნალის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მოვლენების მხილება იყო. სწორედ, ამ მიზნით იბეჭდებოდა მასში სატირული და იუმორისტული ნაწარმოებები, ნახატები და კარიკატურები. ჟურნალ „ნიანგთან“ ცნობილი ქართველი მწერლები, ჟურნალისტები და მხატვრები თანამშრომლობდნენ. ჟურნალის რედაქტორი, ერთხანს, ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძეც იყო.
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=3514&Itemid=1"რატომღაც" ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკური იუმორი მთლად თამამი ვერ ექნებათ.

აუ, თემის სათაურში შეცდომა მაქვს, უფლებამოსილ პირს ვთხოვ, დამეხმაროს - კორექტურა გაასწოროს....
This post has been edited by madlen_nuka on 18 Jun 2011, 20:20