გაგანადგურებთ დაგალპობთ ციხეში! - ოცნების სკანდალური აუდიოჩანაწერის სკანდალური გაგრძელება (video)
ქართული ოცნების წევრების სკანდალური აუდიოჩანაწერის ბეჭდური ვერსიის გამოქვეყნება, სკანდალით გრძელდება. „გურიის მოამბეს" გამომცემელს, მასალის გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით დარჩია დაუკავშირდა, რომელმაც ლადო მენაბდეს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რედაქციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერის მოპოვების უფლება არ ქონდა და კონსტიტუციის მეოთხე მუხლისა და ჟურნალისტური ქარტიის მეოთხე მუხლის საფუძველზე რედაქციას უჩივლებდა. მენაბდის განცხადებით დარჩიას სატელეფონო საუბარში ერთი ადამიანი კარნახობდა და დარჩია კარნახს იმეორებდა. გამომცემლის შეკითხვაზე თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ბატონი დავითი, საპასუხოდ ხმამაღალი გინება გაისმა:"შენ დედას რომ მოტ... ის ვარ, დაგიჭერ მოგიტ... ჯიშს! გაისმა უფრო ხმამაღალი შეძახილები ტელეფონში. „ეს იაა დოლიძე? ვკითხეთ ბატონ დავითს?
-იაკობი ვარ დოლიძე თქვენი დედის მტ..., გაგანადგურებთ დაგალპობთ ციხეში.
დათო დარჩიამ გამომცემელს სთხოვა, არ ჩივლების სანაცვლოდ ვებგვერდიდან აუდიოჩანაწერის საგაზეთო ვარიანტის მოხსნა.“ - აცხადებს მენაბდე
იაკობ დოლიძე ოზურგეთის ყოფილი პროკურორი და სამხედრო პოლიციის იმერეთის სამმართველოს ყოფილი უფროსია. მომხდართან დაკავშირებით გურიის მოამბემ რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ლადო მენაბის განცხადებით ამ საუბრიდან ირკვევა, რომ იაკობ დოლიძეს ქართული ოცნების რაიონულ ორგანიზაციაზე, მის ლიდერზე და რაიონის ხელმძრვანელობაზე დიდი გავლენა აქვს.
- See more at:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=89...x.lC6xW5Zi.dpuf