მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს მდგომ პოლიტიკას ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტი"-ს განუცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ქართველ ხალხს შორის პარალელების გავლება.
"რუსეთისა და საქართველოს მრავალეროვანი ხალხები ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი. სააკაშვილი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას. სულ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი მიდის სხვა ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად", - განაცხადა პატრუშევმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს.
"იზრდება საგარეო ვალის მოცულობა, მატულობს ინფლაცია. ადგილობრივ
მოსახლეობას აწვდიან დეზინფორმაციას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების შესახებ. ამაში დახმარებას რიგი უცხოური მედიასაშუალებებიც უწევენ", - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/45405-nikola...l#ixzz1gWOwoEIgდა აქვე:
გიორგი თარგამაძე - საქართველოს მიმართ ნიკოლაი პატრუშევის ბრალდება სერიოზული ყურადღების საგანი უნდა გახდეს
ნიკოლაი პატრუშევის ბრალდება საქართველოში ტერორისტების მზადების შესახებ სერიოზული ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის ბრალდების კომენტირებისას განაცხადა.
"ამ ბრალდების იგნორირება არ შეიძლება. ის სერიოზული მსჯელობისა და ყურადღების საგანი უნდა გახდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ამ განცხადების გამო, უნდა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. როდესაც რუსეთში შიდაპოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ეს იწვევს რისკებისა და საფრთხეების გაზრდას სამეზობლოში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თარგამაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის აზრით, პატრუშევის ბრალდების განხილვის მიზნით აუცილებელია, უახლოეს მომავალში პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს და შეხვედრას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილიც დაესწროს.
"ვფიქრობ, ეს საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების ყურადღების საგანიც უნდა გახდეს", - განაცხადა თარგამაძემ.
გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ 2001 წელს სწორედ პატრუშევის განცხადებებს მოჰყვა პანკისის ხეობაში ქართული სოფლების დაბომბვა.
პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთში ტერაქტების შემსრულებელ პირებს ამზადებენ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნული განცხადება გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტისთვის" მიცემულ ინეტრვიუში გააკეთა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/45417-giorgi...l#ixzz1gWPChctx............................................................
მგონი გიორგი თარგამაძის მეტი აღარავინ აღარ აზროვნებს ამ ქვეყანაში რეალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
და როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ესეთ სერიოზულ განცხაებებს აკეთებს, რა პასუხი აქვს ამაზე თუნდაც ბოკერიას ან თუნდაც ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელს, რომელთა რუსეთის მიმართ წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ყოველგვარი დამადასტურებელი ფაქტის გარეშე აგენტებად შერაცხვის გარდა არაფერში არ გამოიხატება???
This post has been edited by lamazi gogo on 14 Dec 2011, 18:23